სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/280725832_3365953676985115_3030496970288027767_n.jpg
11/05/2022 19:14

მაცეკვე ტანგო - ხარაგაულის სახალხო თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ხარაგაულის სახალხო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.  თეატრალური დასი რეპეტიციებს აქტიურად გადის. დასს რეპეტიციების დროს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი  ეწვია და  თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს და მსახიობებს წარმატებები უსურვა. ,,მაცეკვე ტანგო” - ასეთი სახელწოდება ექნება  სპექტაკლს, რომელსაც თეატრი  იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ამზადებს.  სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში  ივნისის ბოლოს გაიმართება. ,,ამჯერად  ჩვენი თეატრი კომედიურ ჟანრზე მუშაობს. მინდა  ჩვენთან   ყოფნის ერთი საათით განიტვირთოთ და შინ სასიამოვნო ემოციით დაბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს ახლა განსაკუთრებით გვჭირდება’’- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე. პიესის ავტორი ნინო მირზიაშვილი.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე. სპექტაკლით თეატრი  იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება. იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად  14 ივნისს გაიხსნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/280207212_1025393241681386_7811388305313780170_n.jpg
11/05/2022 11:44

აჩუქე სიცოცხლე - ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. სისხლის დონაციის აქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, და მოხალისეები ჩაერთნენ.  იმერეთის რეგიონული სისხლის ბანკის დირექტორის, ლაშა გოგოლაძის ინფორმაციით, ხარაგაულში, აქციაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი  იყო „სისხლის უანგარო აქციაში მონაწილეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ასეთი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მერიის შესაბამის სამსახურებს  და თითოეულ დონორს- " აცხადებს ლაშა გოგოლაძე.  დონაციის პროცესს, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე აკვირდებოდა.  როგორც ლაშა გოგოლაძემ განაცხადა სისხლის უანგარო დონაციის აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. გაღებული სისხლი  საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება. სისხლის დონაციის შემდეგ ყველა დონორს  ექვსი სახის ანალიზი ჩაუტარდება.  დონორებს, გამოკვლევის შედეგები ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში მიეწოდებათ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSasdC0013asd.jpg
09/05/2022 21:58

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი. იური ბუაჩიძე, რომელიც სოფელ ფარცხნალში ცხოვრობს, 96 წლისაა. დღეს მერი, კობა ლურსმანაშვილი, მას  სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას 1000 ლარს მიიღებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, იური ბუაჩიძეს ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.  კობა ლურსმანაშვილი: ,,მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თითოეული ადამიანის ღვაწლი ქვეყნის წინაშე. წლები მიდის და ხარაგაულში დღეს მხოლოდ ერთ ადამიანთან მოგვეცა მისვლის და მილოცვის შესაძლებლობა.  ბატონ იური ბუაჩიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მივანიჭეთ, ჩვენ ვეცადეთ სიყვარული და პატივისცემა მისთვის ამ ფორმითაც გამოგვეხატა.“  იური ბუაჩიძე: ,, სადაც ვიყავი თუ ვმუშაობდი ყველგან სიყვარული დავტოვე, ვფიქრობ ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. მართალია, მალე 100 წელი შემისრულდება და ჯანი ძველებურად აღარ მომდევს, მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილი ყოფილა და მიხარია, რომ ვუყურებ ჩემ ოჯახს და შვილიშვილებს. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.დღეს ბევრი მისალოცი ზარი მივიღე.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0175.jpg
09/05/2022 21:54

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს ერთი ვეტერანით შეხვდა

ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ხარაგაულში ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი. იური ბუაჩიძე, რომელიც სოფელ ფარცხნალში ცხოვრობს, 96 წლისაა. დღეს მერი, კობა ლურსმანაშვილი, მას  სახლში ესტუმრა, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და საჩუქარი გადასცა.  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფულად დახმარებას 1000 ლარს მიიღებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, ომის მონაწილე ვეტერანთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, იური ბუაჩიძეს ფულადი თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.  კობა ლურსმანაშვილი: ,,მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომში მონაწილე თითოეული ადამიანის ღვაწლი ქვეყნის წინაშე. წლები მიდის და ხარაგაულში დღეს მხოლოდ ერთ ადამიანთან მოგვეცა მისვლის და მილოცვის შესაძლებლობა.  ბატონ იური ბუაჩიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდება მივანიჭეთ, ჩვენ ვეცადეთ სიყვარული და პატივისცემა მისთვის ამ ფორმითაც გამოგვეხატა.“  იური ბუაჩიძე: ,, სადაც ვიყავი თუ ვმუშაობდი ყველგან სიყვარული დავტოვე, ვფიქრობ ყველაზე მთავარი ეს არის ცხოვრებაში. მართალია, მალე 100 წელი შემისრულდება და ჯანი ძველებურად აღარ მომდევს, მაგრამ სიცოცხლე მაინც ტკბილი ყოფილა და მიხარია, რომ ვუყურებ ჩემ ოჯახს და შვილიშვილებს. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.დღეს ბევრი მისალოცი ზარი მივიღე.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის. ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/WhatsApp%20Image%202022-05-07%20at%206.48.08%20PM.jpeg
07/05/2022 19:01

კობა ლურსმანაშვილმა აფხაზეთში გმირულად დაღუპული მეომრის, ხვიჩა მუმლაძის ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს სოფელ სარგვეშში ხვიჩაობას აღნიშნავენ. 29 წლის წინ სოფელმა ეს დღე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირის ხვიჩა მუმლაძის ხსოვნის პატივსაცემად დააწესა.  დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად,  გმირულად დაღუპული მეომრის  ხსოვნას პატივი მიაგო. კობა ლურსმანაშვილმა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა და გმირის დედას, მზია მუმლაძეს სამშობლოსთვის თავგანწირული შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. კობა ლურსმანაშვილი: ,,სამშობლოსათვის შეწირული გმირები ყოველთვის ქმნიდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს. ისინი შეეწირნენ საქართველოს ძლიერებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომ ამ ადამიანების ხსოვნა მარადიულია." ხვიჩა მუმლაძეს იხსენებს, მისი თანამებრძოლი და  ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის , იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე: ,,ხვიჩა მსახურობდა ქუთაისის ბრიგადის, 21 ბატალიონის პირველ ოცეულში მეთაურის მოადგილედ. 1992 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულში მტრის  დესანტთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. იყო კარგი მებრძოლი, ზედმეტ სახელად ,,რემბო“-ს ეძახდნენ. იყო ვაჟკაცი ბიჭი. ძალიან კარგი მეგობარი. ამდენი წელი გავიდა და ყოველ წელს ამოვდივართ მის საფლავზე, რომ პატივი მივაგოთ. ეს ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია“. ხვიჩაობა სოფელ სარგვეშში მაისის პირველ შაბათს აღინიშნება.  სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ომში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა,  300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0091.JPG
06/05/2022 17:44

ხარაგაულელი ბავშვები საბავშვო მწერალ ვასო გულეურს შეხვდნენ

შეხვედრა საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, საბავშვო ბიბლიოთეკაში  ჩატარდა. საბავშვო მწერალს წმ. ანდრია პირველწოდებულის, მარელისის და  მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ. ბავშვებმა ვასო გულეურის ლექსები წაიკითხეს და მწერალს მათთვის საინტერესო კითხვებით მიმართეს. საბავშვო მწერალი, ვასო გულეური: ,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებთან შეხვედრები.მათ ნამდვილად  სჭირდებათ ცოცხალ მწერლებთან ურთიერთობა. ხშირად მათ ჰგონიათ, რომ მწერლები გარდაცვლილები არიან. ძალიან ვცდილობ იცოდნენ ბავშვებმა, რომ დღესაც წერენ ქართველი და უცხოელი მწერლები.მათთან ურთიერთობის შემდეგ ახალი ნაწარმოების და ლექსის იდეა იბადება.  ბევრ რამეს ვსწავლობ ბავშვებისგან და იმედია ისინიც სწავლობენ. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ხარაგაულელ ბავშვებთან და დიდი მადლობა ამისთვის მათ. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე: - ყველა სკოლა, დაბა და ქალაქი ინატრებდა ვასო გულეურის სტუმრობას. მე გულწრფელად ვიტყვი, რომ მისი მსგავსი საბავშო მწერალი დღეს საბავშვო მწერლებს შორის არ მეგულება.მას ხელს უწყობს შინაგანი  ინტელექტი,მწერლობის და ასევე  ბავშვებთან ურთიერთობის დიდი ნიჭი.  ის ძალიან უყვართ ბავშებს და არა მარტო მათ. ის ისეთი საბავშვო მწერალია, რომელსაც  დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ. პროექტის ,,შეხვედრა მწერალთან“ ფარგლებში ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკა ბავშვებს სხვა მწერლებსაც შეახვედრებს.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png
06/05/2022 12:55

16 მაისის საკრებულოს ბიუროს  სხდომა გაიმართება        

             ბიუროზე  საკრებულოს მორიგი სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების    შესახებ იმსჯელებენ, რომელიც 6 ივნისს გაიმართება.                                   საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების , კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: მარინე ხვედელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერიის    კულტურის ,   განათლების , სპორტის და ახალგაზრდულ   საქმეთა    სამსახურის    ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ირინე ჩხეიძე   3.     არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს კულტურის და ხელოვნების ცენტრი ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                   მომხს: ნიკოლოზ მაჭავარიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის შექმნის შესახებ  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/vsp_2022/10493000_1471369819776853_6040317710315656488_o.jpg
06/05/2022 11:59

 ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეული მიმდინარეობს

30 აპრილიდან - 7 მაისამდე  ხარაგაულში საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიმდინარეობს.  ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის,  ნიკოლოზ მაჭავარიანის ინფორმაციით, ღონისძიებები უკვე ჩატარდა ვერტყვიჭალის, ბაზალეთის, ბორითის, ლაშის, ზვარის, ხევის, სარგვეშის, კიცხის,წყალაფორეთის და მოლითის სასოფლო განყოფილებებში. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასა და მასში შემავალ განყოფილებებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:   საბავშვო განყოფილება-მოწვეული იქნება საბავშვო მწერალი ვასო გულეური - 6 მაისი ნადაბურის სასოფლო განყოფილება-ლადო ასათიანი 105წ მიძღვნილი ღონისძიება ,,არ ვიცი,ასე რამ შემაყვარა“ - 6 მაისი ფარცხნალის სასოფლო განყოფილება-ილია ჭავჭავაძე-185წ მიძღვნილი საღამო ,,მამულო საყვარელო, შენ როსღა აყვავდები?!“ -7 მაისი. 5.მარელისის სასოფლო განყოფილება-ლადო ასათიანის 105წ და მირზა გელოვანის 105წ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გაიმართება საღამო ,,საქართველო იყო მათი საოცნებო სახელი“-7 მაისი. 6.საღანძილის სასოფლო განყოფილება-ლაშქრობა ჩხერის ციხეზე, აქტიურ მკითხველებთან ერთად -7 მაისი. 7.18 ლეღვნის სასოფლო განყოფილება-ილია ჭავჭავაძე 185წ მიძღვნილი ღონისძიება- ,,ილია უკვდავია“ -7 მაისი. 8.წიფას სასოფლო განყოფილება- ილია ჭავჭავაძე 185წ მიძღვნილი ღონისძიება,,ქართველი ხალხის დიდი განმანათლებელი“ - 7 მაისი. 9.ღორეშის სასოფლო განყოფილება-მურმან ლებანიძე 100წ მიძღვნილი საღამო ,,როცა მტერი ხმალს ლესავდა“-6 მაისი. საბეს სასოფლო განყოფილება-,,ხომ ლამაზია ეს საქართველო“, მურმან ლებანიძე 100წ, მირზა გელოვანი 105წ და ლადო ასათიანი 105წ მიძღვნილი საღამო - 7 მაისი. 11.ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკა-ვალერი გოგნაძის წიგნის ,,ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი“. ამ ეტაპზე ხარაგაულის საბიბლიოთეკო  გაერთიანებაში 22 სასოფლო განყოფილება, პატარა ხარაგაულის და დაბის საბავშვო ბიბლიოთეკა შედის.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdaasd141414414sdasd.JPG
05/05/2022 15:03

გაიღე სისხლი - 10 მაისს ხარაგაულის მერიაში სისხლის დონაციის აქცია გაიმართება

სამშაბთს ,10 მაისს,11 საათზე,  ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  სისხლის დონაციის აქცია გაიმართება. დონაციის აქციას მ. იაშვილის სახელობის რეგიონული სისხლის ბანკი და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გაუწევს ორგანიზებას.  საჭიროების შემთხვევაში. მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება. ყველა დონორს  C ჰეპატიტზე, B ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და სიფილისზე უფასო კვლევა ჩაუტარდება. ასევე მოხდება სისხლის ჯგუფისა და რეზუსფაქტორის დადგენა. გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში. გელოდებით, ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე, 10 მაისს , 11 საათზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/13221317_1746313862282446_5207287981308852341_o.jpg
04/05/2022 12:40

ანდრიაობას  პილიგრიმული ტური რკინის ჯვარზე წელს ისევ ვერ შედგება

12 მაისი, ანდრიაობა,  -   დღე, რომელსაც ხარაგაულში უკვე წლებია განსაკუთრებული სიხარულით ელიან, წელს ისევ მასშტაბური პილიგრიმული ტურის გარეშე ჩაივლის. ,, სამწუხაროდ, მთა რკინისჯვარზე ტრადიციული, პილიგრიმული ორგანიზებული მსვლელობა ისევ ვერ მოხერხდება"- აღნიშნულ ინფორმაციას ექსტრემალურ -პილიგრიმული ტურის ორგანიზატორები გვაწოდებენ. მომლოცველების დიდი მოლოდინის მიუხედავად, ხარაგაული ანდრიაობას, წელს უკვე მესამედ, ტრადიციული მასშტაბური პილიგრიმული ტურის გარეშე  შეხვდება.  
სრულად