სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/rcheuli.jpg

ხარაგაულის ,,რჩეული მოსწავლე” ცნობილია

ხარაგაულის კინოთეატრში, ახალგაზრდული ფესტივალის, ,,გაზაფხულის ხარაგაული" ფარგლებში, პროექტი  ,,რჩეულის" ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ინტელექტუალურ თამაშს ხარაგაულის  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე ესწრებოდნენ.

თამაშს პროექტის ავტორი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი უძღვებოდა.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვებს წარმატებით გაართვა თავი და ,,რჩეული" მოსწავლის ტიტული დაიმსახურა ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელენე გორგაძემ.

პროექტში ,,რჩეული“ პირველ ადგილზე გავიდნენ: მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე, ლიზი დევდარიანი და ბორის სკოლა-პანსიონის მოსწავლე, თამთა პავლაძე.

პროექტის გამარჯვებული მოსწავლეები მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა დააჯილდოეს.

დღეს  ,,რჩეულის" ტიტულის მოსაპოვებლად 9 მოსწავლე იბრძოდა:

მეორე ადგილზე გავიდნენ:

ნინო ცუცქირიძე - მოლითის საჯარო სკოლა

დემური ბერაძე - ხიდრის საჯარო სკოლა

ბაჩუკი ღონღაძე - ვარძიის საჯარო სკოლა

მესამე ადგილი დაიკავეს:

ლუკა თაბუკაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლა

ლუკა მოდებაძე - ლაშის საჯარო სკოლა

გიორგი სახვაძე - უბისის საჯარო სკოლა

 თამაშის მიმდინარეობისას მონაწილეთა პასუხებს სპეციალური ჟიური აჯამებდა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: იზა ვეფხვაძე, მარინა ვეფხვაძე და ალექსი კიკნაძე.

,,რჩეულის” ტიტულის მოსაპოვებლად კონკურსის პირველ ტურში 300-ი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

მე-2 ტურში 26 საუკეთესო მოსწავლე გადავიდა, დასკვნით ეტაპზე გადასული 9 ფინალისტიდან ,,რჩეულის“ ტიტული ერთმა მოსწავლემ მიიღო.

ნანახია: 345 - ჯერ