სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003_2.JPG
19/04/2022 19:04

ხარაგაულის მერმა დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის მერიასა და შპს ,,დანი ქონსთრაქშენ“ - ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა. კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს  და სახელშეკრულებო ვადებით  აგვისტოს თვეში დაასრულებს. პროექტის ღირებულება 264  ათას 999 ლარია. ,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - " აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს:  ახალი ლამპიონების, საპარკინგე ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,  საინფორმაციო დაფის და  სკვერის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში, სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდება სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები . დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_81.jpg
19/04/2022 12:47

სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ კიცხში, ბერაძეების უბანში,  რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით  საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის 1000 მეტრი მონაკვეთი მობეტონდება. პროექტის ღირებულება 279 ათასი ლარია. მერის მოადგილე, დავით დევდარიანი მიმდინარე სამუშაოებს  ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური უფროსთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად გაეცნო. ,,ხარაგაულის 19 სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტების  მიმდინარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე მუდმივად ადგილზე იმყოფებიან სამშენებლო მონიტორინგის ჯგუფის წევრები, რომლებიც ჩვენს მიერ არიან დაქირავებულები. ჩვენთვის მნივნელოვანია მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი და ვადების დაცვა.“  ხარაგაულს ინფრასტრუქტურული  პროექტების განსახორციელებლად,  რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2  775 762    ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
19/04/2022 12:29

20 აპრილს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

20  აპრილის 10 საათზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე საკრებულოს 20  აპრილის რიგგარეშე   სხდომის დ ღის წესრიგზე იმსჯელებენ.                                                                             ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 02 მაისის მორიგი სხდომის  დღის  წესრიგში ცვლილების შეტანის    შესახებ                                                                                                           მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 აპრილის  რიგგარეშე სხდომის  დღის  წესრიგის დამტკიცების  შესახებ                                                                                                      მომხს: მანანა ბარბაქაძე      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/278714970_3344263562487460_786493054744830972_n.jpg
18/04/2022 12:33

ხარაგაულის თეატრი, სპექტაკლით ,,იმერული რექვიემი" თბილისის საზოგადოების წინაშე წარსდგა

ხარაგაულის თეატრი, სპექტაკლით  ,,იმერული რექვიემი"  თბილისის საზოგადოების წინაშე წარსდგა დასმა მოწვევა,  პიესის ავტორის და ცნობილი დრამატურგის, რეზო კლდიაშვილისგან მიიღო და თბილისში პრემიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გამართა. სპექტაკლს ესწრებოდნენ თეატრის მოყვარულები, კრიტიკოსები და ოფიციალური პირები, მათ შორის ხარაგაულის  მერი  კობა ლურსმანაშვილი. სპექტაკლის დასასრულს, პიესის ავტორმა , რეზო კლდიაშვილმა მადლობა გადაუხადა ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს თეატრის გვერდით დგომისთვის, ხოლო დასს პროფესიონალური შესრულებისთვის. ,,სახე შენი ქალაქის, არის თეატრი, ამ სპექტაკლმა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა, როდესაც მათ თამაშს ვუყურებ, ძნელად ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მე დავწერე და შევქმენი, ეს სასცენო სახეები არის ძალიან საინტერესო და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ხარაგაული ,,იმერულ რექვიემს“ გამორჩეულად თამაშობს.“ ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საიუბილეო თარიღი მიულოცა მასპინძელ უნივერიტეტს. მადლობა გადაუხადა რეზო კლდიაშვილის მოწვევისთვის, ხარაგაულის თეატრს და მის რეჟისორს , ირინე ჩხეიძეს ხარაგაულის ღირსეული წარმოჩენისთვის, დასის მიმართ პატივისცემა გამოხატა და თეატრს სამომავლო მხარდაჭერა  და გვერდით დგომა აღუთქვა. ,,ხარაგაულის სავიზიტო ბარათი არის 120 წლის ხარაგაულის ბრწყინვალე თეატრი“ - ასეთი სიტყვებით მიესალმა ხარაგაულის თეატრალურ დასს, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორი , ნუგზარ ბუცხრიკიძე, რომელმაც ირინე ჩხეიძეს  ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე  მოწვევა გადასცა ,რომელიც  მალტასა და ანტალიაში ზაფხულში გაიმართება. ირინე ჩხეიძე, ხარაგაულის თეატრის რეჟისორი: ,, ხარაგაულს აქვს 120 წლის უწყვეტი თეატრალური ტრადიცია, როდესაც დაარსდა ხარაგაული,მაშინ დაარსდა თეატრიც და ის ცოცხლობს ხარაგაულთან ერთად. მადლობა ჩემს დასს, მადლობა ხარაგაულის მერს, იმისთვის რომ დგას ჩვენს გვერდით. მადლობა რეზო კლდიაშვილს, ნუგზარ ბუცხრიკიძეს  სიყვარულისთვის,და იმ მონატრებულ სახეებს, რომელსაც დარბაზში ვხედავ.“ სპექტაკლს დიდი მოწონება  ხვდა წილად, რაც მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციითა და აპლოდისმენტით გამოხატა. სპექტაკლი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხა უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Autism.jpg
18/04/2022 11:24

ხარაგაულის მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა პრიორიტეტია

  უკვე ერთი წელია ხარაგაულის მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება ფუნქციონირებს. გაწეულ საქმიანობასა და არსებულ გამოწვევებზე , განყოფილების ხელმძღვანელს, თეა ბერიძეს გავესაუბრეთ. - ერთი წელია რაც ხარაგაულის მერიაში შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება, თავდაპირველად ადმინისტრაციულ სამსახურში ვიყავით, ახლახან გადავედით მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში და ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია სოციალურ პროგრამებთან. -          რას ითვალისწინებს განყოფილების დებულება და გასული ერთი წლის განმავლობაში რა იყო თქვენი საქმიანობის მთავარი მიმართულებები? დებულება საკმაოდ მოცულობითი და ფუნქციურად დატვირთულია. ბავშვთა უფლებების დაცვა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერაზე ზრუნვა სწორად და ზუსტად გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯია  ხელისუფლების მხრიდან.  2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბავშვის უფლებათა კოდექსი. ზუსტად ამ კოდექსის მიღების შემდეგ გახდა აუცილებელი მუნიციპალიტეტებში შექმნილიყო ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის სამსახურები, რაც ხელს შეუწყობდა ამ კოდექსის იმპლემენტაციას. ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით საქმის წარმოების დასაწყებად ჩვენთვის არ არის აუცილებელი მომართვიანობა, ან რაიმე ოფიციალური საბუთი.  ნებისმიერი ინფორმაცია, თუნდაც ანონიმური ან ეჭვის დონეზე არსებული, შეიძლება ჩაითვალოს ოფიციალურ შეტყობინებად და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. გარდა ამისა, ვალდებულები ვართ, თავად მოვახდინოთ ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების იდენტიფიცირება და მსვლელობა მივცეთ საქმეს. რაც შეეხება არასრულწლოვანთა ოჯახების მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძელით და მერის წარმომადგენლების დახმარებით, გავაკეთეთ ბაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უკვე გვაქვს სტატისტიკა, იმ ოჯახების, რომელთაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა სჭირდებათ. ამ ბაზის მიხედვით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. ვახორციელებთ  ვიზიტებს ოჯახებში და საჭიროებების გამოვლენას  ადგილზე. თითოეული ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრები ვსხდებით მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად ვაწყობთ სამუშაო შეხვედრას, რაც გვეხმარება, რომ სამომავლოდ,  ასეთი ოჯახებისთვის გრძელვადიანი პროგრამები შევიმუშაოთ. -          ვიზიტების დროს, ძირითადად, რა საჭიროებები იკვეთება  და უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ რა ნაბიჯებს დგამთ ამ კუთხით? ნებისმიერი საჭიროება, რაც ვიზიტის დროს გამოიკვეთება, ვალდებულები ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში დავაკმაყოფილოთ. ინდივიდუალური გეგმა დგება ყველა არასრულწლოვანზე, საჭიროების შემთხვევაში ერთვება, ჯანდაცვის სპეციალისტი, ბავშვთა ფსიქოლოგი და ვაგრძელებთ მათთან კონსულტაციებს, ვაძლევთ მითითებებს,  ვრთავთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში. ასეთ ოჯახებთან გვაქვს ვალდებულება პერიოდულად განვახორციელოთ მონიტორინგი.  უპრეცედენტო მხარდაჭერა და ხელშეწყობა გვაქვს მერის, კობა ლურსმანაშვილის მხრიდან. მასთან ყველა შეხვედრა   ჩვენდამი უდიდესი თანადგომის გამოხატვით სრულდება და ნათლად იკვეთება, რომ მერიის ხელმძღვანელი პირებისთვის ბავშვთა მხარდაჭერა არის პრიორიტეტი. -          კონკრეტულად რა საქმიანობას ეწევა ბავშვთა სოციალურ მუშაკი და რა დროს ერთვება საქმეში ბავშვთა ფსიქოლოგი? სოციალურ  მუშაკს ყველაზე დიდი და საპასუხისმგებლო დატვირთვა აქვს განყოფილებაში. ოჯახში ვიზიტის დროს,  ყველა არასრულწლოვანზე ავსებს სპეციალური სკრინინგის ფორმას, აკეთებს სიღრმისეულ კვლევას და ადგენს ინდივიდუალურ გეგმას - როგორ უნდა წარიმართოს შემდგომი პროცედურები. თითოეულ ქეისზე განყოფილების მულტიდისციპლინარული ჯგუფი მსჯელობს და ვდებთ დასკვნას. ბავშვთა ფსიქოლოგი საქმეში ოჯახში ვიზიტის შემდეგ გამოვლენილი საჭიროების შემთხვევაში ერთვება. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ კონსულტაციების ფორმატით შემოიფარგლება, თუმცა უმეტესად ისეთი სამუშაოა, ოჯახში რამდენჯერმე ვიზიტი უწევს, ასევე, ჩვენთან განყოფილებაშიც მოდიან ბავშვები, სადაც გვაქვს შესაბამისი რესურსი და მათთან ფსიქოლოგი  ატარებს სხვადასხვა სახის სეანსებს. ძალიან რთულია ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით მუშაობა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვანთა სხვადასხვა სახის უფლებების დარღვევის არაერთი ფაქტი გამოიკვეთა, ეს ძალიან სენსიტიური შემთხვევებია. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას და დიდი სიფრთხილით ვმუშაობთ ასეთ შემთხვევებზე. ძალიან ბევრი სტიგმაა საზოგადოებაში, სამწუხაროდ ჯერ ისევ სტერეოტიპების საუკუნეში ვცხოვრობთ და არსებული რეალობა არცთუ ისე სახარბიელოა. ამ კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. -          რა შესაბამისი სწავლებები და გადამზადებები გაიარეთ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის სფეროში, გვყავს სერტიფიცირებული სოციალური მუშაკი (45 კრედიტიანი) რომელმაც წარმატებით გაიარა მუნიციპალური სოციალური მუშაკების გადამზადების კურსი. დაიცვა სასერტიფიკატო ნაშრომი და მიიღო უმაღლესი შეფასება. განყოფილების თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეგიდით, ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა პერიოდულად ატარებდა ტრენინგებს. ეს   ტრენინგები ძალიან სასარგებლო და საჭირო  იყო ჩვენთვის და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესებში. გადამზადების კურსი ერთწლიანი იყო, თუმცა მუდმივად გაგრძელდება მათთან ურთიერთობა და კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში გვექნება კომუნიკაცია. -          რა გეგმები გაქვთ? სულ ახლახან გადავიდა განყოფილება ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურში, სამსახურის უფროსთან ერთად დავსახეთ სამომავლო გეგმები, გავწერეთ სამოქმედო გეგმა. მალე დავიწყებთ საინფორმაციო შეხვედრებს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან.  პირველ რიგში, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ვფიქრობთ, მოვაწყოთ შეხვედრა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და მოვახდინოთ ინფორმირება, რა მიზანს ემსახურება ახალი სტრუქტურული ერთეული და ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად, რა დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ მუშაობას, ასევე უწყებათაშორის ეფექტურ კომუნიკაციას. უნდა გავააქტიუროთ თანამშრომლობა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს წევრებთან. მათ გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, თანამონაწილეობა მიიღონ ყველა იმ საკითხში, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებას დაეხმარება სრულყოფილ და შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობაში. გავაგრძელებთ არასრულწლოვანთა ოჯახებში ვიზიტებს, მერის წარმომადგენლების ჩართულობით, ვცდილობთ მოვახდინოთ ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხით არსებული შემთხვევების იდენტიფიცირება. როცა ბავშვთა უფლებებზე ვსაუბრობთ აქ არ იგულისხმება მარტო ფიზიკური, ან ფსიქოლოგიური ძალადობა, მომავალ თაობებზე საკმაოდ მძიმედ აისახება ასევე, განათლების უფლების დარღვევა, სრულყოფილ გარემოში ცხოვრების უფლების დარღვევა და ა.შ. თუ ჩვენ, თვითმმართველობებში სწორად და ზუსტად დავგეგმავთ, ბავშვთა უფლებების დაცვაზე და მათ კეთილდღეობაზე მორგებულ პროგრამებს დაახლოებით 10-15 წელიწადში მივიღებთ სულ სხვა სოციუმს, სადაც ადამიანები შეძლებენ მშვიდობიან თანაცხოვრებას, სადაც თითოეულ მათგანს შეეძლება საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვა, სადაც საქმე გვექნება ჯანსაღ საზოგადოებასთან.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/naxat%20xaragplener.jpg
13/04/2022 22:49

30 აპრილს პლენერი ,,გამა“ - მხატვრებს და ფოტოხელოვანებს უმასპინძლებს

30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი  ტრადიციულ სამხატვრო პლენერს  ,,გამა" გამართავს. პლენერში მონაწილეობის მსურველ მხატვართა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. იზა ვეფხვაძე, პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი: ,,პლენერი კვლავაც  საქველმოქმედო ხასიათისაა, მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, ხატავენ ხარაგაულის ხედებს და საჩუქრად გადმოსცემენ ლიტერატურულ თეატრს. ეს კოლექცია ხარაგაულის უდიდესი სიმდიდრეა, ესაა ფერებში დანახული ხარაგაული. წლების განმავლობაში თეატრის მუზეუმს 150 ნამუშევარი დაუგროვდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში იყო გამოფენილი და მნახველთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.” იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი  მხატვრულ-მუსიკალური იქნება, დახურვის დღეს  გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. პლენერის ამ ნაწილს  ცნობილი საოპერო მომღერალი,მამუკა ლომიძე უხელმძღვანელებს. წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა. პლენერში მხატვრების და მუსიკოსების გარდა მონაწილეობას  ცნობილი ფოტოხელოვანები მიიღებენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1117.JPG
12/04/2022 18:48

სპექტაკლი - უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრმა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლი გამართა. ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე: ,, თითოეული ჩვენგანი განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დღეს, ჩვენმა დასმა, ქართველი დრამატურგის, რეზო კლდიაშვილის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი" სოლიდარობის ნიშნად ითამაშა. ამით გვსურდა სიმბოლური ფორმით გამოგვეხატა ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა." სპექტაკლიდან შემოსული თანხა , უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.png
10/04/2022 21:23

ხარაგაულის მერია განმეორებით აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით, განმეორებითი ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. აუქციონი  11 აპრილი 16 საათზე დაიწყება და 26 აპრილი 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი ------   ელექტრონული აუქციონი ცხადდება ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით ფორმით გაცემის მიზნით.   აუქციონი 11 აპრილს 16 საათზე დაიწყება და 18 აპრილს 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი ------  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98_1.png
10/04/2022 10:42

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ  აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 8 აპრილს 16 საათზე დაიწყება და 13 აპრილს 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0107_1.jpg
09/04/2022 15:19

ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომამ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და  მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკო.  ,,დღევანდელი გადასახედიდან 9 აპრილი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს. ეს არის ისტორიული დღე, რომელმაც განაპირობა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. 9 აპრილის მემორიალთან, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე)  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.  საბჭოთა არმიამ ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის იყო. გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.  
სრულად