სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/311862318_124257570429144_5346919006846193013_n.jpg

კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო  სამუშაოები დაათვალიერა

პარკში  ქვის დეკორატიული ღობის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა.

მიმდინარეობს ბორდიურების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების ტრავერტინის ქვით მოპირკეთება და ფანჩატურების მონტაჟი.

შენების პროცესშია ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი,  ღია კაფე და აუზი - შადრევანი.

დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა.

ახალი პროექტი სრულად შეცვლის პარკის იერსახეს, პარკის ტერიტორიაზე განთავსდება  დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები. ასევე, იგეგმება ლანდშაფტის დამატებითი მცენარეებით გამდიდრება და პარკინგის მოწყობა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და მისი ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია.

 

ნანახია: 540 - ჯერ