გაერთიანებული წყალმომარაგების ხარაგაულის სერვის ჯგუფიდან მიღებული ინფორმაციით, უამინდობის გამო მარელისი-ლეღვნის სათავიდან შემოსული წყალი დამუშავება-ფილტრაციის სრულ ციკლს ვერ აკმაყოფილებს.
ამ ეტაპზე ხარაგაულს წყალი დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე განთავსებული რეზერვუარებიდიდან და სატუმბო სადგურებიდან მიეწოდება.
გამომდინარე აქედან , მიმდინარე კვირაში დაბა ხარაგაულის მოსახლეობას წყალი გრაფიკით დილით, 8 საათიდან 11 საათამდე, და საღამოს, 6 საათიდან 9 საათამდე, მიეწოდება.
ამინდის გაუმჯობესებისთანავე ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგება აღდგება.