დღეს ხარაგაულის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც საკრებულოს წევრებს მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ბანცაძემ წარუდგინა.
საკრებულომ მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების თაობაზე მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის
განხორციელების წესი დაამტკიცა.