სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_6.jpg

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 7 საკითხი განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა, რომელმაც დეპუტატებს  მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

2023  წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ.

საკრებულოს წევრებმა ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:

2.ა(ა)ი.პ "ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ  დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

                                                                                                მომხს: თამარ ლაცაბიძე

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“    -      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე;

                                                                                       მომხს: კახაბერ გოლუბიანი                 

 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;                                                                                              

                                                                                                   მომხს: გივი კურტანიძე

5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) ექვსი თვის ვადით  და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) ერთი წლის ვადით  კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის  პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით,  იჯარის ფორმით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

                                                                                             მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

                                                                                                მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

                                                                                                 მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

 

ნანახია: 403 - ჯერ