სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png

 7 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

ხარაგაულის  საკრებულო 7  ნოემბერს   მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ:        

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების    მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის  შესახებ

                                                                             მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

2. არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირი  ,,ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება  “ - ს  ხელმძღვანელის ანგარიში  გაწეული საქმიანობის შესახებ

                                                                                      მომხს: ზაზა  კაციტაძე

 

3.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის  სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ

                                                                                    

                                                                              მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

 4.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხიდარში მდებარე ძირითადი  (განუსხვისებელი )   ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის   თანხმობის მიცემის შესახებ

                                                                               მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი

განკარგვის წესით,  სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

                                                                           მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                              მანანა ბარბაქაძე

 

 

ნანახია: 230 - ჯერ