სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/307436203_5449088368461727_8846834823703499127_n.jpg
19/09/2022 16:30

ხიდარში ქართულ ჭიდაობაში არსენ ბერაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

ტურნირს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან ვარლამ ჭიპაშვილთან და თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად დაესწრო.   ხარაგაულის მერი, ტურნირის დაწყებამდე შეჯიბრების მონაწილეებს მიესალმა და მათ წარმატებები უსურვა. ,,წელს პირველად იმართება აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, არსენ ბერაძის სახელობის ტურნირი. მადლობა იმ ადამიანებს ვისი აქტიურობითაც ეს ტურნირი დაწესდა. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება უპირველესია,  ვისურვებდი მრავალი ჩემპიონი გაგვეზარდოს, როგორც მუნიციპალიტეტის დონეზე ისე საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით. ამის პოტენციალი ხარაგაულს გააჩნია და სწორედ ამიტომ ხარაგაულის მერია ყოველთვის იქნება  მხარდამჭერი ასეთი აქტივობების.“ სპორტული შეჯიბრება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. ტურნირი სამ ასაკობრივ კატეგორიაში წარიმართა. ტურნირის დასასრულს გაიმართა დაჯილდოების  ცერემონია. გამარჯვებულებს სიგელები და პრიზები  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა, მერის წარმომადგენელმა ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში , გიგი დოლიკაშვილმა და  ვარძია - წყალაფორეთი - ხიდარის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შმაგი ხიჯაკაძემ  გადასცეს. სხვადასხვა წონით კატეგორიებში გამარჯვებულები გახდნენ: 2010-2013 წწ 26 კგ I-ადგილი გიორგი ორთოიძე ( ხარაგაული) II- ადგილი იანკო ბარამია (ხარაგაული) III- ადგილი ნიკოლოზ ბარბაქაძე (ბორითი) 30კგ. I-ადგილი საბა ლიპარტია (ხარაგაული) II- ადგილი ანზორ ტაბატაძე ( მოლითი) III-ადგილი  ნიკა ფერაძე (ვახანი) 35კგ. I-ადგილი ნიკოლოზ ლეჟავა (მოლითი) II- ადგილი დავით მაისურაძე( ხარაგაული) III-ადგილი ვალერი კურტანიძე (ბორითი) 40კგ. I-ადგილი გაბრიელ ლეჟავა (მოლითი) II-ადგილი შოთა ზუმბაძე (ბორითი) III-ადგილი საბა ორთოიძე (ხარაგაული)  50კგ. I-ადგილი  გიორგი კიკნაძე (მოლითი) II-ადგილი ლუკა კიკნაძე (მოლითი) 2008-2010წწ 35კგ. I-ადგილი აკაკი კურტანიძე (ღორეშა) II-ადგილი ლუკა მხატვრიშვილი (ვახანი) III- ადგილი  გიორგი ჩუტკერაშვილი (ხევი) 40კგ. I-ადგილი თორნიკე ხაჩიძე (ხევი) II- ადგილი დავით კურტანიძე (ღორეშა) III-ადგილი გიორგი ბუაჩიძე (ხარაგაული) 45კგ. I-ადგილი ამირან ცუცქირიძე (ვახანი) II-ადგილი ნიკოლოზ მაღრაძე (ხარაგაული) III- ადგილი დავით სახვაძე (უბისა) 50კგ. I-ადგილი საბა მაისურაძე (ხარაგაული) II-ადგილი ვახო მარაქველიძე (უბისა) III-ადგილი იური გოგნაძე (მოლითი) 55კგ. I-ადგილი ვეფხვია გოგნაძე ( მოლითი) II-ადგილი ჯაბა სარალიძე (ვარძია) III-ადგილი გიორგი სახვაძე (უბისა) 60კგ. I-ადგილი - თემურ ზუმბაძე (ბორითი) II-ადგილი - მინდია ტალაღაძე (მოლითი)   +60 კგ. I-ადგილი გიორგი მაღრაძე (ხარაგაული) II-ადგილი თამაზ მიქიაშვილი (კიცხი) III-ადგილი ირაკლი ლაბაძე (უბისა) დიდები. 60კგ. I-ადგილი ლაშა ზუმბაძე (ზესტაფონი) II- ადგილი დაჩი კვინიკაძე ( ვარძია) III-ადგილი ზურა მეგრელიშვილი (მოლითი) 66კგ. I-ადგილი შმაგი ცუცქირიძე (ვახანი) II-ადგილი მერაბ თიკანაშვილი (ზვარე) 73კგ. I-ადგილი ანზორი ორთოიძე (ზვარე) II- ადგილი ნიკა ბერაძე (ხიდარი) 81კგ. I-ადგილი ნიკა კაციტაძე (ხიდარი) II-ადგილი ნიკიფორე პაპავა (ხიდარი) 90კგ. I-ადგილი გეგი წვერავა (ზესტაფონი) II-ადგილი ლევან კაციტაძე (ხიდარი) III-ადგილი ბექა წვერავა (ზესტაფონი) აბსოლიტური I-ადგილი ლადო არევაძე (ვახანი) II- ადგილი გიორგი ღონღაძე (ვახანი) სპორტული ტურნირი ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/307933488_5446966278673936_5361879187536050877_n.jpg
19/09/2022 16:29

ხიდარში ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა

დღეს, კიცხი - ხიდარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა, რომელშიდაც სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული 23 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.  შეჯიბრის მიმდინარეობისას სულ ოთხი გარბენი შესრულდა , აქედან სამი შესარჩევი, ერთი - ფინალური.  ფინალურ გარბენში, რომელიც 1300 მეტრ მონაკვეთს მოიცავდა, ბაკურიანის წარმომადგენელმა, ზურა შუკაკიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გამარჯვებულის თასი, ახალი უნაგირი, სიგელი და მედალი გადასცა. მეორე ადგილი ზაზა გურიელმა დაიკავა , სოფელ სხლითიდან , რომელიც მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა ცხენის მოსართავებით, სიგელით და მედლით დააჯილდოვა.  მესამე ადილზე გასული მხედარს, შმაგი ცუცქირიძეს, სოფელ ვახანიდან, საჩუქარი და პრიზები მერის წარმომადგენელმა გივი დოლიკაშვილმა გადასცა. საცხენოსნო შეჯიბრი ხიდარში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.  2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი, სოფლის ინიციატივით, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/307478131_5446970388673525_3487717979697176622_n_1.jpg
19/09/2022 16:26

გივი დოლიკაშვილმა დოღში მესამე ადგილზე გასული შმაგი ცუცქირიძე დააჯილდოვა

კიცხი - ხიდარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა, რომელშიდაც სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული 23 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.  შეჯიბრის მიმდინარეობისას სულ ოთხი გარბენი შესრულდა , აქედან სამი შესარჩევი, ერთი - ფინალური.  ფინალურ გარბენში, რომელიც 1300 მეტრ მონაკვეთს მოიცავდა, ბაკურიანის წარმომადგენელმა, ზურა შუკაკიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გამარჯვებულის თასი, ახალი უნაგირი, სიგელი და მედალი გადასცა. მეორე ადგილი ზაზა გურიელმა დაიკავა , სოფელ სხლითიდან , რომელიც მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა ცხენის მოსართავებით, სიგელით და მედლით დააჯილდოვა.  მესამე ადილზე გასული მხედარს, შმაგი ცუცქირიძეს, სოფელ ვახანიდან, საჩუქარი და პრიზები მერის წარმომადგენელმა გივი დოლიკაშვილმა გადასცა. საცხენოსნო შეჯიბრი ხიდარში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.  2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი, სოფლის ინიციატივით, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/307884416_5446969378673626_575177215070884987_n.jpg
19/09/2022 16:23

ვარლამ ჭიპაშვილმა დოღში მეორე ადგილზე გასული ზაზა გურიელი დააჯილდოვა

კიცხი - ხიდარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა, რომელშიდაც სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული 23 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.  შეჯიბრის მიმდინარეობისას სულ ოთხი გარბენი შესრულდა , აქედან სამი შესარჩევი, ერთი - ფინალური.  ფინალურ გარბენში, რომელიც 1300 მეტრ მონაკვეთს მოიცავდა, ბაკურიანის წარმომადგენელმა, ზურა შუკაკიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გამარჯვებულის თასი, ახალი უნაგირი, სიგელი და მედალი გადასცა. მეორე ადგილი ზაზა გურიელმა დაიკავა , სოფელ სხლითიდან , რომელიც მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა ცხენის მოსართავებით, სიგელით და მედლით დააჯილდოვა.  მესამე ადილზე გასული მხედარს, შმაგი ცუცქირიძეს, სოფელ ვახანიდან, საჩუქარი და პრიზები მერის წარმომადგენელმა გივი დოლიკაშვილმა გადასცა. საცხენოსნო შეჯიბრი ხიდარში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.  2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი, სოფლის ინიციატივით, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/307672963_5446968675340363_1099190828620633348_n.jpg
19/09/2022 16:21

კობა ლურსმანაშვილმა დოღში გამარჯვებულს საჩუქრად უნაგირი გადასცა

დღეს, კიცხი - ხიდარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა, რომელშიდაც სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული 23 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.  შეჯიბრის მიმდინარეობისას სულ ოთხი გარბენი შესრულდა , აქედან სამი შესარჩევი, ერთი - ფინალური.  ფინალურ გარბენში, რომელიც 1300 მეტრ მონაკვეთს მოიცავდა, ბაკურიანის წარმომადგენელმა, ზურა შუკაკიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გამარჯვებულის თასი, ახალი უნაგირი, სიგელი და მედალი გადასცა. მეორე ადგილი ზაზა გურიელმა დაიკავა , სოფელ სხლითიდან , რომელიც მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა ცხენის მოსართავებით, სიგელით და მედლით დააჯილდოვა.  მესამე ადილზე გასული მხედარს, შმაგი ცუცქირიძეს, სოფელ ვახანიდან, საჩუქარი და პრიზები მერის წარმომადგენელმა გივი დოლიკაშვილმა გადასცა. საცხენოსნო შეჯიბრი ხიდარში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.  2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი, სოფლის ინიციატივით, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11_1.png
18/09/2022 19:27

19 სექტემბერს ბიუროს სხდომა გაიმართება

                            19 სექტემბრის ბიუროს სხდომის   საკითხთა    ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ თავმჯდომარის გათავისუფლების ცნობად მიღების შესახებ                                                                                          მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ხარაგაულისთვის“ თავმჯდომარის არჩევის ცნობად მიღების შესახებ                                                                                           მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2021 და 2022 წლის განვლილ პერიოდში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია                                                                                                        მომხს: პეტრე შარიქაძე   4.     .  არასამეწარმეო  (არაკომერციული) იურიდიული პირი  ,,სათნოების სახლი“ - ს  ხელმძღვანელის ანგარიში  გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                 მომხს: თამარ შავიძე . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ წიფის, სოფელ წყალაფორეთის და სოფელ ზვარის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ                                                                                             მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                             მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ                                                                                                    მომხს: ინგა თურქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N 50 /692133728 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                             მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11              დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების            ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე                                                                                                    მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0150.JPG
16/09/2022 21:05

,,რა? სად? როდის?“ ხარაგაულში იწყება

 ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი მაყურებელს რიგით პირველ სეზონს სთავაზობს. შემოდგომის სერია ხუთი ეპიზოდისგან შედგება. მონაწილეობენ: დავით კიკნაძის ექვსეული მარინა ვეფხვაძის ექვსეული გივი კურტანიძის ექვსეული დავით ჩადუნელის ექვსეული ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში, ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ. მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.  ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/35527309_1789740037800013_5897486604217352192_n.jpg
15/09/2022 18:54

როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე – მენტორი მასწავლებელი კიცხის საჯარო სკოლიდან

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების შემდეგ, სტატუსის  ამაღლების მსურველი  პედაგოგების  რაოდენობა  ყოველწლიურად  იზრდება. უნდა  აღინიშნოს ისიც, რომ ამ  მხრივ  ხარაგაული ერთ-ერთი  გამორჩეული მუნიციპალიტეტია,  სადაც  მასწავლებლები  ახალ  გამოწვევებს  არ  უშინდებიან  და  კვალიფიკაციის  ამაღლების მიზნით არაერთ აქტივობას ახორციელებენ. ხარაგაულის  საჯარო  სკოლებში სერტიფიცირებული  პედაგოგების რაოდენობა  საკმაოდ  ბევრია,  როგორც  უფროსი, ასევე  წამყავანის  სტატუსის  მქონე.   რაც შეეხება  მენტორს,  ამ  სტატუსით   მხოლოდ   საღანძილის  საჯარო სკოლის  ისტორიის  პედაგოგი  ირმა  ყრუაშვილი  სარგებლობდა.  მიმდინარე  წელს  კი  კიდევ ორი მენტორი  პედაგოგი  შეგვემატება.   გამოცდაზე მენტორი მასწავლებლის სტატუსისათვის განსაზღვრული ქულათა რაოდენობა მოიპოვა კიცხის  საჯარო  სკოლის  ისტორია-სამოქალაქო განათლების  პედაგოგმა  ელენე  მელქაძემ  და  ბორის  საჯარო  სკოლის  ქიმია-გეოგრაფიის  პედაგოგმა  ქეთევან  პავლაძემ. გაზეთი ,,ახალი ხარაგაულის"  რესპონდენტი  ელენე  მელქაძეა, რომელიც  პედაგოგიურ საქმიანობას 1994 წლიდან ეწევა.  მას თავისი პროფესია  ძალიან  უყვარს.  არის  საკმაოდ შრომისმოყვარე, მიზანდასახული  და  მაქსიმალურად  იხარჯება მოსწავლეთა  პიროვნული და შემოქმედებითი  განვითარებისთვის.  რატომ  აირჩია მასწავლებლობა  და როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე,  ამის  შესახებ ელენე  მელქაძე პირადად გვესაუბრება. -ბავშვობიდანვე  ძალიან მომწონდა  ეს პროფესია  და  მსურდა, მეც  მასწავლებელი  გავმხდარიყავი.  სწორედ  ამან  განაპირობა ის,  რომ   სკოლის  დასრულების  შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში  ისტორიისა და სამართლის სპეციალობით  განვაგრძე.  როდესაც  უმაღლესი  დავამთავრე, მუშაობა  კიცხის საჯარო სკოლაში  დავიწყე. თავდაპირველად  ფრანგულ  ენას  ვასწავლიდი,  შემდეგ კი  პარალელურად  ისტორიასა და სამართალს.  ამჟამად  ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი  ვარ.  უკვე  28 წელია  სკოლაში  ვსაქმიანობ და ეს  გარემო  ჩემი  ცხოვრების განუყოფელი  ნაწილია. მოსწავლეების   გარეშე ვერც ერთი დღე, წუთი, წამი ვერ წარმომიდგენია. -როგორია გზა მენტორის სტატუსის მოპოვებამდე? -19  წლის  ვიყავი,  როდესაც ქალბატონი მზია კახნიაშვილის  რეკომენდაციით  სკოლაში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ვიყავი, მოსწავლეებთან ისეთ მეთოდებსა და მიდგომებს ვიყენებდი, რომლებიც იმ დროისთვის უცხო იყო, დღეს კი ის თანამედროვედ ითვლება. წლების განმავლობაში განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმაში ვიყავი ჩართული და ვცდილობდი, ყველა სიახლე სასწავლო პროცესში გადმომეტანა. გამეზიარებინა გამოცდილება კოლეგებისთვის და მათგანაც ბევრი მესწავლა. როდესაც სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო, პირველივე წელს ჩავაბარე პროფესიული უნარებისა და ისტორიის გამოცდა. შემდეგ კი - სამოქალაქო განათლების. მიუხედავად  იმისა,  რომ  გეოგრაფიას  არ  ვასწავლი,  გასულ  წელს   ამ  საგნის  გამოცდაც  წარმატებით  ჩავაბარე.  გარე დაკვირვებისა და სხვადასხვა აქტივობის შეფასებების შედეგად მივიღე წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ  მივედი მენტორი მასწავლებლის გამოცდამდე. სტატუსის ცვლილებისთვის ჯერ კიდევ მომიწევს შრომა. პრაქტიკული შეფასება უნდა გავიარო. ვფიქრობ, პროფესიის დიდმა სიყვარულმა, ერთგულებამ და შრომამ განაპირობა ჩემი წარმატება. -რას ეტყოდით კოლეგებს? -პირველ რიგში  ვულოცავ ყველა პედაგოგს გამოცდების  ჩაბარებას.  მათ   კი, რომლებსაც სტატუსის მოპოვება გეგმაში აქვთ, მხარდაჭერასა და ცოდნის გაზიარებას ვთავაზობ. ვურჩევ, მუდმივად იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე  და  შედეგს  აუცილებლად  მიიღებენ. ჰქონდეთ რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა და იამაყონ საკუთარი პროფესიით.  მიხარია,  რომ დღეს  მასწავლებლის  პროფესია  დაფასდა. იყო  ის  რთული  პერიოდიც, როდესაც საკმაოდ მიზერულ  ანაზღაურებაზე ვმუშაობდით და  თვეები  ველოდებოდით  ხელფასს.   ახლა კი  რადიკალურად განსხვავებული  მდგომარეობაა, რაც  მოტივაციას  გვიმაღლებს, უფრო  მეტად  დავიხარჯოთ  და კიდევ  მეტად წარმატებულები ვიყოთ. - როგორია თქვენი   სამომავლო  გეგმები -ჩემი  სამომავლო  გეგმები  სკოლასა  და  მოსწავლეებს  უკავშირდება.   მაქსიმალურად  დავიხარჯები, რათა  ხარისხიანი  განათლება მივცე  ჩვენს  მომავალ  თაობას. მენტორის სტატუსი სასიხარულოა, თუმცა ამავდროულად  დიდი პასუხისმგებლობაცაა. მინდა, ამ  ახალ გამოწვევას  სათანადოდ  ვუპასუხო  და   საგანმანათლებლო სივრცე მოსწავლეებისთვის საინტერესო  გავხადო.. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მასწავლებლებს: მანანა სახვაძესა და რუსუდან ქველაძეს, რომლებმაც მომცეს ცოდნა და უნარები. მათი სწორი პედაგოგიური მიდგომებით  მივაღწიე წარმატებას. მადლობელი ვარ კიცხის საჯარო სკოლის  მასწავლებლების, მოსწავლეების, რომლებიც უზარმაზარ სტიმულს მაძლევენ  და  მაძლიერებენ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს მხარდაჭერისა  და  თანადგომისათვის.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0226.JPG
15/09/2022 18:31

ხარაგაულელ პირველკურსელებთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში,  ,,სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას   მუნიციპალიტეტის  მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის  პირველი  მოადგილე, დავით  კიკნაძე,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  უფროსი მარინე ვეფხვაძე და  ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებს სტუდენტობა მიულოცა ვარლამ  ჭიპაშვილმა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერის  პირველმა  მოადგილემ  აღნიშნა, ცხოვრებისეული გამოცდილების თვალსაზრისით  სტუდენტობა ყველაზე საუკეთესო პერიოდია. ,,სახელმწიფოს პრიორიტეტია  ახალგაზრდების განვითარება  და  დასაქმება. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად, კარგი იქნება თუ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  ხარაგაულში გამოიყენებთ.“ პირველკურსელებს მიესალმა და  გზა დაულოცა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ,   საკრებულოს  თავმჯდომარის  პირველმა მოადგილემ დავით  კიკნაძემ.   სტუდენტებმა  ამავე დღეს,  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს.  ამის  შემდეგ  კი  ხარაგაულის  საკათედრო  ტაძარში  გადაინაცვლეს.  ტაძრის წინამძღვარმა მამა თომამ (ლაცაბიძე)   ახალგაზრდები  დალოცა  და მათთვის   ჯანმრთელობის  პარაკლისი  აღავლინა. ღონისძიების დასასრულს პირველკურსელებისთვის კაფე-საღამო მოეწყო. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 97 კურსდამთავრებული გახდა სტუდენტი. მათგან 100% გრანტი ერთმა, მოლითის  საჯარო  სკოლის კურსდამთავრებულმა,  მარიამ ყურაშვილმა,  მოიპოვა.  70 %-იანი გრანტის მფლობელი  ოთხი მოსწავლე  გახდა.  50%-იანი დაფინანსება კი 12-მა კურსდამთავრებულმა  მიიღო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0910.JPG
15/09/2022 18:28

ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა ხარაგაულელ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს

დღეს ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილე დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მარინა ვეფხვაძე დილიდან დაბის N2 , N3 საჯარო სკოლებსა და წმინდა ადრია პირველწოდებული სახელობის სასულიერო გიმნაზიაში ტრადიციულ , ოფიციალურ ცერემონიალს შეუერთდნენ.  დღესვე, მესამე საჯარო სკოლის პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილე, ელჩინ ოვჩიევმა.  დმანისის მუნიციპალიტეტიდან ხარაგაულში სასწავლო ვიზიტით მყოფმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა პატარებს ბედნიერი და წარმატებებით სავსე სასწავლო წელი უსურვა. ახალი სასწავლო წელს ხარაგაული 181 პირველკლასელით შეხვდა.  
სრულად