სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_asdDSC0340.JPG
19/05/2022 12:21

,,ჩვენი სამოსი ჩვენი ისტორიაა“ - ამ სახელწოდებით ხარაგაულის ქუჩებში მსვლელობა მოეწყო

„ჩვენი სამოსი ჩვენი ისტორიაა!“-  ამ სახელწოდებით მოეწყო მსვლელობა ხარაგაულის ქუჩებში, რომელსაც   ეროვნულ  კოსტიუმებსა და აქსესუარებში გამოწყობილი მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ - ების თანამშრომლები და სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ. კოსტიუმირებული მსვლელობა ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყო.  ქართული ეროვნული სამოსის გაცოცხლებულ ისტორიაში, ყველაზე პატარა პერსონაჟებიც მონაწილეობდნენ.  მსვლელობას პერფორმანსით შეუერთდა ქორეოგრაფიული ანსამბლ ,,მთიები“-ს მოცეკვავეები. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, ნინო დიდიძე: ,, უკვე წლებია ხარაგაული 18 მაისს განსაკუთრებულად ხვდება. ეროვნული სამოსის დღე ეს არის გაცოცხლებული ისტორია. ამ დღით იწყება მუზეუმების საერთაშორისო კვირეული, რომელშიდაც ძალიან ბევრი ადამიანია  ჩართული. ვულოცავ ყველას ამ დღეს , განსაკუთრებით მუზეუმის თანამშრომლებს.“ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ნიკოლოზ მაჭავარიანი: ,,ერთ-ერთი ულამაზესი დღეა და ეტყობა კიდეც ეს განწყობა ხარაგაულის ქუჩებს, დიდი თუ პატარა კოსტიუმებშია, თითქოს ჩვენ თვალწინ ისტორიული ფრაგმენტები ცოცხლდება. ეს მართლაც  გამორჩეული დღეა.“ კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე: ,,ძალიან მიხარია ყოველთვის 18 მაისი, როდესაც მაქვს შესაძლებლობა შევიმოსო ეროვნული სამოსით და ვიგრძნო ეს სიმდიდრე , იდენტობა. ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანი უნდა შემოგვიერთდეს. ამ დღეს ხარაგაულში ყოველთვის დიდი სიხარული და ამაღლებული განწყობა ახლავს.“  ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით მუზეუმების საერთაშორისო დღეს რამდენიმე ღონისძიება მიეძღვნა.  საგანმანათლებლო პროექტი „მოხალისე გიდების“  ფარგლებში,  მუზეუმის დარბაზებში, დამთვალიერებელს გიდობა გაუწიეს ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის და საღანძილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. ისტორიული მუზეუმის ეზოში სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც სურვილის შემთხვევაში  შესაძლებელი იყო სამახსოვრო ფოტოების გადაღება .  ეროვნული სამოსის დღე საქართველოში წელს მეოთხედ აღინიშნება და მასში ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა ქალაქია ჩართული.          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/281253826_7361723627232045_3090949714347919018_n_1.jpg
19/05/2022 12:17

ზურაბ ბანცაძე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა 

  ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად ზურაბ ბანცაძე დაინიშნა. ზურაბ ბანცაძეს აღნიშნულ სამსახურში მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება აქვს. იგი ბოლო პერიოდში ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა. ზურაბ ბანცაძემ სამსახურის უფროსის პოსტი საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ზრდის საფუძველზე დაიკავა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/WhatsApp%20Image%202022-05-17%20at%202.16.45%20PM.jpeg
19/05/2022 12:14

გრიგოლ ჭიპაშვილი მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსად დაინიშნა 

მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს უფროსად გრიგოლ ჭიპაშვილი დაინიშნა. გრიგოლ ჭიპაშვილი თანამშრომლებს მერის მოადგილე,დავით დევდარიანმა წარუდგინა. დავით დევდარიანი: ,,ბატონი გიორგი  არის გამოცდილი მენეჯერი,  მას მრავალ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აქვს. ეს სტრუქტურული ერთეული, ერთ - ერთი მნიშვნელოვანი სამსახურია. ვფიქრობ, ახალ ხელმძღვანელთან ერთად გუნდი კვლავ გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას.“ აღნიშნულ პოზიციაზე გრიგოლ ჭიპაშვილი ღია კონკურსის წესით დაინიშნა. ამ დრომდე იგი  ა(ა)იპ  „სპორტისა და შიდა ტურიზმის“ ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/280179645_415481363448935_7024994040051584392_n.jpg
17/05/2022 20:09

“მხიარულ სტარტებს” ვერტყვიჭალის საჯარო სკოლამ უმასპინძლა

„მხიარული სტარტების“ მორიგი თამაში ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში გაიმართა. ერთმანეთს ბორითის, ვერტყვიჭალის, ნადაბურისა და ხევის საჯარო სკოლები შეხვდნენ. “მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის პროექტია, რომელშიც ხარაგაულის ყველა სკოლაა ჩართული. საინტერესო და მხიარულ თამაშებში ჩემპიონის ტიტული ხევის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად. ვარლამ ჭიპაშვილი, მერის პირველი მოადგილე: “პანდემიის შედეგად გათვალისწინებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, სასიხარულოა რომ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა მოგვეცა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს აქვთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურულ გარემო და მათ სწავლა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სკოლაში უხდებათ. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა გამორჩეულია თავისი აქტივობებით და წარმატებებით. ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყოველთვის იქნება სკოლის, პედაგოგების და მშობლების გვერდით, რათა გვყავდეს გონიერი, განათლებული ახალგაზრდობა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავლის წარმატებისა და სიძლიერის გარანტი.“ ლენა აბაშიძე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი: „მხიარული სტარტების“ ჩატარება ძალიან კარგი ინიციატივაა. ბავშვები დადებითი განწყობით და სათანადოდ მობილიზებულები შეხვდნენ ამ პროექტს. სკოლას საუკეთესო მატერიალური ბაზა აქვს, რაც მოსწავლეების სპორტული მიღწევებისთვის ერთ-ერთი ხელის შემწყობი ფაქტორია. ბავშვები მონატრებულები იყვნენ მსგავსი სახის ღონისძიებაში მონაწილეობას, რადგან ორი წელია, მძიმე პანდემიის გამო, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები აღარ ჩატარებულა.” დღესვე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში თემატური კვირეულის ფარგლებში ამავე სკოლის მოსწავლის, წარმატებული სპორტსმენის , მადონა წიქარიშვილის ხსოვნისად მი მიძღვნილი სპორტული მარათონი გაიმართა. ტურნირში გამარჯვებული, ხევის საჯარო სკოლა, მადონა წიქარიშვილის სახელობის გარდამავალი თასით დაჯილდოვდა. ბავშვებს საჩუქრები მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა , საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით კიკნაძემ და იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ოთარ ლურსმანაშვილმა გადასცეს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/WhatsApp%20Image%202022-05-17%20at%202.16.44%20PM.jpeg
17/05/2022 16:01

რევაზ შერგელაშვილი „სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ დირექტორად დაინიშნა

ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ დირექტორად , რევაზ შერგელაშვილი დაინიშნა. კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერი: ,,მივიღე გადაწყვეტილება, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორად დაინიშნოს  რევაზ შერგელაშვილი.  იგი წლებია  საქმიანობს  სპორტისა  და  ტურიზმის   ცენტრში.  არის ახალგაზრდა, თავის საქმის პროფესიონალი და წარმატებული ადამიანი. მაქვს მოლოდინი, რომ ის ახალგაზრდულ გუნდთან ერთად  კარგად გაართმევს თავს ახალ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ , მისი რესურსი ამ პოზიციიდან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარაგაულში სპორტის და ტურიზმის განვითარებას“. ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის  ცენტრის“ დირექტორის პოზიცია ამ დრომდე გრიგოლ ჭიპაშვილს ეკავა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_12.png
16/05/2022 13:09

დღეს ბიუროს სხდომა გაიმართა

დღეს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განხილული იყო ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  მერიის   კულტურის,   განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ  საქმეთა      სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ წარადგინა. ირინე ჩხეიძის ინფორმაციით მაისის თვე გამორჩეულია ღონისძიებების სიმრავლით.  უახლოეს მომავალში, დაგეგმილ ღონისძიებები ხარაგაულში 18 მაისიდან დაიწყება. ,,18 მაისს ღონისძიებით აღინიშნება „მუზეუმების საერთაშორისო დღე“,  26 მაისს-დამოუკიდებლობის დღე, ივნისის დასაწყისში დაგეგმილია სპექტაკლის პრემიერა „მაცეკვე ტანგო“, ასევე ვემზადებით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალისთვის“   ირინე ჩხეიძემ ანგარიშში წარმოადგინა ასევე,  კულტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელებული ღონისძიებები და სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევები. სხდომაზე  განხილული იყო შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   განათლების ,  კულტურის   და   ხალგაზრდულ   საქმეთა   კომისიის   ანგარიში   გაწეული   მუშაობის   შესახებ                                                                                                 მომხსენებელი: მარინე ხვედელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    მერიის     კულტურის ,    განათლების ,  სპორტის   და   ახალგაზრდულ    საქმეთა     სამსახურის     ანგარიში   გაწეული   მუშაობის   შესახებ                                                                                                                    მომხსენებელი: ირინე ჩხეიძე   3.       არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს   კულტურის და ხელოვნების ცენტრი ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ                                                                                                                                                                          მომხსენებელი: ნიკოლოზ მაჭავარიანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის შექმნის შესახებ  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0175.JPG
13/05/2022 20:00

ხარაგაულელი პოეტის, ვალერი გოგნაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში,  ვალერი გოგნაძის ლექსების კრებულის ,,ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში სხვადასხვა დროს დაწერილი საუკეთესო ლექსები შევიდა. ღონისძიებას ბატონი ვალერის შემოქმედებით დაინტერესებული პირები და წიგნის გამომცემლები ესწრებოდნენ.  დამსწრეთა შორის იყო  მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ,,ჩემი დღეების თეთრი წყვდიადი" ვალერი გოგნაძის მეშვიდე წიგნია. პრეზენტაციაზე, მიწვეულმა სტუმრებმა ვალერი გოგნაძის შემოქმედებაზე და ახალ კრებულში შესულ ლექსებზე ისაუბრეს.   ახალ კრებულში შესული ლექსები მხატვრულად წაიკითხეს  N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი: „ბატონი ვალერის  ყველა კრებული ჩვენთვის აღმოჩენაა.  მისი შემოქმედება ძალიან ჰგავს მის  პიროვნებას. სწორედ, რომ უბრალოებაშია სიდიადე. ყოველი ლექსი, მისი სულიდან ამოსული სტრიქონებია და ყველა ჩვენგანის სათქმელს ამბობს.“   ირინე ჩხეიძე, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი: „ვალერი გოგნაძის ლექსი, როცა ბავშვი ვიყავი პირველად მაშინ წავიკითხე. დღეს მან უკვე მეშვიდე კრებული გამოსცა, რაც ნამდვილად დასაფასებელია. მიხარია რომ ხარაგაულში ცხოვრობს ვალერი გოგნაძე და ქმნის შესანიშნავ ლექსებს.“  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/122720285_2922133048033849_4459492732752279476_n.jpg
12/05/2022 15:26

მოლითი - ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელ-მწიფოებრივი გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ 24+620 კმ 50+244) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 22 ივნისი. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ საქართველომ მიიღო დაფინანსება აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) შიდასახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით. აღნიშნული სახსრების ნაწილი გამოყენებული იქნება ზემოაღნიშნული კონტრაქტის დასაფინანსებლად. ტენდერი ღიაა აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყნების უფლებამოსილი მონაწილეებისათვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი („შემსყიდველი“) იწვევს უფლებამოსილ მონაწილეებს დალუქული სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად ძირულა-ხარაგაული-მოლითიფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის, მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის (კმ24+620-დან 50+244 კმ მდე) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით (სარეაბილიტაციო სამუშაოების ხანგრძლივობა 30 თვე).  საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობა (ტენდერი) წარიმართება აზიის განვითარების ბანკის ერთეტაპიანი, ერთი კონვერტის პრინციპის სატენდერო პროცედურით და ღიაა ყველა უფლებამოსილი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილესათვის, როგორც ეს სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/280725832_3365953676985115_3030496970288027767_n.jpg
11/05/2022 19:14

მაცეკვე ტანგო - ხარაგაულის სახალხო თეატრი პრემიერისთვის ემზადება

ხარაგაულის სახალხო თეატრი პრემიერისთვის ემზადება.  თეატრალური დასი რეპეტიციებს აქტიურად გადის. დასს რეპეტიციების დროს, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი  ეწვია და  თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს და მსახიობებს წარმატებები უსურვა. ,,მაცეკვე ტანგო” - ასეთი სახელწოდება ექნება  სპექტაკლს, რომელსაც თეატრი  იმერეთის თეატრალური ფესტივალისთვის ამზადებს.  სპექტაკლის პრემიერა ხარაგაულში  ივნისის ბოლოს გაიმართება. ,,ამჯერად  ჩვენი თეატრი კომედიურ ჟანრზე მუშაობს. მინდა  ჩვენთან   ყოფნის ერთი საათით განიტვირთოთ და შინ სასიამოვნო ემოციით დაბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს ახლა განსაკუთრებით გვჭირდება’’- აცხადებს სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე. პიესის ავტორი ნინო მირზიაშვილი.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე. სპექტაკლით თეატრი  იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე წარსდგება. იმერეთის თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად  14 ივნისს გაიხსნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/280207212_1025393241681386_7811388305313780170_n.jpg
11/05/2022 11:44

აჩუქე სიცოცხლე - ხარაგაულის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა. სისხლის დონაციის აქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-ების, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, და მოხალისეები ჩაერთნენ.  იმერეთის რეგიონული სისხლის ბანკის დირექტორის, ლაშა გოგოლაძის ინფორმაციით, ხარაგაულში, აქციაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალი  იყო „სისხლის უანგარო აქციაში მონაწილეთა აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. ასეთი პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, მერიის შესაბამის სამსახურებს  და თითოეულ დონორს- " აცხადებს ლაშა გოგოლაძე.  დონაციის პროცესს, სოციალური სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე აკვირდებოდა.  როგორც ლაშა გოგოლაძემ განაცხადა სისხლის უანგარო დონაციის აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება. გაღებული სისხლი  საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება. სისხლის დონაციის შემდეგ ყველა დონორს  ექვსი სახის ანალიზი ჩაუტარდება.  დონორებს, გამოკვლევის შედეგები ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში მიეწოდებათ.    
სრულად