სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
ცვლილების თანახმად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელ პროექტების ნუსხას ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის მშენებლობის საკითხი დაემატა.
სოფლის ამბულატორიის მშენებლობა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობამ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია, იდეის ირგვლივ ოთხი სოფლის მოსახლეობა გაერთიანდა და ერთ საერთო პრიორიტეტზე შეჯერდა.
პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 37 000 ლარით, ხოლო ხარაგაულის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარით დაფინანსდა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 178 პროექტი განხორციელდება, რომელზეც 1 124 000 ლარი დაიხარჯება.
აღნიშნული ცვლილება 3 აპრილის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგს დაემატება.