სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdjf4ddf.jpg

ხარაგაულის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართა

შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ინსტრუმენტალურმა ანსამბლმა ,,გრავე" ხარაგაულის ცენტრალურ პარკში კონცერტი გამართა.

მუსიკალურ საღამოს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი, მერის თანაშემწე ჟანა ნემსაძე და ხარაგაულის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალ რეკრეაციულ სივრცეში, სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელმა, ლალი ალექსიძემ, ხარაგაულელებს, ცოცხალი ბენდის მიერ შესრულებული სხვადასხვა მუსიკალური კომპოზიციები შესთავაზა.

ბენდთან ერთად სიმღერები შეასრულეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, ირინე ჩხეიძემ, ვასიკო კიკნაძემ და სალომე კვირიკაშვილმა.

საღამო ფოიერვერკით დასრულდა.

 

ნანახია: 229 - ჯერ