სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1638173257.jpg
01/07/2022 14:08

ხარაგაულში შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულში, ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. ცენტრის საქმიანობა მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერას და მათთვის სერვისების სწორად მიწოდებას ისახავს  . შეხვედრაზე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, დეტალურად მოისმინეს  ინფორმაცია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მნიშვნელობაზე, ფუნქციებსა და სერვისებზე. ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებს,  მერიაში მოქმედი ის სერვისები გააცნო, რომელიც შშმ პირთა დახმარებას ითვალისწინებს. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს , რომლის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდაჭერა და მათთვის სერვისების სწორად მიწოდება იქნება. დიმიტრი სილაგაძე: ,,საქართველოში დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების პროგრამა, რომელიც მიზნად შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას და მათ  საზოგადოებაში ინკლუზიას ისახავს. ჩვენი ორგანიზაცია შშმ პირთა ორგანიზაციაა, სადაც ორგანიზაციის წევრები, დამფუძნებლებიც და გამგეობის წევრებიც შშმ პირები არიან . ჩვენთვის მნიშვნელოვანია თვითმმართველობებთან თანამშრომლობა. პირველ რიგში უნდა შეიქმნას სერვისები , რომელიც ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის, ეს იქნება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის თუ განათლების მხრივ." ორმხრივი ინფორმაციის გაცვლისას,  დადებითად შეფასდა ხარაგაულის მერიის სოციალური პროგრამები და აღინიშნა რომ ის სერვისები, რასაც მუნიციპალიტეტი ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს სთავაზობს,  შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის ერთ-ერთი გზაა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042_2.JPG
01/07/2022 00:04

საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2022“ დასრულდა

ფესტივალის საზეიმო დახურვას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი , მერის თანაშემწესთან , ჟანა ნემსაძესთან ერთად ესწრებოდა. ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სპექტაკლები და მსახიობები პროფესიულმა ჟიურიმ შეაფასა. ნომინაციაში - საუკეთესო მსახიობი ქალი - ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრის მსახიობი, ირინე ჩხეიძე დასახელდა, სპექტაკლში ,,მაცეკვე ტანგო” შესრულებული როლისთვის.    საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი,  მამის  როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი. საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა. „ქალაქი“ ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი - „ქალაქი“ , რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);  ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი -მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის - აფხაზური ჩანახატები - რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის თეატრი)  ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო  ნამუშევარი - ლაშა ლომჯარია, სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ (ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი);  ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - გიორგი მეტონიძე, „ნატვრის ხე“ (საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი) ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე  „ობლები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი) ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ლორიტა ჯორჯიკია - სასტუმრო ორი სამყაროს აგსაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი)  ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დემურ საღარეიშვილი - აფხაზური ჩანახატები, ხონის სახალხო თეატრი ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - რადი შენგელია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე, (სამტრედიის ეროსო მანჯგალაძის სახელობის თეატრი)  საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - გუდუნა სახამბერიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი)  საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - თეონა ლომსიანიძე - (ბაღდათის სახალხო თეატრი) ნომინაცია - საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი - ეთერ დევაძე,  სოფლის აშიკი, ბაღდადის სახალხო თეატრი საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - მიხო ჭელიშვილი „ნაცარქექია“ (წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის სახალხო თეატრი)  ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - ნინო ჭახნაკია - სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე - (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი) წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი იყო განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლები. ასევე, მაყურებელმა ნახა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენები. ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 17 სპექტაკლი. პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0072.JPG
30/06/2022 20:03

ხარაგაულის კინოთეატრში დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა,  ხარაგაულელ მაყურებელს, ეპოქალური ქართველის , დიდი მეცნიერის , ლეგენდარული ევგენი ხარაძის ცხოვრებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, -  ,,ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ წარუდგინა.  ნაჩვენები გახლდათ ასევე ფარცხნალში, გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიური მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი ,,გალაკტიონის ნატერფალებზე". იზა ვეფხვაძე:  ძალიან შრომატევადია დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, ამას სჭირდება ბევრი ძიება , არქივში მუშაობა, უცხო, ახალი და საინტერესო ინფორმაციის მოპოვება. ჩვენ მომავალი თაობებისთვის ვმუშაობთ, ვცდილობთ ისინი ამ ისტორიებს ვაზიაროთ და ღირსეულ ფესვებზე დავაყენოთ. განათლების სამინისტროს თხოვნით, ვფიქრობთ ფილმი დისკებზე გადავიტანოთ და სკოლებს მივაწოდოთ." იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის  ჩვენება 6 ივლისს თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება. ,,პანთეონის ბინადარნი" - ასეთი იქნება მორიგი დოკუმენტური ფილმის სახელწოდება, რომელზეც  ლიტერატურული თეატრი მუშაობას სულ მალე დაიწყებს. ფილმი იმ დიდებულ ხარაგაულელებს მიეძღვნება,  რომლებიც დიდუბის პანთეონში არიან დაკრძალულნი.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/290818329_5222082464495653_3293407564385659134_n.jpg
30/06/2022 19:54

პროექტი ,,ცოცხალი წიგნები“ კიცხს ეწვია

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის„ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში, ამჯერად კიცხის თემს ეწვია.  შეხვედრა კიცხის საჯარო სკოლის დარბაზში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. პოეზიისა და ზოგადად, ლიტერატურის მოყვარულების წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ  მამუკა ჭიპაშვილი, იზა ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე, გურამ სახვაძე, სპარტაკ ლაცაბიძე, ზეინაბ ბუაჩიძე, ჟუჟუნა კალანდაძე, დონარა ბერიძე და ნანუკა ჭანკვეტაძე. დამსწრე საზოგადოებას  საკუთარი ლექსები და ზღაპრები გააცნო, პროექტის ყველაზე პატარა მონაწილემ, მეორეკლასელმა ანა ჭუმბურიძემ. მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა და საღამო ცოცხალი მუსიკის ჰანგებით გააფორმა,  კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა,  ახლადშექმნილმა  ,,ხარაგაულის კვარტეტმა". შეხვედრაზე აქცენტები გაკეთდა პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. აღინიშნა, რომ წიგნის პოპულარიზაციისთვის მსგავსი ტიპის აქტივობები სოფლებში აუცილებელი და საჭიროა. ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა კიცხის საბიბლიოთეკო განყოფილებას საჩუქრად წიგნები გადასცა. წიგნები საჩუქრად გადაეცა ასევე კიცხის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას. მამუკა ჭიპაშვილის განმარტებით, პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში, შეხვედრები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში კვლავ გაგრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/film_music.jpg
27/06/2022 22:45

ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე - დოკუმენტური ფილმის პრემიერა

30 ივნისს, 16 საათზე, ხარაგაულის კინოთეტრში,  რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ,  ასტრონომიული მეცნიერების ფუძემდებლის, აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი ფილმის პრემიერას  ,,ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე" წარმოგიდგენთ. ასევე, ნაჩვენები იქნება, სოფელ  ფარცხნალში, გალაკტიონ ტაბიძის პედაგოგიური მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი  ,,გალაკტიონის ნატერფალებზე"... დასწრება თავისუფალია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0280.JPG
27/06/2022 22:38

ხარაგაულში ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა

კონფერენციის გახსნას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორი,  თამარ ჯაყელი, ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერი ექსპერტთა ჯგუფი, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია სოფელ კიცხის ახლად აშენებულ საჯარო სკოლაში გაიმართა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,მინდა მოგესალმოთ და წარმატებები გისურვოთ. მადლობა რომ ხარაგაულს ჰყავს პედაგოგთა  გამორჩეული და განსაკუთრებული შემადგენლობა, ამაზე მიუთითებს ის წარმატებული ახალგაზრდები, რომლებიც თქვენ აღზარდეთ. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები მზად ვართ მაქსიმალურად გემსახუროთ თქვენ. ჩვენი მიზანია,  თითოეულ მასწავლებელს და ბავშვს შევუქმნათ სწავლისთვის და განვითარებისთვის  შესაბამისი პირობები. მიგულეთ თქვენს გვერდით, მადლობა იმ შრომისთვის, რომელსაც დიდი სიყვარულით ეწევით.“ კონფერენციაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ  გამოცდილება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის და  მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე: ,,ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ძალიან ბევრი სიახლე იგეგმება, ეს სასწავლო პროგრამები  მოსწავლის საუკეთესო მომავალზე არის გათვლილი. მადლობა ჩვენ პედაგოგებს იმ ინტერესისთვის და ჩართულობისთვის, რაც მათ აქვთ იმ სიახლეების მიმართ, რაც  სამინისტროს მიერ სკოლებში ინერგება.“ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერვისა და განვითარების კოორდინატორი, ნათია კაციტაძე: ,,მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და რესურსცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია ხელს უწყობს მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და იმ კომპლექსური დავალებების განხილვას და ანალიზსს, რის შედეგადაც მასწავლებლებმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კონფერენციაზე პედაგოგები განიხილავენ რა პრობლემები და გამოწვევები გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში და რისი დაძლევა შეიძლება სამომავლოდ.“ განათლების ექსპერტი, თამარ ჯაყელი: ,,მუნიციპალიტეტი , რესურსცენტრი , სამინისტრო , სკოლა - დღეს ყველა რგოლი ვართ გაერთიანებული. ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თაობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.მადლობა ყველა პედაგოგს ვინც რეფორმებში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო მათი უზომოდ მადლიერი ვარ.“ მუნიციპალური კონფერენციაში, 13 საგნობრივი მიმართულებით,  ხარაგაულის საჯარო სკოლის 37 პედაგოგი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციაზე ,,ლიდერობა - სასკოლო პროექტები“ წარმოადგინეს , მარელისის საჯარო სკოლის დირექტორმა, ვერა ოდიკაძემ, ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორმა , ეთერ პაპავამ და მეორე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, მადონა ულუმბეგაშვილმა. კონფერენციის მონაწილეთა შორის, ექსპერტები  საუკეთესო გამოცდილების მქონე პედაგოგებს შეარჩევენ, რომლებიც თბილისში მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Enscape_2022-03-23-12-08-18_1.jpg
27/06/2022 22:33

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ხარაგაულის მერიასა და შპს ,,არბა“ -ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულება დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.” ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოქალაქეებს და სხვადასხვა დაინტერესებულ სეგმენტ ჯუფებს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.  ხარაგაულის მერია საჯაროობის მიზნით, მზადაა შექმნას მონიტორინგის ჯგუფი , რომელიც რეაბილიტაციის პროცესის რეგურალურ ზედამხედველობას გასწევს. ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/289796228_1463868414031181_4043544108438640592_n.jpg
27/06/2022 22:30

ხარაგაულელი მოჭიდავეების წარმატებები იტალიაში, მატეო პელიკონეს სახელობის სარეიტინგო ტურნირში

იტალის დედაქალაქ რომში დასრულდა მატეო პელიკონეს სახელობის სარეიტინგო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში . სასიხარულოა, რომ ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ,  საქართველოს ნაკრებში წევრები,  ხარაგაულელი მოჭიდავეები, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის თავისუფალი ჭიდაობის სექციის კონსულტატები ზაურ ბერაძე და ევსემ შველიძემ. 86კგ.წონით კატეგორიაში ზაურ ბერაძემ III ადგილისთვის ბრძოლაში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი უკრაინელი მუჰამედ ალიევი და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 79კგ.წონით კატეგორიაში V ადგილზე გავიდა და სარეიტინგო ქულები მოიპოვა ევსემ შველიძემ, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას გზიდან ჩამოიცილა ევროპის 2გზის და მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი აზერბაიჯანელი აშიროვი და ევროპის პრიზიორი ლატვიის სახელით მოასპარეზე ამიროვი. ხარაგაულის მერია ულოცავს ზაურ ბერაძეს და ევსემ შველიძეს მიღებულ შედეგებს და წარმატებებს უსურვებს მომდევნო ტურნირებზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0350.JPG
24/06/2022 17:53

,,მაცეკვე ტანგო“ - ხარაგაული იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა 

 პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, პიესის ავტორი, დრამატურგი, ნინო მირზიაშვილი , მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი , გიორგი თავაძე, ყაზახეთის თეატრის რეჟისორი, გულსინა მირგალიევა, იმერეთის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის პროფესიული ჟიური ესწრებოდა. სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.  პიესის ავტორი, ნინო მირზიაშვილი: ,,ძალიან ბედნიერი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ირინე ჩხეიძის რეჟისურით ,მან თავისი განსაკუთრებული  ნიუანსები შეიტანა სპექტაკლში ,  რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლია  და დიდი  მადლობა ხარაგაულის თეატრს იმ სიხარულისთვის , რომელიც მათ მომანიჭეს“. სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე გახლავთ. მონაწილეობდნენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე. თეატრალური ფესტივალის ფარგლებში , იმერეთის მასშტაბით,  17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.  ფესტივალის დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0011.JPG
24/06/2022 17:50

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დაიწყო. ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ხარაგაულის მერიასა და შპს ,,არბა“ -ს შორის გაფორმდა. ხელშეკრულება დაბა ხარაგაულში კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენი მიზანია , ხარაგაულს ჰქონდეს ვრცელი და მოწესრიგებული რეკრეაციული ზონა. ხარაგაულის ცენტრალური პარკი  მიმზიდველი იქნება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ხარაგაულის სამომავლო განვითარებას.” ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მოქალაქეებს და სხვადასხვა დაინტერესებულ სეგმენტ ჯუფებს პარკის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.  ხარაგაულის მერია საჯაროობის მიზნით, მზადაა შექმნას მონიტორინგის ჯგუფი , რომელიც რეაბილიტაციის პროცესის რეგურალურ ზედამხედველობას გასწევს. ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში უნდა დასრულდეს.  
სრულად