სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/i281756464724365715._szw1280h1280_.jpg

ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი ევგენი ხარაძის 115 წლის იუბილეს აღნიშნავს

31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 115 წელი სრულდება. ამ დღის აღსანიშნავად, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი იზა ვეფხვაძე)  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი ფილმის - "ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე" პრეზენტაციას გამართავს.

დოკუმენტური ფილმი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა გადაიღო. ფილმის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ხარაგაულსა და თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში.

ნანახია: 615 - ჯერ