პროექტის ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი” ფარგლებში საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.
სულ შემოვიდა 35 საპროექტო წინადადება.
მერის ბრძანებით, პროგრამის განსახორციელებლად, შექმნილი სამუშაო ჯგუფი შემოსულ წინადადებებს 2 მაისამდე განიხილავს.
ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ინდივიდუალურად გაგაცნობთ კენჭისყრის ეტაპზე გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.
ინფორმაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა.
პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა.
ხარაგაულის მერს , კობა ლურსმანაშვილს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG) მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა.
საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილიდან - 1 მაისამდე გაგრძელდება.
კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისიდან - 16 მაისამდე;
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისიდან - 31 მაისამდე;
ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.