სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dnv.jpg

საგაზაფხულო ღონისძიებები ხარაგაულში

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაული გაზაფხულს პირველ თვეს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებით შეხვდება.

გთავაზობთ კულტურული ღონისძიებების განრიგს:

2 მარტი-დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ორგანიზებით, დასაწყისი:15:00 საათზე.

6 მარტი-შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლაში გაზაფხულისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი 15:00 საათზე.

6 მარტი- ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი-18 საათზე.

18 მარტი-  რეზო თაბუკაშვილის თეატრი გამართავს შემოქმედებით ღონისძიებას-„შემოქმედებითი ქალბატონები“, სადაც მოეწყობა ვიდეორგოლის წარდგენა.

27 მარტი-N2 სკოლამდელ დაწესებულებაში ღვაწლმოსილი პედაგოგის საიუბილეო საღამო.

27 მარტი-თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოთეატრში მოეწყობა სპექტაკლის „მაცეკვე ტანგოს“ ჩვენება. დასაწყისი 13:00

ნანახია: 397 - ჯერ