სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/175137879_122036853314287_8376075753207461391_n.jpg

,,დოდოს მოლოდინში“ - ხარაგაულის თეატრი იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ემზადება

ხარაგაულის სახალხო თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე დათო ტურაშვილის პიესით ,,დოდოს მოლოდინში“ წარსდგება.

პიესაზე დასმა მუშაობა უკვე დაიწყო და სამაგიდო მუშაობიდან სცენაზე გადაინაცვლა.

,,დოდოს მოლოდინში“ უკვე დადგმულია სხვადასხვა თეატრალურ სცენებზე. პიესა ემიგრაციის თემას და საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებში მოღვაწე ათასობით ქართველ ქალს ეძღვნება , ვისთვისაც საქართველოში დაბრუნება, ყველაზე სანუკვარი ოცნებაა.

ირინე ჩხეიძე:

,,თემა რომელსაც  ჩვენ შევეხეთ ძალიან აქტუალურია, ბევრი ადამიანი არის წასული საზღვარგარეთ ემიგრაციაში, თუნდაც ხარაგაულიდან, სწორედ ამ პრობლემას ეხება ეს სპექტაკლი. ეს არის იუმორით შეზავებული დრამა, სადაც გადმოცემულია რამდენიმე ქალის ისტორია.

ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლს პირველად იმერეთის თეატრლურ ფესტივალზე ითამაშებს, რომელიც 10 ივნისს დაიწყება.

სპექტაკლის რეჟისორი – ირინე ჩხეიძე

მხატვარი – გაიოზ შუბითიძე

მამა – ვასილ კიკნაძე

უმცროსი ვაჟი – გიორგი ჭიპაშვილი

უფროსი ვაჟი – დავით ჭყოიძე

დოდო – ლია ჭიპაშვილი

ნაირა - ირინე ჩხეიძე

ლილი – მაია ბერაძე

ოთარი – ბათუ კიკნაძე

კირია მარია – ლუიზა კიკნაძე

ხარაგაულის სახალხო თეატრი მონაწილეობას მიიღებს ასევე სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე, სადაც რეზო კლდიაშვილის ,,იმერულ რექვიემს“ ითამაშებს.

 

ნანახია: 864 - ჯერ