სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd45af465asf465.JPG

მერის პირველმა მოადგილემ, უხუცეს ქალბატონს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სოფელ საბეში მცხოვრებ, უხუცეს ქალბატონს, ციცო კამკამიძეს ესტუმრა და გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა.

ციცო ბებო, რომელიც პოპულარული სოციალური ქსელით გახდა, მერის პირველი მოადგილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაახარა და მას ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვიდეოს, სადაც ის სახლის სახურავს თოვლის და სიმღერას ასრულებს, სოციალურ ქსელში მილიონობით ნახვა აქვს.

ციცო ბებო საბეში ძალიან უყვართ. მისი ოჯახი თანასოფლელებისთვის შეხვედრების და საუბრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

მერის პირველი მოადგილე, 84 წლის ციცო კამკამიძეს მერის წარმომადგენელთან, ვეფხვია ვეფხვაძესთან და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორთან, რევაზ შერგელაშვილთან ერთად ესტუმრა და საჩუქრად ყვავილები და სპეციალური სასაჩუქრე ნაკრები გადასცა.

 

მსგავსი ხასიათის აქტივობები კვლავ გაგრძელდება.

ხარაგაულის მერია სამიზნე ჯგუფებს, საგაზაფხულო დღესასწაულების ფორმატში უშუალოდ შეხვდება და მათდამი კიდევ ერთხელ გამოხატავს ყურადღებას.

 

ნანახია: 325 - ჯერ