სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asg112.jpg

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში კვლევების პრეზენტაცია მოეწყო

გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით და ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრთან" თანამშრომლობით ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში კვლევების პრეზენტაცია ჩატარდა და პარალელურ რეჟიმში საგამოფენო სივრცე მოეწყო.

კვლევების მიზანი, მუნიციპალიტეტის დონეზე სტერეოტიპებისა და მავნე ჩვევების გამოვლენა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკების შეფასება და წარმოჩენა გახლდათ.

კვლევები დანიური ორგანიზაცია kvinfo - სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

ხარაგაულელ ქალებზე ფოტო ისტორიები და ჩანახატები შეიქმნა. რომლის მიზანი არტ - პერფორმანსის მეშვეობით მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ.

გამოფენა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება giz, -ის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ განხორციელდა და მისი მიზანი ხარაგაულში კონკრეტული აქტივობების განხორციელებით, მოსახლეობის ჩართულობის მექანიზმის ხელშეწყობა და გაძლიერება გახლდათ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა უშუალოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩართულობით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებიდან,30 ბენეფიციარი შეირჩა . შეიქმნა 15 ფოტო ისტორია და 15 ჩანახატი.

ფოტოისტორიებზე ნათელა გრიგალაშვილმა, ხოლო ესკიზებზე ზაალ სულაკაურმა იმუშავა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საპილოტეა და ის საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ ხარაგაულსა და ამბროლაურში განხორციელდა.

 

ნანახია: 227 - ჯერ