სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ekrnze_1.jpg
04/05/2022 12:31

   ხარაგაულმა სამხატვრო-მუსიკალურ პლენერს ,,გამა“ წელს მეშვიდედ უმანსპინძლა

ცნობილი მხატვრები ფერწერული ტილოების შექმნაზე ხარაგაულის 12 სოფელში მუშაობდნენ. ბორითი ღორეშა, შროშა, საბე, ქროლი, ღარიხევი, კოზმანი , ხორითი , სარგვეში, სამება, ხევი, ხუნევი- ეს ის სოფლებია, რომელთა ბუნება და ხედები, ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოებზე აისახა.   პლენერის საზეიმო დახურვაზე, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა. კობა ლურსმანაშვილი:   "მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. თქვენი ასეთი დიდი სიყვარული ხარაგაულის და ხარაგაულელებისადმი  გვაძლიერებს. ამ სიხარულს და ბედნიერებას მადლიერების სახით ათასგზის გიბრუნებთ უკან. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ნამდვილად, თითოეული თქვენგანის მობრძანება ხარაგაულში არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა,"-ამბობს ხარაგაულის მერი.   ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა პლენერი „გამას“ მონაწილეები,  მხატვრები, ფოტოხელოვანები და მუსიკოსები   სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს.     ღონისძიების მიმდინარეობისას ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, საჩხერე- ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან, ნანა ცხვედაძესთან ერთად, საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა ქართველ ებრაელს, აკადემიკოსს პაატა იოსებაშვილს, და პლენერის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელს, ცნობილ საოპერო მომღერალს, ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ხარაგაულის სიამაყეს, მამუკა ლომიძეს.   გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო პლენერის მუსიკალური ნაწილი. ხარაგაულის საზოგადოების წინაშე წარდგნენ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, მამუკა ლომიძე, არმაზ დარაშვილი, ბადრი ადამია, ბაია გრიგოლია, ელიზა ხარაძე, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე, და პატარა ანა ჭუმბურიძე.     პლენერ „გამასთან“ დაკავშირებით თავიანთ შთაბეჭდილებებს და ემოციებს გვიზიარებენ პლენერ ,,გამას“ მონაწილეები.      ნუგზარ თანარაშვილი.მხატვარი ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით უკვე ტრადიციად ქცეული პლენერი სულ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. ხარაგაულში გატარებული ეს ორი დღე არასოდეს დამავიწყდება. აქ ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. მადლობა ყველაფრისათვის..   ლელა ქართველი ( ემიგრანტი აშშ) პროექტში მონაწილეობას დიდი სიხარულით დავთანხმდი. ქალბატონმა იზა ვეფხვაძის მოწვევით პროექტში მეორედ ჩავერთე. მე, ასევე პატივი მერგო ემიგრანტი მხატვრების კოორდინაციის. ისინი პროექტში დისტანციურად ღებულობდნენ მონწილეობას, მათი უმრავლესობა ამერიკაში იმყოფებოდა. სამხატვრო პლენერის ორგანიზატორებმა  დიდი სიხარული გვაჩუქეს. მათი ინიციატივით  ემიგრანტების ნამუშევრებზე შესანიშნავი ვიდეო  გადაიღეს.  ვერ წარმოიდგენთ, ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, როგორი დიდი ბედნიერება მოგვანიჭეს.  ჩვენო ხარაგაულო, მიიღეთ ჩვენგან უღრმესი მადლობა. ეს მემკვიდრეობა, თქვენ დიდი რეზო თაბუკაშვილისგან გერგოთ, რომლის უკვდავ სახელსაც საპატიოდ ატარებს ხარაგაულის ლიტერატურის თეატრი.   ნინო მერაბიშვილი (ემიგრანტი) დასრულდა პლენერი და უკვე,მომავალ წელს მოუთმენლად ველოდები. სასიამოვნო ემოციებით და ბედნიერებით ვარ სავსე. არ ვიცი უკვე რამდენჯერ ვუყურე ვიდეოკლიპს, სადაც ემიგრანტი მხატვრების ნახატებია წარმოდგენილი. ეს ჩემთვის დიდი ემოციაა, მადლობა ამ საოცარი პროექტისთვის.   ხათუნა სონღულაშვილი (მხატვარი) წელს პირველად გავხდი „პლენერ გამის“ მონაწილე. ჩემთვის ეს ორი დღე ,  ძალზედ ემოციური იყო.  კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ .  ღონისძიება  კარგად ორგანიზებული იყო . არ დამავიწყდება სოფელ ხუნევი და ჩემი თბილი მასპინძლები, ზაზა და ხათუნა.  რა სითბოც ვიგრძენი, იმ სითბოთი გაჯერებული სურათი შევქმენი აბსტრაქციაში - სახელწოდებით “ ფლორა და ფაუნა“ . მეორე დღემ პლენერის საზეიმო დახურვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხარაგაულის თეატრის სცენა,  მოლბერტებზე ჩვენი სველი სურათები. მხატვრების წარდგინება. დაჯილდოება. ხარაგაულის მუზეუმის მხრიდან ჩემი დაჯილდოება- მადლობა ნინო დიდიძეს. მაგრამ რომ არა ქალბატონი იზა ვეფხვაძე?!არც არაფერი არ იქნებოდა. ეს იყო ზე ემოციური საღამო . ეს იყო ნიჭიერების უმაღლეს რეესტრში გამოვლინება. საოცარი ზეიმი მოგვიწყო, თავი ძალზე ბედნიერად გვაგრძნობინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და მინდა ვუთხრა, რომ ძალიან , ძალიან დიდი ადამიანია .   ქეთი ჯავახიძე (მხატვარი) "პლენერი გამა - საოცრად შთამბეჭდავი იყო ყოველმხრივ, ქართული ტრადიციებით  და იმერული სტუმარ-მასპინძლობით. სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით. გამაკვირვა მასპინძლების სითბომ და ყურადღებამ . ამ ყველაფრის ფონზე, ხატვისას მხოლოდ სიყვარული იღვრებოდა. ნამდვილად საამაყო ქალბატონია იზა ვეფხვაძე, რომელმაც ეს შესანიშნავი პროექტი შექმნა. პლენერ გამას იმ იმედით დავემშვიდობე, რომ ხარაგაულს მეორე წელსაც  ვეწვევი და  კვლავ მექნება ბედნიერება  იმერული კერიის სითბოს და ნიჭთა ზეიმს ვეზიარო.   რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მუზეუმს 28 ნახატი შემოემატა. უკვე წლებია თანამედროვე ცნობილი მხატვრები მოხალისეობრივი განწყობით ერთვებიან პროექტში და ფერწერულ ტილოებს ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლე იყო. ამჯერად ხარაგაულის ხედები ცნობილი ფოტოხელოვანების ობიექტივშიც მოხვდა.   "წელს პლენერში 26 მხატვარი 2 ფოტოხელოვანი მონაწილეობდა. დისტანციურად იყო ჩართული 15 მხატვარი. ეს არის პლენერი, რომელსაც არ აქვს კონკურსის სახე და არ გვყავს გამარჯვებული. ეს არის მხოლოდ იმ მხატვრებისთვის, ვისაც უყვარს საქართველოს ამერ-იმერი, ვისაც შეუძლია თავის მარჯვენა სიკეთეს მოახმაროს. ეს მათი მხრიდან, არა მარტო პროფესიული ოსტატობის გამოვლენა, არამედ მათ მიერ გაწეული ქველმოქმედებაც არის საქართველოს ერთი უმშვენიერესი მუნიციპალიტეტისთვის,"-ამბობს იზა ვეფხვაძე.   სამხატვრო- მუსიკალური პლენერი "გამა“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით გაიმართა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/279729709_3356450457935437_268861491133628787_n_2.jpg
04/05/2022 12:26

    როგორი შთაბეჭდილებებით დასრულდა სამხატვრო-მუსიკალური პლენერი 

ცნობილი მხატვრები ფერწერული ტილოების შექმნაზე ხარაგაულის 12 სოფელში მუშაობდნენ. ბორითი ღორეშა, შროშა, საბე, ქროლი, ღარიხევი, კოზმანი , ხორითი , სარგვეში, სამება, ხევი, ხუნევი- ეს ის სოფლებია, რომელთა ბუნება და ხედები, ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოებზე აისახა.   პლენერის საზეიმო დახურვაზე, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი იმყოფებოდა. კობა ლურსმანაშვილი:   "მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ. თქვენი ასეთი დიდი სიყვარული ხარაგაულის და ხარაგაულელებისადმი  გვაძლიერებს. ამ სიხარულს და ბედნიერებას მადლიერების სახით ათასგზის გიბრუნებთ უკან. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად დამკვიდრდა. ნამდვილად, თითოეული თქვენგანის მობრძანება ხარაგაულში არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა,"-ამბობს ხარაგაულის მერი.   ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა პლენერი „გამას“ მონაწილეები,  მხატვრები, ფოტოხელოვანები და მუსიკოსები   სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოეს. ღონისძიების მიმდინარეობისას ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, საჩხერე- ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან, ნანა ცხვედაძესთან ერთად, საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა ქართველ ებრაელს, აკადემიკოსს პაატა იოსებაშვილს, და პლენერის მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელს, ცნობილ საოპერო მომღერალს, ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ხარაგაულის სიამაყეს, მამუკა ლომიძეს.   გამორჩეული და შთამბეჭდავი იყო პლენერის მუსიკალური ნაწილი. ხარაგაულის საზოგადოების წინაშე წარდგნენ თბილისის საოპერო თეატრის სოლისტები: ხათუნა ჭოხონელიძე, მამუკა ლომიძე, არმაზ დარაშვილი, ბადრი ადამია, ბაია გრიგოლია, ელიზა ხარაძე, კომპოზიტორი მაყვალა ხორბალაძე, და პატარა ანა ჭუმბურიძე.   პლენერ „გამასთან“ დაკავშირებით თავიანთ შთაბეჭდილებებს და ემოციებს გვიზიარებენ პლენერ ,,გამას“ მონაწილეები.    ნუგზარ თანარაშვილი.მხატვარი ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით უკვე ტრადიციად ქცეული პლენერი სულ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება. ხარაგაულში გატარებული ეს ორი დღე არასოდეს დამავიწყდება. აქ ყველა ბედნიერად გრძნობს თავს. მადლობა ყველაფრისათვის..   ლელა ქართველი ( ემიგრანტი აშშ) პროექტში მონაწილეობას დიდი სიხარულით დავთანხმდი. ქალბატონმა იზა ვეფხვაძის მოწვევით პროექტში მეორედ ჩავერთე. მე, ასევე პატივი მერგო ემიგრანტი მხატვრების კოორდინაციის. ისინი პროექტში დისტანციურად ღებულობდნენ მონწილეობას, მათი უმრავლესობა ამერიკაში იმყოფებოდა. სამხატვრო პლენერის ორგანიზატორებმა  დიდი სიხარული გვაჩუქეს. მათი ინიციატივით  ემიგრანტების ნამუშევრებზე შესანიშნავი ვიდეო  გადაიღეს.  ვერ წარმოიდგენთ, ასეთი განსაკუთრებული ყურადღებისთვის, როგორი დიდი ბედნიერება მოგვანიჭეს.  ჩვენო ხარაგაულო, მიიღეთ ჩვენგან უღრმესი მადლობა. ეს მემკვიდრეობა, თქვენ დიდი რეზო თაბუკაშვილისგან გერგოთ, რომლის უკვდავ სახელსაც საპატიოდ ატარებს ხარაგაულის ლიტერატურის თეატრი.   ნინო მერაბიშვილი (ემიგრანტი) დასრულდა პლენერი და უკვე,მომავალ წელს მოუთმენლად ველოდები. სასიამოვნო ემოციებით და ბედნიერებით ვარ სავსე. არ ვიცი უკვე რამდენჯერ ვუყურე ვიდეოკლიპი, სადაც ემიგრანტი მხატვრების ნახატებია წარმოდგენილი. ეს ჩემთვის დიდი ემოციაა, მადლობა ამ საოცარი პროექტისთვის.   ხათუნა სომღულაშვილი (მხატვარი) წელს პირველად გავხდი „პლენერ გამის“ მონაწილე. ჩემთვის ეს ორი დღე ,  ძალზედ ემოციური იყო.  კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ .  ღონისძიება  კარგად ორგანიზებული იყო . არ დამავიწყდება სოფელ ხუნევი და ჩემი თბილი მასპინძლები, ზაზა და ხათუნა.  რა სითბოც ვიგრძენი, იმ სითბოთი გაჯერებული სურათი შევქმენი აბსტრაქციაში - სახელწოდებით “ ფლორა და ფაუნა“ . მეორე დღემ პლენერის საზეიმო დახურვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ხარაგაულის თეატრის სცენა,  მოლბერტებზე ჩვენი სველი სურათები. მხატვრების წარდგინება. დაჯილდოება. ხარაგაულის მუზეუმის მხრიდან ჩემი დაჯილდოება- მადლობა ნინო დიდიძეს. მაგრამ რომ არა ქალბატონი იზა ვეფხვაძე?! ... არც არაფერი არ იქნებოდა. ეს იყო ზე ემოციური საღამო . ეს იყო ნიჭიერების უმაღლეს რეესტრში გამოვლინება. საოცარი ზეიმი მოგვიწყო, თავი ძალზე ბედნიერად გვაგრძნობინა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი და მინდა ვუთხრა, რომ ძალიან , ძალიან დიდი ადამიანია .   ქეთი ჯავახიძე (მხატვარი) "პლენერი გამა - საოცრად შთამბეჭდავი იყო ყოველმხრივ, ქართული ტრადიციებით  და იმერული სტუმარ-მასპინძლობით. სავსე იყო სითბოთი და სიყვარულით. გამაკვირვა მასპინძლების სითბომ და ყურადღებამ . ამ ყველაფრის ფონზე, ხატვისას მხოლოდ სიყვარული იღვრებოდა. ნამდვილად საამაყო ქალბატონია იზა ვეფხვაძე, რომელმაც ეს შესანიშნავი პროექტი შექმნა. პლენერ გამას იმ იმედით დავემშვიდობე, რომ ხარაგაულს მეორე წელსაც  ვეწვევი და  კვლავ მექნება ბედნიერება  იმერული კერიის სითბოს და ნიჭთა ზეიმს ვეზიარო.   რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის მუზეუმს 28 ნახატი შემოემატა. უკვე წლებია თანამედროვე ცნობილი მხატვრები მოხალისეობრივი განწყობით ერთვებიან პროექტში და ფერწერულ ტილოებს ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლე იყო. ამჯერად ხარაგაულის ხედები ცნობილი ფოტოხელოვანების ობიექტივშიც მოხვდა.   "წელს პლენერში 26 მხატვარი 2 ფოტოხელოვანი მონაწილეობდა. დისტანციურად იყო ჩართული 15 მხატვარი. ეს არის პლენერი, რომელსაც არ აქვს კონკურსის სახე და არ გვყავს გამარჯვებული. ეს არის მხოლოდ იმ მხატვრებისთვის, ვისაც უყვარს საქართველოს ამერ-იმერი, ვისაც შეუძლია თავის მარჯვენა სიკეთეს მოახმაროს. ეს მათი მხრიდან, არა მარტო პროფესიული ოსტატობის გამოვლენა, არამედ მათ მიერ გაწეული ქველმოქმედებაც არის საქართველოს ერთი უმშვენიერესი მუნიციპალიტეტისთვის,"-ამბობს იზა ვეფხვაძე.       სამხატვრო- მუსიკალური პლენერი "გამა“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით გაიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/miron%20cminda.jpg
04/05/2022 11:32

ხარაგაულში, სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ევროკავშირის მიერ საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, გამოყოფილი გრანტით დაფინანსებული პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას  მოაწერა ხელი. ხელშეკრულების მიხედვით სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან არსებული მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტის ღირებულება 234,444  ათას ლარს შეადგენს. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,, ვფიქრობ, სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზები. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული მიმართულებით. არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი  მოქმედი გახდეს.“ სოფელ მიროწმინდის  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და  ფონდი ,,ქართუს" მიერ რეაბილიტირდა. ხარაგაულის მერიის მიერ  2022 წელს სრიგპ-ს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს. ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა წელს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებლად  იმერეთის სამხარეო საბჭოს სამი საპროექტო წინადადება წარუდგინა. მათგან დაფინანსება უკვე მიღებულია კულტურისა და დასვენების პარკის რეკონსტრუქციის მიზნით. ინფორმაციისთვის, 2021 წელს სრიგპ-ს  პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში 2 მასშტაბური პროექტი დაფინანსდა. სოფელ ხუნევში ბაღის მშენებლობა და  დევების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონის შექმნა.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/202946424_3109829119264240_2482375994510665266_n_1.jpg
28/04/2022 13:33

ხელოვანები ხარაგაულისთვის - ორი დღე ხარაგაულის ხედების დასახატად

30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულში, ტრადიციული სამხატვრო- მუსიკალურ პლენერი ,,გამა" გაიმართება.   როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი  მხატვრულ-მუსიკალური და საქველმოქმედო ხასიათის იქნება.    მხატვრები  ხარაგაულის ხედებს დახატავენ და ფერწერულ ტილოებს ლიტერატურულ თეატრს  საჩუქრად გადასცემენ.   პლენერის საზეიმო დახურვა 1 მაისს, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება.  გრანდიოზული კონცერტს ცნობილი საოპერო მომღერალი, ჩვენი ქვეყნის და მათ შორის ხარაგაულის სიამაყე, მამუკა ლომიძე უხელმძღვანელებს .   წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა. ამჯერად ხარაგაულის ხედები ცნობილი ფოტოხელოვანების ობიექტივშიც მოხვდება.   პროექტში ასევე დისტანციურად ჩაერთვებიან მხატვრები, როგორც უცხოეთიდან , ასევე საქართველოდან. პლენერი „გამა“ ისრაელის დელეგაციას უმასპინძლებს .   სამხატვრო- მუსიკალური პლენერი ,,გამა“ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელშეწყობით იმართება.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ukra%20foto.JPG
28/04/2022 13:17

ხარაგაულში  უკრაინიდან ლტოლვილი ხუთი ოჯახი ცხოვრობს

მერის , კობა ლურსმანაშვილის დავალებით,  ხარაგაულის მერიის და ხარაგაულელი ხალხის სახელით ,  უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახებს საკვები პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები გადაეცათ. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ქალაქ ხერსონიდან და ხარკოვიდან ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილები, სოფელ ჩხერში, ვარძიასა და პატარა ხარაგაულში მასპინძელ ოჯახებში აგრძელებენ ცხოვრებას. მერის მოადგილემ , დავით დევდარიანმა, უკრაინელი ლტოლვილები სოციალური სამსახურის უფროსთან ნანა კიკნაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის უფროსთან, ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად მოინახულა. შეხვედრისას, უკრაინელებმა ყურადღებისთვის უზომო მადლიერება გამოხატეს. დროული რეაგირების მიზნით, ჩანიშნული იქნა ის საჭიროებები , რაც უკრაინელი ოჯახების წინაშე დგას. მერიის სოციალური სამსახური მუდმივ კონტაქტზეა ლტოლვილებთან და მათ სხვადასხვა სახის პრობლემების გადაწყვეტაში აქტიურად ეხმარება. ხარაგაულის მერიის ორგანიზებით, მსგავსი ტიპის აქტივობები უკრაინელების მხარდასაჭერად კვლავ გაგრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/mmmate.jpg
27/04/2022 13:08

28 აპრილს ხარაგაულში წიგნის „ბილიკი უფლისკენ“ პრეზენტაცია გაიმართება

28 აპრილს, ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, იზა ვეფხვაძის წიგნის "ბილიკი უფლისკენ" პრეზენტაცია გაიმართება . ავტორი,  წიგნში „ბილიკი უფლისკენ“  ბერმონაზონ მამა მათეს ( ბუაჩიძე) ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. აღნიშნული წიგნის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა  25 მარტს,  თბილისში, მწერალთა სახლში მოეწყო. როგორც ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ განმარტა,  პრეზენტაციაზე ასევე შესრულებული იქნება მამა მათეს ლექსზე შექმნილი ახალი სიმღერა, რომლის მუსიკის ავტორი  დალი მერაბიშვილი გახლავთ . დამსწრეთ საჩუქრად გადაეცემათ წიგნი "ბილიკი უფლისკენ". პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია... დასაწყისი 14:30 სთ
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/c74e80f8e260636a6bce07844b94d0b0.jpg
21/04/2022 11:28

სააღდგომოდ ხარაგაულის მერია 350 ოჯახს დაეხმარება

აღდგომის დღესასწაულისთვის, ხარაგაულის მერია  უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ერთჯერად დახმარებებს გასცემს. მერის პირველი მოადგილის , ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით,  ხარაგაულის მერია სააღდგომოდ 350 ოჯახს გაუწევს დახმარებას. აღნიშნული ღონისძიებისთვის, საერთო ჯამში 35 000 ლარი გაიხარჯება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_2.JPG
19/04/2022 19:04

ხარაგაულის მერმა დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მერიასა და შპს ,,დანი ქონსთრაქშენ“ - ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს  და სახელშეკრულებო ვადებით  აგვისტოს თვეში დაასრულებს. პროექტის ღირებულება 264  ათას 999 ლარია. ,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - " აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს:  ახალი ლამპიონების, საპარკინგე ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,  საინფორმაციო დაფის და  სკვერის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში, სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდება სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები . დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_81.jpg
19/04/2022 12:47

სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ კიცხში, ბერაძეების უბანში,  რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით  საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის 1000 მეტრი მონაკვეთი მობეტონდება. პროექტის ღირებულება 279 ათასი ლარია. მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მიმდინარე სამუშაოებს  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო. ,,ხარაგაულის 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების  მიმდინარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე მუდმივად ადგილზე იმყოფებიან სამშენებლო მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩვენს მიერ არიან დაქირავებულები. ჩვენთვის მნივნელოვანია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი და ვადების დაცვა.“  ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
19/04/2022 12:29

20 აპრილს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

20  აპრილის 10 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკრებულოს 20  აპრილის რიგგარეშე   სხდომის დ ღის წესრიგზე იმსჯელებენ.                                                                             ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 02 მაისის მორიგი სხდომის  დღის  წესრიგში ცვლილების შეტანის    შესახებ                                                                                                           მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 აპრილის  რიგგარეშე სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების  შესახებ                                                                                                      მომხს: მანანა ბარბაქაძე      
სრულად