სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/debeuleba_meria/zfvbh.jpg

ხარაგაულში გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსი ცხადდება

ASB საქართველო, ღია სივრცე კავკასია, უფლებები საქართველო, მედია ცენტრი კახეთი, ერთად რეალური ცვლილებებისთვის და ფონდი აფხაზინტერკონტი ახორციელებენ პროექტს ,,გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა". პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტია ხარაგაული. სამიზნე ჯგუფი, გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, დევნილი ქალები, ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლადი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და შშმ ბავშვების დედები, მარტოხელა დედები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს,არასამთავრობო სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებისა და სოციალურ საწარმოებებისთვის.

პროექტი “გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და მისი ძირითადი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერება გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად. 

პროექტის ხანგრძლივობაა 3 წელი.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საზოგადოებაში ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას. კონკურსი ასევე წაახალისებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას.

საგრანტო კონკურსი მოიცავს ორ მიმართულებას: ფინანსურ მხარდაჭერას სოციალური ბიზნესისთვის (1) და სოციალური სერვისების განვითარებას (2).  შესაბამისად, საგრანტო კონკურსი შედგება 2 ლოტისაგან:

 1-ელ ლოტში წარმოდგენილი უნდა იყოს ბიზნესზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებული საპროექტო იდეები (დასაქმება, შრომითი ინტეგრაცია და ა.შ.) სამიზნე ჯგუფების საზოგადოებაში ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით.

მე-2 ლოტში, წარმოდგენილი უნდა იყოს იდეები, რომლებიც დაკავშირებულია სოციალურ მომსახურებასთან (მაგ: სოციალური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, რეაბილიტაციის, ფსიქოლოგიური, ან სხვა შესაბამისი სერვისები) სამიზნე ჯგუფების საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის მიზნით.

მნიშვნელოვანია განმცხადებლების თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალური თანამონაწილეობა (ფულადი ან/და არაფულადი), რომლის მინიმალური ზღვარი უნდა იყოს პროექტის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 5%. ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამონაწილეობა შემოთავაზებულ პროექტებში ფულადი ან/და არაფულადი შენატანების სახით წარმოადგენს საბოლოო შერჩევის აუცილებელ წინაპირობას. ასევე აუცილებელი პირობაა, რომ წარმოდგენილი საპროექტო იდეა სიახლე იყოს ორგანიზაციისათვის.

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი მინიმალური თანხაა 12 ათასი,  ხოლო მაქსიმალური 15 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში არსებული კურსის მიხედვით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არასამეწარმეო იურიდიულ პირებად (აიპ) რეგისტრირებულ არასამთავრობო სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და სოციალურ საწარმოებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ არარეგისტრირებულ საინიციატივო ჯგუფებს, რომლებსაც კონკურსში წარმატების მიღწევის შემთხვევაში ექნებათ ორგანიზაციებად (აიპ) რეგისტრაციის ვალდებულება.

მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://asb.ge/ka/siaxleebi/34-sagranto-konkursi

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე info@asb.ge თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „PASS 2023“. ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

პროექტის იდეების შემოტანის ბოლო ვადაა 2023 წლის 10 აპრილი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება.

27 მარტს გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

შეხვედრაზე დასასწრები ბმული:

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/89594159488…

Meeting ID: 895 9415 9488

Passcode: 277980

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 815 - ჯერ