სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1532055_1497129903867511_379145096584893722_o_1.jpg
23/09/2022 12:42

თეთრაწყაროში ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ,   ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი" გამართავს. კონკურსი  27 სექტემბერს სოფელ თეთრაწყაროში გაიმართება და მასში მონაწილეობას  ადგილობრივი შემოქმედი ადამიანები მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობა 17 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი. გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს  და პირველი სამი ადგილის  მფლობელნი  პრიზებით დაჯილდოვდებიან. იზა ვეფხვაძე, ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ დამფუძნებელი: ,,როგორც მოხსენებათ 2006 -დან 2016 წალმდე, 11 წლის განმავლობაში ლიტერატურული თეატრი უწყვეტად ატარებდა ლიტერატურულ კონკურსს, მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მწერლები და პოეტები. ჩვენ გვქონდა 5 წლიანი წყვეტა და მიხარია რომ ,,ოდეონი“ კვლავ ბრუნდება.“   ლიტერატურული კონკურსი ,ოდეონი 2022“ - ის    პროგრამა:    8.30 --9.00 -- შეკრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან და გამგზავრება დანიშნულების ადგილზე, სოფელ თეთრაწყაროში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10.00 --10.30 -- ლიტერატურული კონკურსის  საზეიმო გახსნა. კონკურსის ჰიმნის მოსმენა  და დროშის აღმართვა. კონკურსის მონაწილეთა წარდგენა, კონკურსის პირობების გაცნობა და საკონკურსო თემის გამოცხადება;  მონაწილეთათვის საჭირო ატრიბუტიკის  დარიგება. 10.30--11 .00 -- მსუბუქი საუზმე; 11.00 -- მონაწილენი იწყებენ საკონკურსო თემის წერას, ჟანრი შეუზღუდავია; მონაწილეებს  ერთი კილომეტრის რადიუსით შეუძლია იმოძრაონ მიმდებარე ძალიან ლამაზ გარემოში. ასევე , მათთვის ტყეში ჩადგმული იქნება ძელსკამები, მერხები. 13.00 --- მუსიკალური პაუზა განწყობისთვის . კლასიკური მუსიკა. ფორტეპიანოსთან დალი მერაბიშვილი; მონაწილეთათვის მუშაობის შეწყვეტა სავალდებულო არ არის. 00 15. 00 - სადილი; 15.00 --17.30 -- კონკურსანტები მუშაობენ საკონკურსო თემებზე; 16.00 --- მუსიკალური პაუზა. კლასიკური მუსიკა. ინსტრუმენტთან დალი მერაბიშვილი. 30 --18.00 --- კონკურსის დასასრული. საკონკურსო თემების ჩაბარება. კონკურსის საზეიმო დახურვა. ჰიმნი, დროშის დაშვება. 00 -- 20.00 -- ვახშამი, კოცონის დანთება, სტუმრების მიღება. მუსიკალური და მხატვრული მარათონი. 28 სექტემბერს ნამუშევრები ჩაბარდება ჟიურის წევრებს და მიეცემათ ერთკვირინი ვადა სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად. ჟიურის შემადგენლობაში არიან:   იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური 4, ირმა შველიძე -  ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2.png
23/09/2022 12:20

27 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  რიგგარეშე   სხდომა გაიმართება

სხდომაზე განხილული იქნება ერთი საკითხი.    1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ კიცხის სასოფლო ამბულატორიის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ                                                                        მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0275.JPG
20/09/2022 11:16

,,რა? სად? როდის?" დღის მოაზროვნედ მარინა ხვედელიძე დასახელდა

   ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს რიგით პირველი სეზონის , პირველი თამაში  შესთავაზა. ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც განაცხადა , რომ გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს. ,,რა ? სად? როდის ? “ შემოდგომის სერიის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა. მოაზროვნეებმა თამაში 6:4 დაასრულეს. თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა  მამა თომა (ლაცაბიძე). დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი  მარინა ხვედელიძე , რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. ინტელექტუალური თამაშის დასასრულს ხარაგაულის კულუტრისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგის დაწყება დააანონსა.  ყოველ ორშაბათს,20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.  მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0211_2.JPG
20/09/2022 11:14

დავით კიკნაძის ექვსეული შემოდგომის სეზონის პირველი თამაშის გამარჯვებულია

   ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს რიგით პირველი სეზონის , პირველი თამაში  შესთავაზა. ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც განაცხადა , რომ გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს. ,,რა ? სად? როდის ? “ შემოდგომის სერიის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა. მოაზროვნეებმა თამაში 6:4 დაასრულეს. თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა  მამა თომა (ლაცაბიძე). დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი  მარინა ხვედელიძე , რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. ინტელექტუალური თამაშის დასასრულს ხარაგაულის კულუტრისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგის დაწყება დააანონსა.  ყოველ ორშაბათს,20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.  მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0058.JPG
20/09/2022 11:06

კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერია ინტელექტუალურ თამაშში გამარჯვებულ გუნდს 500 ლარს გადასცემს“

ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს რიგით პირველი სეზონის , პირველი თამაში  შესთავაზა. ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც განაცხადა , რომ გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს. ,,რა ? სად? როდის ? “ შემოდგომის სერიის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა. მოაზროვნეებმა თამაში 6:4 დაასრულეს. თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა  მამა თომა (ლაცაბიძე). დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი  მარინა ხვედელიძე , რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. ინტელექტუალური თამაშის დასასრულს ხარაგაულის კულუტრისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგის დაწყება დააანონსა.  ყოველ ორშაბათს,20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.  მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0286_4.JPG
20/09/2022 11:04

ცნობილი ინტელექტუალური თამაში ,,რა ? სად? როდის?“ დაიწყო

  ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა მაყურებელს რიგით პირველი სეზონის , პირველი თამაში  შესთავაზა. ინტელექტუალურ თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, რომელმაც განაცხადა , რომ გამარჯვებულ გუნდს ხარაგაულის მერია - 500 ლარს გადასცემს. ,,რა ? სად? როდის ? “ შემოდგომის სერიის გამარჯვებული დავით კიკნაძის ექვსეული გახდა. მოაზროვნეებმა თამაში 6:4 დაასრულეს. თამაშს სტუმრის სტატუსით ესწრებოდა  მამა თომა (ლაცაბიძე). დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი  მარინა ხვედელიძე , რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება. ინტელექტუალური თამაშის დასასრულს ხარაგაულის კულუტრისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგის დაწყება დააანონსა.  ყოველ ორშაბათს,20:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.  მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო - სალონი ხარაგაულში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0094.JPG
19/09/2022 18:47

დღეს ხარაგაულის პირველ ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს, ხარაგაულის პირველ ბაღს, მერის პირველი მოადგილე ესტუმრა.  ვარლამ ჭიპაშვილი, ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, თამარ ლაცაბიძესთან ერთად სასწავლო პროცესს გაეცნო და ბავშვებს და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.  ახალი სასწავლო წელი, ხარაგაულის საბავშვო ბაღებში, 523 აღსაზრდელისთვის განახლდა.  მუნიციპალიტეტში ბოლო 9 წლის მანძილზე 15 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.  წელს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ხუნევში.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 21 საბავშვო ბაღი და ერთი სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0062_1.JPG
19/09/2022 18:38

ხარაგაულის მერია მასშატაბურ დასუფთავების კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა

ხარაგაულის მერია მასშატაბურ დასუფთავების კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა. მსოფლიო დასუფთავების კამპანია 1993 წელს დაარსდა  და  ერთერთ მასშატაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული. დასუფთავების აქციები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი გამოწვევების აღმოსაფხვრელად აერთიანებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/307581128_5446968212007076_3360809849765600607_n.jpg
19/09/2022 17:01

ხარაგაულის მერმა ხიდრის დოღში გამარჯვებულები დააჯილდოვა

დღეს, კიცხი - ხიდარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა, რომელშიდაც სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული 23 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.  შეჯიბრის მიმდინარეობისას სულ ოთხი გარბენი შესრულდა , აქედან სამი შესარჩევი, ერთი - ფინალური.  ფინალურ გარბენში, რომელიც 1300 მეტრ მონაკვეთს მოიცავდა, ბაკურიანის წარმომადგენელმა, ზურა შუკაკიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გამარჯვებულის თასი, ახალი უნაგირი, სიგელი და მედალი გადასცა. მეორე ადგილი ზაზა გურიელმა დაიკავა , სოფელ სხლითიდან , რომელიც მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა ცხენის მოსართავებით, სიგელით და მედლით დააჯილდოვა.  მესამე ადილზე გასული მხედარს, შმაგი ცუცქირიძეს, სოფელ ვახანიდან, საჩუქარი და პრიზები მერის წარმომადგენელმა გივი დოლიკაშვილმა გადასცა. საცხენოსნო შეჯიბრი ხიდარში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.  2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი, სოფლის ინიციატივით, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა. შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/307775629_5449126228457941_6512457039408138899_n.jpg
19/09/2022 16:43

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა, მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად წარმართა. თათბირზე მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. წელს სოფელში ჩატარებულ კრებებზე, მოსახლეობის მიერ 171 საპროექტო წინადადება შეირჩა. მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხელშეკრულება ყველა პროექტზე გაფორმებულია , დასრულებულია 110 პროექტი , სამუშაოები მიმდინარეობს 65 პროექტზე. 2022 წელს ხარაგაულს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად 890  000 ლარი გამოეყო. სამუშაოების მოცულობების გაზრდის მიზნით , ხარაგაულის მერიამ   330  531 ლარის თანადაფინანსება გასწია და ჯამში სოფლის პროექტების ღირებულებამ, 1  220   531 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს, მოსახლეობის ჩართულობით, სოფლის კრებებზე შემდეგი პრიორიტეტები დასახელდა: გზების 61 პროექტი - 438  486 ლარი, გარე განათების 12 პროექტი - 89  215 ლარი წყლის სისტემები 35 პროექტი - 283  198 ლარი, სასაფლაოს შემოღობვის 20 პროექტი - 161  450 ლარი ხიდების 10 პროექტი - 38  353 ლარი სხვადასხვა კატეგორიის 33 პროექტი - 209  829 ლარი. ტრადიციულ თათბირს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მოხელეთა ინტეგრაციის პროგრამის მონაწილეები , დმანისის მუნიციპალიტეტიდან  ელჩინ ოვჩიევი და ანარ ალიევი , პრაქტიკის ტრენერებთან , ჟანა ნემსაძესთან და ინგა ბერაძესთან ერთად  ესწრებოდნენ. დასწრების მიზანი სამუშაო ფორმატის დაკვირვება, მუშაობის სპეციფიკის გაცნობა  და გამოცდილების გაზიარება  გახლდათ.
სრულად