სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1.png

1 ნოემბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ნოემბერს რიგგარეშე ბიუროს სხდომას გამართავს. დეპუტატები შემდეგ საკითხებს განიხილავენ:                                                    

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახანის, სოფელ ფარცხნალის და სოფელ სარგვეშის  სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე , ჩიხი 1, N6-ში მდებარე 7 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 36.01.33.434)  გასახვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების

   (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხს: მანანა ბარბაქაძე

 

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 469 - ჯერ