სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/shin%20movla.jpg

შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში დასაქმებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

5 დეკემბერს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამაში დასაქმებულ პირებს სერტიფიკატები გადასცა.

 

 სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიას,მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე ,პროგრამის კოორდინატორი, მერი ვაშაკიძე, ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაულის" წარმომადგენელი, რუსუდან გურგენიძე და პროექტის კოორდინატორი, თამარ შავიძე ესწრებოდნენ.

 

შინ მოვლის პროგრამაში 24 პირმა შინ მოვლის 60 და პერსონალური ასისტენტის 40 საათიანი ტრენინგ კურსი გაიარა.

პროგრამაში ხარაგაულის მასშტაბით 100- მდე ბენეფიციარია ჩართული.

 

 სამუშაო ჯგუფის მიერ ამ ეტაპზე ბართელის ინდექსის მიხედვით 60 ბენეფიციარი არის ზუსტად იდენტიფიცირებული.

 

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა პროექტის მიმართ და აღნიშნა, რომ ხარაგაულის მერია აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში და მზადაა ერთი წლის შემდეგ, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის მართვა მერიამ გადაიბაროს.

 

მომავალი წლის ბიუჯეტში მერია, შინ მოვლის პროგრამის განხორციელებისთვის 70 ათას ლარს ითვალისწინებს.

 

პროექტს ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“, ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.

 

 პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.

 

ნანახია: 530 - ჯერ