სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asff545as45f4as45fasf.jpg

,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიაში ვერა ოდიკაძის გუნდმა ითამაშა

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა.

წამყვანის წინააღმდეგ ვერა ოდიკაძის ექვსეულმა თამაში, გამარჯვებით 6:5 დაასრულა.

თამაშს უძღვებოდა, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი.

გუნდის წინაშე სპეციალური კითხვით წარსდგა, საბიბლიოთეკო განყოფილებათა ხელმძღვანელი, ნანა ლურსმანაშვილი.

დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: ვერა ოდიკაძე, ინგა ვეფხვაძე, დიმიტრი მაღრაძე, ოთარ მაღლაკელიძე, ნათია შარიქაძე, მალხაზი ქოჩიაშვილი.

დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი, მალხაზ ქოჩიაშვილი.

ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით დასრულდება.

,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, გენდერული თანასწორობის საბჭო და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.

ხარაგაულის მერია გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.

 

ნანახია: 567 - ჯერ