სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/331126524_572150431489458_6509234884071604648_n.jpg

20 თებერვალს ბიუროს სხდომა გაიმართა

20 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა. სხდომას მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

 სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:  

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის

სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხს: აკაკი ლურსმანაშვილი

  1. ხარგულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და

კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხს: პეტრე შარიქაძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის

ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

  1. .ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,

საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის

შესახებ;

მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის

დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

აღნიშნულ საკითხებს 6 მარტს საკრებულოს მორიგ სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

ნანახია: 665 - ჯერ