ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, სათავგადასავლო ტურ-თამაშები ვახანის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ადგილი მარელისის, ხოლო მესამე ადგილი ვარძიის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.
პროექტი ახალგაზრდული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.
თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 9 მონაწილისგან: 4 გოგო, 4 ბიჭი და 1 მასწავლებელი.
მონაწილეთაგან გამარჯვებული გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ტურ-თამაშებში სულ 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას.