სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/town8.jpeg
03/08/2022 12:08

,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი” კარვების ბანაკში გიწვევთ

10 აგვისტოდან ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება 10 აგვისტოდან ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ახალგაზრდული კარვების ბანაკი გაიმართება.  ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკი 3 დღიანი იქნება და სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით იქნება დატვირთული.  ლეღვნის ახალგაზრდული ბანაკი 14 -დან 18 წლამდე ახალგაზრდებს მიიღებს. ბანაკში დაცული იქნება უსაფრთხოების წესები. კარვების ბანაკში ჩაწერა დაიწყო. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:592 11 82 99, 577 42 48 12.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0037aad.JPG
03/08/2022 11:16

სოფელ ნადაბურის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა,  ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც  საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამშენებლო სამუშაოები, სოფელ ნადაბურში უახლოეს დღეებში დაიწყება.  ხელშეკრულება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა  და  მშენებელ კომპანია შპს „მეკას“  შორის გაფორმდა. პროექტის ღირებულება  515 ათასი ლარია.  საერთო ჯამში, ბეტონის საფარი გზის 2360 მეტრ მონაკვეთზე დაიგება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ,  192 ათას 708 ლარის სამუშაოები შესრულდება. დარჩენილი ღირებულების სამუშაოები 2023 წელს განხორციელდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/292389798_342262898078795_6717206365243670710_n.jpg
03/08/2022 10:42

გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებების კონკურსი ცხადდება

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვირტუალური პლატფორმა-„ქართული გამოგონების მუზეუმი“  კონკურსს „ენერგოეფექტური სახალხო გამოგონებები“ აცხადებს. კონკურსის მიზანი ისეთი იდეების მოძიება და პოპულარიზაციაა, რომლებიც  წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ამცირებს და განახლებად ენერგიაზე გადასვლას უწყობს ხელს. კონკურსის ფარგლებში განიხილავენ უკვე არსებულ გამოგონებებს ან პროექტებს, რომლებიც ენერგიის გამომუშავების, შენახვის, გავრცელებისა და დაზოგვის მიზნით შეიქმნა.  ასევე ისეთ გამოგონებებს, რომლებიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, წყლის, მზის, ქარის და სხვა სახის ენერგო რესურსებს. ან გვთავაზობს ენერგოეფექტურ გადაწყვეტებს, რომელთა გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში შეიძლება - გათბობა და გაგრილება, საჭმლის მომზადება, წყლის გაცხელება, განათება, ირიგაცია და სხვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები, რომლებიც ადამიანებმა სხვადასხვა ყოფითი საჭიროების დასაკმაყოფილებლად შექმნეს და ამისთვის      ადგილობრივად ხელმისაწვდომი ცოდნა, რესურსები და ხელსაწყოები გამოიყენეს. გამოგონება შეიძლება იყოს როგორც ახალი ხელსაწყო, ნივთი, ასევე მომსახურება ან საქმიანობა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სახალხო გამოგონებები და მიგნებები. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ასაკის თუ გამოცდილების  მქონე გამომგონებელს. მცირე ბიზნესებს, სათემო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებს. საპრიზო ფონდი 20 000 ლარს შეადგენს. კონკურსის პირობების სანახავად ეწვიეთ გაეროს განვითარების პროგრამის ვებ გვერდს https://www.undp.org/ka/georgia  კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ელფოსტას-  acclab.geo@undp.org განცხადებები მიიღება 15 აგვისტოს ჩათვლით.  კონკურსის განაცხადი იხილეთ ვებგვერდზე: gamogoneba.ge  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0225.JPG
29/07/2022 20:22

ხარაგაულში პოეტ ტარიელ ხარხელაურის საღამო გაიმართა

ხარაგაულის კინოთეატრში ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლი გაიმართა.  ღონისძიების დაწყებამდე პოეტი, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს სტუმრობდა.  საღამოზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა , იზა ვეფხვაძემ, პოეტის ცხოვრების გზასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. ლიტერატურ კომპოზიციას თან ახლდა პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები, რომელიც ,,ხარაგაულის კვარტეტი"-ს მიერ შესრულდა.  ღონისძიების დასასრულს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ტარიელ ხარხელაურს მიესალმა და მას სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე ,, მოგესალმებით, როგორც ღირსეულ შემოქმედს. მიიღეთ ჩვენგან დიდი პატივისცემა და სიყვარული. მინდა გადმოგცეთ მოკითხვა და პატივისცემა ხარაგაულის მერის , ბატონ კობა ლურსმანაშვილის სახელით, დღეს იგი ობიექტური მიზეზების გამო აქ ვერ იმყოფება. ჩვენ კარგად ვიცით თქვენი მეგობრობის და ურთიერთობის შესახებ და გვინდა ყოველთვის იცოდეთ , რომ ხარაგაული თქვენი ღირსეული მასპინძელი იქნება.“ საღამოზე პოეტმა, ტარიელ ხარხელაურმა , დამსწრე საზოგადოების თხოვნით, საკუთარი ლექსები წაიკითხა.  ტარიელ ხარხელაური: ,,ძალიან ხშირად უკითხავთ ჩემთვის თავიდან რომ დაიწყო სიცოცხლე , თუ შეცვლიდი რამესო, დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს არ შევცლიდი. სწორედ ამ ტკივილიანმა გზამ მომიყვანა თქვენამდე და ასეთი სიყვარულის ღირსი გამხადა , სხვანაირად მე თქვენამდე ვერ მოვაღწევდი. ყოველი ახალი შეხვედრა მკითხველთან, არის სამკურნალო წამალი, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჩემს მკითხველს , თქვენმა სიყვარულმა შეაძლებინა ტარიელ ხარხელაურს , რომ პოეზიაში დარჩენილიყო. მადლობა ხარაგაულს სიყვარულისთვის.“  პოეტი ხარაგაულს მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილთან ერთად ესტუმრა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0014_2.JPG
29/07/2022 13:01

შაბათს, 30 ივლისს, ხარაგაულის კინოთეატრში, კინოქალაქი ,,სინემა“-ს საზეიმო დახურვა გაიმართება

საზეიმო დახურვაზე ნაჩვენები იქნება ფილმი ,,რწყილი და ჭიანჭველა“, რომელიც კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღებმა ჯგუფმა ხარაგაულში გადაიღო. ასევე წარმოდგენილი იქნება თამაზ სანებლიძის ლექსების მიხედვით აწყობილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,კოკროჭინა იმერეთი“. საზეიმო დახურვაზე ხარაგაულს ესტუმრება, მუსიკოსი ნუგზარ ერგემლიძე. ,, საზეიმო დახურვაზე გვესტუმრება ნუგზარ ერგემლიძე. ვფიქრობ,  საინტერესო საღამო გვექნება. შესრულდება  სიმღერები და ამით დავასრულებთ და შევაჯერებთ იმ საოცარ დღეებს , რომელიც ხარაგაულელმა ბავშვებმა და კინოქალაქ ,,სინემა“-ს მოსწავლეებმა ერთად გავატარეთ“- ამბობს, პიონერფილმის ხელმძღვანელი,  გრიგოლ ჩიგოგიძე. კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის, სტუდია ,,პიონერფილმის" ერთობლივი პროექტია.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/quy-chuan-ve-chat-luong-nuoc-sach-sinh-hoat.jpg
29/07/2022 12:20

კობა ლურსმანაშვილი: დასასრულს უახლოვდება დაბის 24 საათიანი წყალმომარაგების ხანგრძლივი და მასშტაბური სამუშაოები

  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი დაბის 24 საათიან წყალმომარაგებასთან დაკავშირებით  kharagaulinews - თან  კომენტარს აკეთებს. ,,ინტენსიურ კომუნიკაციაში ვიმყოფები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. ბოლო კონსულტაციით შევთანხმდით, რომ წყლის სისტემის ლეღვანი-ხარაგაულის (დიდვაკის 5 კმ.იანი სისტემა, რომელიც რეაბილიტირებულია ბლექსი ჯგუფის მიერ) მონაკვეთის საკონტროლო და გარეცხვის სამუშაოები დაჩქარებული ფორმით წარიმართება და მომავალი კვირის ბოლოსთვის აღნიშნული წყლის მიწოდების სისტემა ჩაირთვება, რაც პრაქტიკულად უზრუნველყოფს დაბა ხარაგაულისათვის წყლის მიწოდებას გრაფიკის გარეშე.   იმედია, დამატებითი ტექნიკური ხასიათის პრობლემები არ წარმოიშვება და ახალი სისტემა გამართულად ამუშავდება! გარდა ამისა, მაქსიმალურ კონტროლზეა დაბის ტერიტორიაზე არსებული დამატებითი, ალტერნატიული, ჭაბურღილების გამართული ექსპლოატაციისათვის  სამუშაოების წარმოება და ახალი რეზერვუარების მონტაჟის დასრულება.    ხარაგაულის საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ  ხანგრძლივი და მასშტაბური სამუშაოები დაბის 24 საათიანი წყალმომარაგების თვალსაზრისით დასასრულს უახლოვდება და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ გვექნება ახალი და მდგრადი წყლის სისტემა 24 საათიანი წყალმომარაგებით!  ვულოცავ ხარაგაულს ამ უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლო პროექტის განხორციელებას!
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/295987672_727745061783161_5245200582291431793_n.jpg
28/07/2022 15:06

ხარაგაული შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე

23 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით ბათუმი შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს. წელს პირველად  ფესტივალში  რეგიონები ჩაერთვნენ. ხარაგაულიდან ფესტივალში  ანსამბლი ,,უბისი“ ( ხელმძღვანელი ზურა გოგოლაძე) და ,,ხარაგაულის ხმები“  (ხელმძღვანელი  მადონა გაფრინდაშვილი) მონაწილეობდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყი როგორც რეგიონების კულტურული შემოქმედება, ასევე   ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა ადგილობრივი ნაწარმი.   ,,ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი“ ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ მოიპოვა იუნესკოს მაღალი პატრონაჟი. სწორედ ამ ფესტივალის დიდი დამსახურებაა, რომ 2021 წელს ბათუმი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში მოხვდა. ფესტივალის დამაარსებელი და  სამხატვრო ხელმძღვანელი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი - ელისო ბოლქვაძე გახლავთ. საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“ მეცხრედ მართავს  ,,ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“. ფესტივალს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0059_5.JPG
27/07/2022 21:38

ხარაგაულის მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა წმ. ნიკოლოზის ტაძრამდე მისასვლელი ახალდრეაბილიტირებული გზა დაათვალიერა

სოფელ მიროწმინდაში წმ.ნიკოლოზის სახელობის უძველეს ტაძართან  მისასვლელი გზა სრულად რეაბილიტირდა. პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი  ღირებულება 234,444  ათას ლარს შეადგენდა. დასრულებული პროექტი მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა , მერიის ზედამხედველობისა და არქიტექურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან ერთად დაათვალიერა.  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი: ,,ვფიქრობ, სათანადოდ უნდა მოწესრიგდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი გზები. მოგეხსენებათ, მიროწმინდის ტაძარი უბისის და კოზმანის  სალოცავების საერთო სივრცეშია განთავსებული, ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალიდან არც ისე შორსაა და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან დანიშნულებას შეიძენს  ტურისტული მიმართულებით. არ გამოვრიცხავთ მომავალში ტაძარი  მოქმედი გახდეს.“ სოფელ მიროწმინდის  წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძარი VI საუკუნით თარიღდება. ტაძარს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე წლის წინ დაცული ძეგლის სტატუსი მიანიჭა და  ფონდი ,,ქართუს" მიერ რეაბილიტირდა. ხარაგაულის მერის და მერიის შესაბამისი სამსახურების  აქტიური მუშაოობის შედეგად  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021-22 წლებში ოთხი  პროექტი დაფინანსდა. დასრულების ეტაპზეა ხუნევის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მიმდინარეობს დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია და  ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. ხარაგაულის მერიის მიერ  2022 წელს სრიგპ-ს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებლად წარდგენილი იდეები  ტურისტული ლოკაციების, რეკრეაციული სივრცეებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/295185665_2242335672597747_8408924015884509172_n.jpg
27/07/2022 11:22

ხარაგაულში ,,რწყილი და ჭიანჭველას“ ამბავს ფილმად იღებენ

ხარაგაულში, ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშის,  ,,რწყილი და ჭიანჭველას“ ამბავს ფილმად იღებენ. ფილმზე კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღები ჯგუფი მუშაობს. რწყილის პატარა მეზღაპრე გოგონა ანა ჭუმბურიძე, ხოლო  ჭიანჭველას სოლომონ კურტანიძე ასახიერებს. ფილმის გადაღებაში ჩაერთო კულტურის სამსახურის უფროსი, მსახიობი, ირინე ჩხეიძე. ეს ის არაჩვეულებრივი ამბავია საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას, რომ გადაეცემოდა და თითქმის ყველა ქართველმა  ზეპირად იცის. თუ ვინ თამაშობს ფილმში ღორს, მუხის ხეს, ყვავს, კრუხს, ფეტვით სავსე ორმოს, თაგვს, კატას და ძროხას ამას ფილმის დასრულების შემდეგ ვნახავთ, რომლის პრეზენტაციაც 30 ივლისს , კინო ქალაქ ,,სინემას”-ს საზეიმო დახურვაზე, ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება. ინფორმაციისთვის, კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია. მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქის ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და მასწავლებელი მაია ლანდია სტუდია „პიონერფილმის“ წევრ ბავშვებთან ერთად ხარაგაულს ერთი კვირით ესტუმრა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0141_2.JPG
27/07/2022 10:20

ცნობილი სოპრანო, ირმა ბერძენიშვილი ხარაგაულში კინო ქალაქ ,,სინემა“-ს ბავშვებს შეხვდა

კინოქალაქი ,,სინემა“ ბავშვებს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე დღეებს სთავაზობს.  26 ივლისს ხარაგაულის სამუსიკო სკოლაში, ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი,  ი რ მ ა  ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი, კონცერტმაისტერ გვანცა ფუტკარაძესთან ერთად კინო ქალაქი ,,სინემას“ მოსწავლეებს შეხვდა და მათთვის საინტერესო მინი - კონცერტი ჩაატარა.   ცნობილი სოპრანო, საოპერო არიების შესრულების პარალელურად ბავშვების კითხვებს საინტერესოდ, გულწრფელად და ამომწურავად პასუხობდა. ირმა ბერძენიშვილი, სოპრანო. ,,ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს პიონერფილმთან , ყოველთვის ვიღებ  მონაწილეობას მათ პროექტებში. მომწონს და მიყვარს მათი აქტივობები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რეგიონებში გასვლა, ბავშვებთან შეხვედრა , რომ მეტი ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. ეს იყო ძალიან კარგი საღამო. ის მთავარი მესიჯები რაც ბავშვებამდე მინდოდა რომ მისულიყო  არის ის, რომ მათი ინტერესი ოპერის მიმართ გაღვივდეს, გაუჩნდეთ სურვილი დაესწრონ ჩვენს წარმოდგენებს. ვფიქრობ, ორმხრივი დიალოგი მნიშვნელოვანია  და დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე.“ კინო ქალაქი ,,სინემა“ ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის ერთობლივი პროექტია.  
სრულად