სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfa.jpg

ბუდიანეთის გზის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია

ხარაგაულის მერის  კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების მშენებლობა მიმდინარეობს.

წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბუდიანეთის ცენტრალური გზის მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 ათასი ლარით დაფინანსდა.

სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

 

ნანახია: 598 - ჯერ