ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დასრულებული პროექტი დაათვალიერა.
პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 282 000 ლარით დაფინანსდა.
კეთილმოეწყო სკვერის შიდა სივრცე, დამონტჟდა ახალი ლამპიონები, მოეწყო საპარკინგე
ადგილი, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცე.
სკვერში განთავსდა საინფორმაციო დაფა.
პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდა და დამცავ გარსში მოექცა.
სკვერის ტერიტორიაზე მოეწყო ლანდშაფტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდა ვიდეო სათვალთვალო კამერები.
დევების ტურისტულ-რეკრეაციული ზოლის მოვლა-შენახვას ხარაგაულის კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანება განახორციელებს.
დღეს აღნიშნული სამსახურის თანამშროლებმა სკვერში დასუფთავების აქცია ჩაატარეს.