სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_9.png
02/03/2022 18:58

4 მარტს ბიუროს სხდომა გაიმართება

მიმდინარე წლის 04 მარტს 11.00 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.   ბიუროს რიგგარეშე სხდომის   საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N50/ 69.692133728 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 მარტის №7 დადგენილების ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ,” ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მომხს: ვლადიმერ გელაშვილი  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd52244adsDSC0158.JPG
23/02/2022 17:42

ახალი შესაძლებლობა სოფლებს, 28 თებერვალს ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

28 თებერვლიდან ხარაგაულის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართება. შეხვედრებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დაესწრებიან.   ,,ჩვენ უნდა გამოვიყენოთ წინა წლების გამოცდილება. მოსახლეობა კარგად უნდა იყოს ინფორმირებული, რა ფინანსური რესურსი აქვს მის დასახლებას,(რომელიც მაცხოვრებლების რაოდენობის შესაბამისად ნაწილდება), რომ სოფლის კონკრეტული საჭიროება, კონკრეტულ თანხებს შეუსაბამოს.მერია წელსაც მოახდენს პროექტების თანადაფინანსებას. გვაქვს მოტივაცია ხარაგაულში ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები ვადებში და ეფექტურად სრული ღიაობით და გამჭვირვალობით წარიმართოს-" აცხადებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. რა ხდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გამართულ საერთო კრებაზე? სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას დაესწროთ თქვენი სოფლის საერთო კრებას და თქვენი მონაწილეობით, თანასოფლელებთან ერთად განკარგოთ ის თანხა, რომელიც თქვენი სოფლისთვის არის გამოყოფილი. კრების ჩატარების გრაფიკი და თქვენი სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3JPVLBg #ყურადღება თუ თქვენ გაქვთ რაიმე იდეა, რაც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს უბანს , სოფელს და ემსახურება თემის კეთილდღეობას და განვითარებას. გამოაგზავნეთ თქვენი საპროექტო განაცხადის იდეები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში 28 თებერვლამდე. საპროექტო წინადადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/3p8glFp როგორ უნდა შეავსოთ #საპროექტო #განაცხადი და ვის უნდა გაუგზავნოთ? თქვენ შეგიძლიათ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოთ მერიაში pr.kharagauli@gmail.com ასევე თქვენ შეგიძლიათ თქვენი იდეა ზეპირი სახით აუხსნათ (მერის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ ერთეულში), რომელიც დაგეხმარებათ ფორმის შევსებაში და თქვენს განაცხადს მერიაში წარადგენს. თქვენ შეგიძლიათ ტელეფონით დაუკავშირდეთ მერიის უფლებამოსილ პირს ან მერის წარმომადგენელს და აუხსნათ მათ თქვენი პროექტის იდეა. უფლებამოსილი პირი თავად შეავსებს საპროექტო განაცხადს და პროექტის ავტორის გრაფაში მიუთითებს თქვენს მონაცემებს. #გახსოვდეთ , საპროექტო იდეების წარმოდგენა შესაძლებელია 28 თებერვლამდე. ,,სოფლის მხარდაჭერის" პროგრამის ფარგლებში გამართულ კრებაზე თქვენ, თქვენს თანამოაზრეებთან ერთად უნდა დაიცვათ თქვენს მიერ წარდგენილი იდეა. #ეს_მნიშვნელოვანია , რადგან პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ ის იდეა,რომელსაც მეტი მხარდამჭერი ეყოლება. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა ) სარწყავი სისტემები ნაპირსამაგრი სამუშაოები გზები და გზისპირა მოსაცდელები ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები გარე განათება სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი ამბულატორიის შენობები სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები წისქვილების რეაბილიტაცია მინიჰესი    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Annotation%202022-02-22%20154602_1.png
22/02/2022 15:52

'იისფერა' - ხარაგაულის თოჯინების თეატრი ახალ საბავშვო სპექტაკლზე მუშაობს 

  ხარაგაულის თოჯინების თეატრის დასი  ახალ საბავშვო სპექტაკლზე  შეუდგა მუშაობას.   ,,იისფერა" - ასეთია პიესის სახელწოდება , რომელიც საბავშვო მწერალს გივი ჭიჭინაძეს ეკუთვნის.    როგორც სპექტაკლის რეჟისორი ირინე  ჩხეიძე ამბობს,  დიდხანს ფიქრობდა თუ  რა შეეთავაზებინა ხარაგაულელი ბავშვებისთვის.    ,,ეს არის სპექტაკლი,სადაც  ბავშვები ნახავენ, თუ რა შეუძლია ერთად დგომას, სიყვარულსა და მეგობრობას. ვფიქრობ , პატარები ძალიან გაიხარებენ" - ამბობს ირინე ჩხეიძე.                    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asddsaDSC0395.jpg
22/02/2022 11:11

ბიუროს სხდომაზე გასული წლის ბიუჯეტი შეაფასეს

დღეს, ბიუროს სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. საკითხის განხილვას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. 2021 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ დეტალურად ისაუბრა. „გასული წლის დამტკიცებული ბიუჯეტი, შემოსულობების ნაწილში განისაზღვრებოდა 8 018 900  ლარით, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად შემოსულობები გაიზარდა 10. 210 6 ათასი ლარით, რომელიც საბოლოოდ განისაზღვრა 18 229,5 ათასი ლარით. შემოსავლები გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილი ტრანსფერის -9 080.3 ათასი ლარით და საკუთარი შემოსავლები 715,0 ათასი ლარის დამატების შედეგად.” ბიუროს სხდომაზე, გასულის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა . მისი განცხადებით, პროგრესია, როგორც ბიუჯეტის შესრულების ისე გადასახდელების (ხარჯების) ნაწილში. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული ციფრები მეტყველებს, რომ პროგრესი გვაქვს, როგორც შემოსულობების შესრულების ასევე ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების მხრივ. წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, შემოსავლების შესრულების მხრივ, გეგმა გადაჭარბებით 106,7%-ით არის შესრულებული. გეგმა ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახდებისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან. საერთო ჯამში შემოსულია 3 345 000 ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.   2021 წელს წინა წელთან შედარებით 2 000 000 ლარით მეტი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. გაზრდილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ისე შესრულების მაჩვენებელი. გასულ წელს ხარაგაულის მერიამ პირველად 200 ათასი ლარის თანადაფინანსება გასწია ,,სოფლის მხარამჭერი“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით ,რაზეც ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება მილიონ ლარს გადააჭარბებდა. აღსანიშნავია,რომ წინა წელთან შედარებით 230 000 ლარით მეტი მოხმარდა სოციალური პროგრამების დაფინასებას. ინფორმაციისთვის, ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. გასულ წელს ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვის სიახლე იყო" - განმარტა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით   საკუთარი შეხედულებები გამოთქვეს დეპუტატებმა.  სხდომაზე ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში, რომელიც  ამავე სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა წარადგინა. საკრებულოში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია კომისიის თავმჯდომარემ - ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქციის სახელწოდებით „ხარაგაულელებისთვის“ შემადგენლობაში გაერთიანდებიან კოტე ბერაძე და ირმა ვეფხვაძე პარტია(„გახარაია საქართველოსთვის“) და ომარ გაგოშიძე(პარტია „ლელო"). სხდომაზე წარდგენილი საკითხები შემდგომი განხილვისთვის დარგობრივ კომისიებს გადაეგზავნებათ.   საკრებულოს მორიგი სხდომა 7 მარტს გაიმართება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/3oZicw0  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/36to5LE          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/buro%20sakrebulo_1.jpg
22/02/2022 11:08

ვარლამ ჭიპაშვილი: ხარაგაულის მერიამ გასული წლის ბიუეჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

დღეს, ბიუროს სხდომაზე, გასულის წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა . მისი განცხადებით, პროგრესია, როგორც ბიუჯეტის შესრულების ისე გადასახდელების (ხარჯების) ნაწილში. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ბიუჯეტში ასახული ციფრები მეტყველებს, რომ პროგრესი გვაქვს, როგორც შემოსულობების შესრულების ასევე ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების დაფინანსების მხრივ. წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს, შემოსავლების შესრულების მხრივ, გეგმა გადაჭარბებით 106,7%-ით არის შესრულებული. გეგმა ასევე გადაჭარბებით შესრულდა გადასახდებისა და არაფინანსური აქტივების კლებიდან. საერთო ჯამში შემოსულია 3 345 000 ლარით მეტი, რაც ნამდვილად არ არის მცირე თანხა.   2021 წელს წინა წელთან შედარებით 2 000 000 ლარით მეტი დავხარჯეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. გაზრდილია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობა ისე შესრულების მაჩვენებელი. გასულ წელს ხარაგაულის მერიამ პირველად 200 ათასი ლარის თანადაფინანსება გასწია ,,სოფლის მხარამჭერი“ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესასრულებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაზრდილია დაფინანსება სოციალური მიმართულებით ,რაზეც ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ და არ სჯეროდათ, რომ ამ მიმართულებით დაფინანსება მილიონ ლარს გადააჭარბებდა. აღსანიშნავია,რომ წინა წელთან შედარებით 230 000 ლარით მეტი მოხმარდა სოციალური პროგრამების დაფინასებას. ინფორმაციისთვის, ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. გასულ წელს ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანთა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვის სიახლე იყო" - განმარტა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/558877.jpg
18/02/2022 19:34

სოფელ კიცხში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს

ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის საავტომობილო გზის 21-კილომეტრიანი  მონაკვეთის  სრული კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.    ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,როდესაც ეს პროექტი, დაანონსდა   საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს რეალობად მიიღო და მეორე ნაწილმა წინასაარჩევო დაპირებად. ფაქტი სახეზეა,  რომ პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ჩვენ გვექნება 25 კილომეტრიანი კეთილმოწყობილი გზა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყობა და მოემსახურება ხარაგაულის მოსახლეობას."   გამარჯვებული  კომპანია,   შპს ,,New Road“,სამუშაოებს 14 288 888  ლარად შეასრულებს.                    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo.png
18/02/2022 19:26

21 თებერვალს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

  21 თებერვალს სხდომაზე, ბიუროს წევრები  შემდეგ საკითხებს განიხილავენ.   საკითხთა ნუსხა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში. მომხს:  ნინო მაღლაკელიძე   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ                                                                                        მომხს: კახაბერ გოლუბიანი    დღის წესრიგი        1 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის 07 მარტის    მორიგი სხდომის  დღის  წესრიგის   დამტკიცების  შესახებ  მომხს: მანანა ბარბაქაძე   საკრებულოს თავმჯდომარე :    მანანა ბარბაქაძე                                             
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/received_369478284659949.jpeg
18/02/2022 19:18

სოფელ სარგვეშისა და წიფის მაცხოვრებლები ვაქცინაციის მარათონში ჩაერთვნენ

დღეს 86 წლის ლილი ბუხნიკაშვილი ვაქცინაციის მარათონში ერთ-ერთი პირველი ჩაერთო და  პფაიზერის ბუსტერ დოზა გაიკეთა.  მასთან ერთად ვაქცინაციით, მობილური ამცრელი ბრიგადის საშუალებით, სოფელ სარგევშისა და წიფის  მაცხოვრებლებმაც  ისარგებლეს. დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესსა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდა. ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე:  ,, მარათონის ფარგლებში სოფლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. დღეს ვაქცინაციის პროცესში ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ, რომლებმაც გადამზადება გიარეს და ჩვენ უკვე შეგვიძლია ადგილობრივი რესურსით ვმართოთ ვაქცინაციის პროცესი. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის მარათონის  გამართულად მიმდინარეობას და მომართვიანობის შესაბამისად მთელი ხარაგაული მოვიცვათ.“ მარათონში უკვე ჩაერთო კიცხის,ხიდრის, ვარძიის,  მოლითის და მარელისის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლის მოსახლეობა. ,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.   ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648.png
17/02/2022 17:06

სკრინინგის განცხადება

წარმოგიდგენთ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის აღმოსავლეთ დასავლეთ მაგისტრალის (E-60) ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მოდერნიზებისა და ექსპლუატაციის“ პროექტის ფარგლებში №4 საცხოვრებელი ბანაკის მოწყობის პროექტის სკრინინგის ანგარიშს.   დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (№4 სამშენებლო ბანაკის მოწყობა);   საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;   დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხევი;   დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 21თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge. (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი:  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს)   იხილეთ: სკრინინგის ანგარიში  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-16%2021142911.png
16/02/2022 17:36

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვალს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ, მოსახლეობა სწორად მოახდენს თავიანთი საჭიროებების იდენტიფიცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები დადებითად გადაწყვიტონ. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხარაგაულის გასულ წელს 890 000 ლარი გამოეყო, რომლითაც 148 პროექტი განხორციელდა. მოსახლეობის უშუალო ჩართულობითა და მათივე გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხები ძირითადად მცირე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მიიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ პროგრამაზე, თანადაფინანსების სახით, მერიამ 193 000 ლარი გამოყო. საერთო ჯამში, პროგრამის ფარგლებში 58 დასახლებაში გზის რეაბილიტაცია განხორციელდა; მოეწყო გარე განათების სისტემა-32 პროექტი; სასმელი წყლის სისტემა-41 პროექტი; სხვადასხვა კატეგორიის- 19 პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და ყველა მოვუწოდებ ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს სოფლის კრებებში“.   პირველი შეხვედრა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება. ხუნევი - 11:00 გედსამანია - 12:00 ვერტყვიჭალა - 16:00 ბჟინევი - 14:00 ვერტყვილა - 15:00 ხევი - 11:00 წაქვა - 12:00 გრიგალათი - 13:00 ციცქიური - 14:00   მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება: სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებიობები, ჭა ) სარწყავი სისტემები ნაპირსამაგრი სამუშაოები გზები და გზისპირა მოსაცდელები ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები გარე განათება სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი  ამბულატორიის შენობები სასაფლაოების შემოღობვა  და კეთილმოწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით წისქვილების რეაბილიტაცია მინიჰესი პროგრამის ფარგლებში, სოფლის მაცხოვრებლები თავად გადაწყვეტენ, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 890 ათასი ლარი. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე    
სრულად