დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.
დეპუტატებს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის უფოსმა კახაბერ გოლუბიანმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
საკრებულოს წევრების უმრავლესობამ აღნიშნული სამსახურების ანგარიშები დადებითად შეაფასა.
ანგარიშებს გაეცანით აქ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიში --- https://bit.ly/3Stayrh
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3InUClv
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3EsBphr
სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,
საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი
მომხს: კახაბერ გოლუბიანი