სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
ბიუროს წევრებმა იმ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელსაც საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ.
საკრებულოს სხდომა 1 მაისს გაიმართება
სხდომაზე შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი, ვარლამ ჭიპაშვილი
ა(ა)ი.პ "ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხს: თამარ ლაცაბიძე
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: გივი კურტანიძე