სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/332080125_551085050325734_8022277572624938362_n.jpg

ხარაგაულში დიდთოვლობის წინააღმდეგ სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ხარაგაულში უხვი ნალექის მოსვლის დღიდან სოფლებში სპეციალური ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

სამუშაო პროცესს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, პრიორიტეტების მიხედვით, მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან, დავით დევდარიანთან და სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად წარმართავს.

ამ ეტაპზე გაწმენდილია 72 სოფლის ცენტრალური გზა.

ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში თოვლის საფარისგან იწმინდება საუბნო გზები. გაწმენდილია დაბა ხარაგაულის ტერიტორია, ასევე, ძირულა-ფონა-ჩუმათელეთის და ხარაგაული-კიცხი-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი გზები.

 

სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების და საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანიის სპეციალური ტექნიკა.

კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით სოფლებში სოციალური პროგრამით დასაქმებული პირების შემადგენლობით მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა.

ადგილობრივებს აქტიურად ეხმარებოდნენ მოხალისეთა ჯგუფები. სოფელ ხიდარში, ნადაბურში, ბაზალეთში, ზვარეში, ვერტყვიჭალაში, ვარძიაში, ქვებში, დაბა ხარაგაულში, მოხალისეებმა თოვლის საფარისგან გაწმინდეს, საუბნო გზები, ხიდები. გადაითოვლა მარტოხელა მოხუცების სახლები.

ხარაგაულის მერია, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს სოფლებში რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შექმნილი დისკომფორტი.

 

 

 

 

 

 

ნანახია: 442 - ჯერ