სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/adfvad.gif

გაზაფხულის ხარაგაული - მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ფოტოკონკურსს აცხადებს

ხარაგაულის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი მოსწავლეებისათვის ფოტოკონკურსს თემაზე "გაზაფხულის ხარაგაული" აცხადებს.

 

საკონკურსო ფოტო აუცილებლად უნდა იყოს მოსწავლის მიერ გადაღებული, ხარაგაულის ან ხარაგაულის სოფლების ღირსშესანიშნაობებზე. (ტაძრების, ციხის ნანგრევების, ტბის, მდინარის, რაიმე ისტორიული ადგილის, სოფლის ხედის, ქუჩები და შენობების და ა.შ.)

 

ფოტოს თან უნდა ერთოდეს აღწერა.

 

გაითვალისწინეთ, რომ ფოტოები ზუსტად უნდა ესადაგებოდეს ფოტოკონკურსის პირობებს.

 

ფოტოების მიღება გაგრძელდება, ერთი კვირის მანძილზე 26 აპრილამდე, რომლებიც  27 აპრილს გამოქვეყნდება მოსწავლეთა სახლის ფეისბუქგვერდზე .

 

გამოვლინდება ორი გამარჯვებული: ერთი ფოტო- ფეისბუქ მოწონებების რაოდენობის მიხედვით, ხოლო მეორე- ჟიურის რჩეული.

 

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 4 მაისს.

 

ფოტოები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე @Marikakharatishvili16@gmail.com

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ 57760 75 56

 

ნანახია: 468 - ჯერ