სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/309005634_1452218448634241_7851629075520837079_n.jpg
12/10/2022 13:16

ნანა თხელიძე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ნანა თხელიძე დაინიშნა.     ნანა თხელიძე ახალ თანამდებობაზე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე დაწინაურდა. მას ამ დრომდე ხარაგაულის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა.     ნანა თხელიძე წლების განმავლობაში მუშაობდა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/309026750_6512072_n.jpg
12/10/2022 13:14

ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.  საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად ბესარიონ ჭიპაშვილი დაინიშნა.  ბესარიონ ჭიპაშვილს, საჯარო მოხელისა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.  2014 წლიდან - 2016 წლამდე იგი გახლდათ ხარაგაულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.  2016 წლიდან - 2017 წლამდე ზედამხედეველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.  2017 წლიდან დღემდე ბესარიონ ჭიპაშვილი ამავე სამსახურის,  ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasdadaDSC0263asdasd.JPG
11/10/2022 12:32

თამარ ფცქიალაძე ინტელექტუალურ შეჯიბრებაში რა? სად? როდის? დღის მოაზროვნედ დასახელდა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.  წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა.  მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა. გასულ თამაშებში: „რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს. დღის მოაზროვნედ დასახელდა მარინა ხვედელიძე. ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დავით ჩადუნელი.  წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში  4:6 დაასრულა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დიმიტრი მაღრაძე. შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.  კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.  ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2_4.png
11/10/2022 12:03

 გივი კურტანიძის ექვსეულმა თამაში 6:0 დაასრულა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.  წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა. თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა. მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე. ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა. დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.  შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.  ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.  კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე [inteleqtxaragauli@gmail.com] მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0176asdasdasd.JPG
11/10/2022 10:50

17 ოქტომბერს გივი კურტანიძის ექვსეული მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებს

17 ოქტომბერს ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართება. მაყურებლის წინააღმდეგ გივი კურტანიძის ექვსეული - ნათია შარიქაძე, უჩა ცხადაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, თამრიკო ფცქიალაძე და ბაჩო შველიძე წარსდგება. შეგახსენებთ რომ ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით, ინტელექტუალური თამაში კუინოთეატრის ფოიეში ყოველ ორშაბათს იმართება. ექვსეული მაყურებლების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხებს. თამაშის შემდეგ, გამოვლინდება ხარაგაულის ინტელექტკლუბში პირველი ბროლის ბუს მფლობელი. შემოდგომის სერიის ფინაშლი, სპონსორების მიერ დაწესებულია სათანადო პრიზები და საჩუქრები. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ინიციატივით ინტელექტუალური თამაში კინოთეატრის ფოიეში, ყოველ ორშაბათს, იმართება. გასულ თამაშებში: „რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს.ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. გასულ ორშაბათს, წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა ითამაშა. ოაზროვნეებმა თამაში 4:6 დაასრულეს. ფინალში მოაზროვნეები მაყურებლის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ გსურთ ინტელექტუალურ თამაშში ჩაერთოთ კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com ყოველ ორშაბათს , 19:00 საათზე, ჩვენ ვიკრიბებით რომ გავცეთ პასუხი კითხვებზე რა? სად? როდის? მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს. ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/297330844_5319561701414395_6162820157952670222_n.jpg
10/10/2022 11:46

ხარაგაულში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირები, ხარაგაულში მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ახორციელებდნენ საზოგადოებრივ სამუშაოებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ხარაგაულში საზოგადოებრივ სამუშაოებზე, სექტემბრის თვის საბოლოო მონაცემებით, 889 ადამიანი დასაქმდა. ბენეფიციარებისთვის სამუშაოს მიმწოდებლები არიან ხარაგაულის სათნოების სახლი, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი, ბაღების გაერთიანება,  კულტურისა და ხელოვნების ცენტრი და გაზეთი ,,ახალი ხარაგაული“. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს შესაბამის სამუშაო გარემოს სთავაზობს. დასაქმების პროგრამაში ჩართული პირები საზოგადოებრივ სამუშაოებს ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სათნოების სახლში ბენეფიციარები საკვების მომზადება, დაფასოებასა და მომსახურებაში ინაწილებენ პასუხისმგებლობებს. ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სოციალურად დაუცველი ბენეფიციარები შენობა-ნაგებობების, ეზოს მოვლა-დასუფთავების და აღმზრდელთათვის არაკვალიფიციური დამხმარის სტატუსით დასაქმდნენ. ხარაგაულში დასაქმების პროგრამის ბენეფიციარები ასევე მუშაობენ კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურში. სწორედ მათ მიერ ხდება , სოფლებში ქაოტური ნაგავსაყრელების და სასაფლაოების ტერიტორიის დასუფთავება, არხების და გზების გაწმენდა. საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება. დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს http://ssa.gov.ge  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/11asdasdasd55asd55adfasdf.jpg
10/10/2022 10:54

13 ოქტომბერს ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, იზა ვეფხვაძის ინფრომაციით, 13 ოქტომბერს, ხუთშაბათს,  13 საათზე  ინოვაციების ცენტრში ლიტერატურულ კონკურს   ,,ოდეონი"-ს გამარჯვებულთა დაჯილდოება  გაიმართება. ,,ოდეონი“-ს ჟიურიმ საკონკურსო ნამუშევრები უკვე განიხილა და შედეგები შეაჯამა. პირველი ადგილზე,  პოეზიის ჟანრში,  ვალერი გოგნაძე დასახელდა. მეორე ადგილზე,  პროზაში,  ირინა კუპატაძე, დასახელდა. მესამე ადგილზე, პროზის ჟანრში, ჟიურის გადაწყვეტილებით  შორენა ღამბაშიძე. ჟიურის წევრი მზიკო აბულაძე ამბობს, რომ  ახალ ამპლუაში ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო. ,,ნამუშევრების შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები იყო თუ როგორ პასუხობდა თემას, რამდენად ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი, და ასევე იკვეთებოდა თუ არა რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა.“ ირინე ჩხეიძე: ,,განსხვავებული პროფესიის ადამიანი ვარ და უფრო ემოციებზე გავაკეთე აქცენტი. რა თქმა უნდა, ემოციები იყო,  რადგან თვითონ თემაა ემოციური და კონკურსი, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  მიმდინარეობდა. ნაშრომების უმრავლესობა ამ თემაზეა შექმნილი. მიხარია რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც სოხუმი არ ახსოვთ, საინტერესო ჩანახატები სწორედ ამ თემაზე შექმნეს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.“ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი; ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის“ დამაარსებლის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 19 საკონკურსო ნამუშევარი ერთ წიგნად დაიბეჭდება.   ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა , ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გამართა. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/310394938_393195899686636_3493567423073203482_n.jpg
07/10/2022 14:21

ხარაგაულის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსად მარინა კვინიკაძე დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იურიდიული განყოფილების უფროსად, დახურული კუნკურსის საფუძველზე , მარინა კვინიკაძე დაინიშნა. მარინა კვინიკაძეს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. მუშაობდა ხარაგაულის მაგისტრატ სასამართლოში სხდომის მდივნად, შემდეგ კი მოსამართლის თანაშემწედ. მარინა კვინიკაძე 2011 წლიდან, ამ დრომდე, ზესტაფონის რაიონული მოსამართლის თანაშემწის ადგილს იკავებდა.                      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd2a4sd5as5da5sd.JPG
07/10/2022 14:21

ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებებია

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იურიდიული განყოფილების უფროსად, შიდა კუნკურსის საფუძველზე , მარინა კვინიკაძე დაინიშნა. ამ დრომდე, მარინა კვინიკაძე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა. ინგა თურქაძე, რომელიც ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა, კარიერული განვითარების საფუძველზე , შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში, მერის ბრძანებით შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების, III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში, ნანა თხელიძე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. ასევე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ,ზედამხედველობის საკითხებში, ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.                
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/311027247_5499308186773078_4624634561192770446_n.jpg
06/10/2022 17:14

ლიტერატურული კონკურსის  ,,ოდეონი' - ს შედეგები ცნობილია

დღეს ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი“-ს ჟიურიმ სამუშაო ფორმატში  საკონკურსო ნამუშევრები განიხილა და შედეგები შეაჯამა. პირველი ადგილზე,  პოეზიის ჟანრში,  ვალერი გოგნაძე დასახელდა. მეორე ადგილზე,  პროზაში,  ირინა კუპატაძე, დასახელდა. მესამე ადგილზე, პროზის ჟანრში, ჟიურის გადაწყვეტილებით  შორენა ღამბაშიძე. ჟიურის წევრი მზიკო აბულაძე ამბობს, რომ  ახალ ამპლუაში ძალიან საინტერესო გამოცდილება მიიღო. ,,ნამუშევრების შეფასებისას ჩემი კრიტერიუმები იყო თუ როგორ პასუხობდა თემას, რამდენად ორიგინალურად იყო გადაწყვეტილი, და ასევე იკვეთებოდა თუ არა რომელიმე ლიტერატურული მიმდინარეობა.“ ირინე ჩხეიძე: ,,განსხვავებული პროფესიის ადამიანი ვარ და უფრო ემოციებზე გავაკეთე აქცენტი. რა თქმა უნდა, ემოციები იყო,  რადგან თვითონ თემაა ემოციური და კონკურსი, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს,  მიმდინარეობდა. ნაშრომების უმრავლესობა ამ თემაზეა შექმნილი. მიხარია რომ ახალგაზრდებმა, რომელთაც სოხუმი არ ახსოვთ, საინტერესო ჩანახატები სწორედ ამ თემაზე შექმნეს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.“ ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი; ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორის, ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონის“ დამაარსებლის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, 19 საკონკურსო ნამუშევარი ერთ წიგნად დაიბეჭდება. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა , ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ ხუთწლიანი შესვენების შემდეგ გამართა.  27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა.                    
სრულად