ხარაგაულში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს უშალოდ ხელმძღვანელობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.
უკვე გაიწმინდა წიფის, ღარიხევისა და ბაზალეთის გზა. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ხიდრის, წყალაფორეთის, კიცხის, ღორეშა-მარიამწყაროს, ვანის, სხლითის, ზვარისა და ნადაბურის ცენტრალურ გზებზე.
ასევე, იწმინდება ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზა.
სამუშაო პროცესის ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართულები მერის მოადგილეები და მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.