ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი, სოფელ მაქათუბანში მცხოვრები მეთუნე ზალიკო ბოჟაძე.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა ასევე ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე).
ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად დასახელდა სოფელ ჭარტალის მაცხოვრებელი, ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე .
თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.
ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა.
პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.