სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/314586648_1128409397879355_4345871088476022416_n.jpg
14/11/2022 11:38

შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“  იწყება

ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის შემეცნებითი კონკურსი „ვიცნობდეთ ხარაგაულს“ იწყება.  პროექტის ორგანიზატორია ა.(ა)ი.პ. „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“, მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.  კონკურსის მიზანი ნიჭიერი,  შემოქმედი, ახალგზრდების გამოვლენა და მათი წახალისებაა. საკონკურსო  თემა ხარაგაული იქნება. მოსწავლეებს შეუძლიათ ნ ზეინაბ ბუაჩიძის წიგნით - „ხარაგაულის ქრონიკები“ და იზა ვეფხვაძის წიგნით - „ხარაგაული“ იხელძღვანელონ. კონკურსი ზონების მიხედვით გაიმართება და მასში მონაწილეობა IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ.   ბორითის ზონაზე, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში, კონკურსი 24 ნოემბერს 11 საათზე დაიწყება. თამაშში მონაწილეობას მიიღებენ:   ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა ხევი საჯარო სკოლა ნადაბურის საჯარო სკოლა ხუნევი-გედსამანიის საჯარო სკოლა ვაშლევის საჯარო სკოლა ბორითის საჯარო სკოლა უბისის საჯარო სკოლა ღორეშის საჯარო სკოლა    კიცხის საჯარო სკოლაში 30 ნოემბერს  11 საათზე შემდეგი საჯარო სკოლები შეეჯიბრებიან ერთმანეთს. კიცხის საჯარო სკოლა ხიდრის საჯარო სკოლა ვარძიის საჯარო სკოლა წყალაფორეთის საჯარო სკოლა ბორის საჯარო სკოლა მოლითის საჯარო სკოლა  25 ნოემბერს,  11-საათი . მოლითის საჯარო სკოლა წიფის საჯარო სკოლა ზვარის საჯარო სკოლა მარელისის საჯარო სკოლა ლეღვნის საჯარო სკოლა ვახანის საჯარო სკოლა დაბა ხარაგაულში შეხვედრა სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში 6 დეკემბერს 11 საათზე დაიწყება. ერთმანეთს შეეჯიბრებიან. წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია II საჯარო სკოლა III საჯარო სკოლა საღაძილის საჯარო სკოლა ლაშის საჯარო სკოლა ბაზალეთის საჯარო სკოლა სარგვეშის საჯარო სკოლა  დაჯილდოების საზეიმო ცერემონია კინოთეატრში 20 დეკემბერს, 11 საათზე, გაიმართება. გამარჯვებულ მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_2_1.png
14/11/2022 09:36

15 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ იმსჯელებენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება. დღის წესრიგის მიხედვით განხილული იქნება ერთი საკითხი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. ბიუროს წევრებს საკითხს განსახილველად, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარუდგენს.   ბრძანება -ბიურო ბრძანება-საკრებულო საკითხთა ნუსხა დრის წესრიგი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/125547_DSC0058.JPG
11/11/2022 16:58

ხარაგაულის მუზეუმში ლიკა ხიჯაკაძის პირველი გამოფენა მოეწყო

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლიკა ხიჯაკაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. გამოფენა შემოდგომას და ხარაგაულს მიეძღვნა. ლიკა ხარაგაულელია, უყვარს ფოტოების გადაღება და მის გალერეაში ხარაგაულის და ბუნების უამრავი ფოტოა. გამოფენას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე, მამა თომა (ლაცაბიძე), მამა პავლე (ცერცვაძე) და ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლიკა ხიჯაკაძე - „ბავშვობიდან მიყვარს ფოტოების გადაღება და ფერები. ჩემი კადრებიც ძირითადად ბუნებაშია გადაღებული. ვცდილობდი ფოტოები გამეზიარებინა ჩემი მეგობრებისთვის, თუმცა გამოფენაზე არ მიფიქრია. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ხარაგაულის  მუზეუმის  თანამშრომლებს.  ჩემი პირველი  პერსონალური  გამოფენა დიდი მოტივაციაა,  რომ  ფოტოგრაფიას უფრო მეტი დრო დავუთმო.“ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, ნინო დიდიძემ ლიკა ხიჯაკაძეს დიპლომი - „შემოდგომის ფერები“ გადასცა და წარმატებები უსურვა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/kaxaasdasd.JPG
11/11/2022 16:55

ხარაგაულში მხატვარ კახა დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში მწერალთან და მხატვართან, კახა დევდარიანთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძე, მამა თომა (ლაცაბიძე), მამა პავლე (ცერცვაძე) და ადგილობრივი თვითმმართვერლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კახა დევდარიანი წარმოშობით ხარაგაულელია, პროფესიით მხატვარი, მისი  ნოველები 1980-იან წლებში გამოვიდა და მას შემდე ჩართულია ლიტერატურულ ცხოვრებაში. შეხვედრაზე ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა კახა დევდარიანის ნოველები წაიკითხეს. მუზეუმის დირექტორი, ნინო დიდიძე აღნიშნავს - „ბატონ კახას, მუზეუმთან კავშირი ჰქონდა როგორც შემომწირველს. შევთავაზეთ მისი გამოფენა გაგვეკეთებინა, თუმცა გადაწყვიტა პირველად ამ კუთხით მოგვეწყო მისი წარდგენა საზოგადოებასთან.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ingas.jpg
11/11/2022 12:11

16 ნოემბერს ხარაგაულის თეატრი ,,დარისპანის გასაჭირს“ ოზურგეთში ითამაშებს

16 ნოემბერს, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალური დასი, სსპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, ქალაქ ოზურგეთში გაემგზავრება. თეატრი, სპექტაკლს „დარისპანის გასაჭირს“ გამართავს, რომელიც დიდი ქართველი დრამატურგის, დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილეს მიეძღვნება. ,,დარისპანის გასაჭირი“  პირველად ირინე ჩხეიძის  რეჟისორობით 2015 წელს დაიდგა. თეატრი სპექტაკლით იმერეთის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგა და  ნომინაციაში  ,,ანსამბლური სპექტაკლი“ გაიმარჯვა. 2016 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ გორში გამართულ, საქართველოს სახალხო თეატრების ფესტივალზე, სადაც სპექტაკლის რეჟისორმა, ირინე ჩხეიძემ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში გაიმარჯვა.  2017 წელს ხარაგაულის სახალხო თეატრი სპექტაკლით, ლატვიაში, ქალაქ ლიმბაჟის თეატრალურ  ფესტივალზე წარსდგა. მრავალჯერ გაიმართა სპექტკალის ჩვენება საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებში. ხარაგაულის მერიის ინიციატივით, დავით კლდიაშვილის საიუბილეო თარიღი ხარაგაულში უკვე აღინიშნა. ხარაგაულის სახალხო თეატრმა, სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“ საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის გამართა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasd55gfa5geeddaf.PNG
10/11/2022 15:10

16 ნოემბერს მოსწავლეთა შორის  ,,რა? სად? როდის?“ დაიწყება

ხარაგაულის „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების  მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ იწყება. პირველი ტური ხარაგაულის კინოთეატრში 16 ნოემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება. თითოეულ გუნდი 6 მოსწავლით დაკომპლექტდება. პირველ ეტაპზე ყველა გუნდი ერთად ითამაშებს. დასმული იქნება 20 ინტელექტუალური შეკითხვა და გუნდს პასუხის მოსაფიქრებლად მიეცემა ერთი წუთი. სამი საუკეთესო გუნდი  მეორე ტურში გადავა, სადაც ისინი ცალცალკე ითამაშებენ მრგვალ მაგიდასთან. მათგან საუკეთესო ზამთრის სერიის გამარჯვებული გახდება.   გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით, ასევე, გამოვლინდება სეზონის მოაზროვნე მოსწავლეებს შორის, რომელსაც „ბროლის ბუ“ გადაეცემა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0126_1.JPG
10/11/2022 13:12

,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ - ხარაგაულში თეატრ-სტუდია ,,მოდინახემ“ სპექტაკლი გამართა

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სახალხო თეატრ-სტუდიამ ,,მოდინახე“ სპექტაკლი გამართა.  ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია",  ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესის მიხედვით დაიდგა.  სპექტაკლის ჩვენება მაყურებლის  ოვაციითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დასრულდა. რეჟისურა და სცენოგრაფია - ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობდნენ: კოკა - გიორგი ჭანტურია მარიამ პატაშური, ქეთევან სირბილაძე, სალომე ამირიძე, ნატალია გურგენიძე, ნინო ბუცხრიკიძე, ნანი და ლიკა ბარათაშვილები, გიორგი ანთიძე, ოთარ დვალიშვილი, სერგო შავდათუაშვილი და მთელი დასი. ,,ხარაგაული, თავისი კულტურული ტრადიციებით, გამორჩეული  ადგილია ჩემთვის, სადაც ჩამოსასვლელად განსაკუთრებულად  ვემზადებოდი. მადლობა გულთბილი დახვედრისთვის“- ასეთი სიტყვებით მიმართა დარბაზს, სპექტაკლის რეჟისრორმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ. ნუგზარ ბუცხრიკიძემ ასევე მადლობა გადაუხადა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს და ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორს , ირინე ჩხეიძეს  120 წლის თეატრის მსახურებისათვის და კულტურული ტრადიციების გაგრძელებისთვის. ხარაგაულსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სახალხო თეატრ-სტუდიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გაცვლას ითვალისწინებს. უახლოეს მომავალში ხარაგაულის სახალხო თეატრი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპექტაკლს ,,მაცეკვე ტანგო“ წარადგენს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_90.jpg
07/11/2022 16:20

ხარაგაულის კლინიკაში თვეში ერთხელ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

დაბა ხარაგაულში სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიას, ხარაგაულის საკრებულოს და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს შორის  აქტიურმა კომუნიკაციამ პირველი შედეგი გამოიღო. როგორც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი გვაწვდის ინფორმაციას, თვეში ერთხელ ხარაგაულის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება. პირველი ასეთი აქცია  12 ნოემბერს დაიგეგმა. აქცია 11 საათზე დაიწყება. აქციის ფარგლებში  ხარაგაულის საავადმყოფოში, დაბის მოსახლეობა შემდეგი სპეციალისტებისგან შეძლებს მომსახურების მიღებას: ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ინფექციონისტი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, უროლოგი.  მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე: ,,მქონდა მოლაპარაკებები, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელებთან და ამ მოლაპარაკებების შედეგად შევთანხმდით, რომ პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის საავადმყოფოში ჩამოვა ექიმ სპეციალისტთა ჯგუფი ქუთაისის ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან და მოქალაქეთა მიღებებს უფასოდ გამართავს.” აქციის იდეაა, მაქსიმალურად გაიზარდოს მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რათა მოსახლეობას შესაბამისი მომსახურების მისაღებად არ უწევდეს გადაადგილება სხვა ქალაქებში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0061.JPG
07/11/2022 13:06

ხარაგაულის საკრებულოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა. დღეს გამართულ ხარაგაულის საკრებულოს სხდომას მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში, წარადგინა ამავე სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა. დეპუტატებმა სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.   სხდომაზე ინგა ლუსმანაშვილმა  დეპუტატებს სოფელ ბაზალეთის, ვარძიის, ვახანის, ფარცხნალის და სარგვეშის სასოფლო ამბულატორიების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გააცნო ინფორმაცია.  როგორც მან განმარტა, სახელმწიფო აღნიშნულ ამბულატორიებს მომავალში სამართავად სამედიცინო ჰოლდინგს გადასცემს, რათა სოფლებში საექიმო დაწესებულებების საქმიანობა გაუმჯობესდეს.   სხდომაზე ასევე განიხილეს ა.ა.ი.პ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ანგარიში. ანგარიშის ირგვლივ დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ა.ი.პ.ის ხელმძღვანელი, ზაზა კაციტაძე და მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი პასუხობდნენ. საკითხის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია მიუსაფარი ძაღლების მოვლა-პატრონობის საკითხმა. საკრებულოს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: 1..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი   2.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,, ხარაგაულის დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანება “ - ს ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; მომხს : ზაზა კაციტაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბაზალეთის და სოფელ ვარძიის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ხიდარში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახანში და სოფელ ფარცხნალში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების, გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ სარგვეშში მდებარე 200,00 კვმ არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 36.07.34.241) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hუნან ღოად ანდ Bრიგდე ჩონსრტაქციონ LთD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ( იჯარის ფორმით), ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე , ჩიხი 1, N6-ში მდებარე 7 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 36.01.33.434) გასახვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს : ინგა ლურსმანაშვილი 9 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს : მანანა ბარბაქაძე 10 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს : ოთარი ლურსმანაშვილი 11„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133722 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს : ოთარი ლურსმანაშვილი  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0279.JPG
03/11/2022 18:42

ხარაგაულში საგალობლების საღამო პირველად გაიმართა

  ხარაგაულის კინოთეატრში მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის (ხაჩიძეს) ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით საგალობელთა საღამო გაიმართა. საგალობელთა საღამოს  მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) , მერის მოადგილე , დავით დევდარიანი და ეპარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. საღამოზე საგალობლები მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა შეასრულა. მუსიკალური პოპური შეასრულა ასევე კულტურისა და ხელოვნების  ცენტრთან არსებულმა „ხარაგაულის კვარტეტმა“. საზოგადოების წინაშე წარსდგა მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის მგალობელთა გუნდი (რეგენტი, თორნიკე ბაკურაძე). საქართველოში საგალობლების ისტორიაზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელმა, იზა ვეფხვაძემ. ღონისძიებას უძღვებოდა ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და ო. აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობი, ბათუ კიკნაძე. საღამოს დასასრულს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დამსწრე საზოგადოება  და სრულად საქართველო დალოცა. მეუფე მელქისედეკმა, ღონისძიების ორგანიზებისთვის, ასევე  მადლობა გადაუხადა ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, მამა თომას (ლაცაბიძე), მგალობლებს, საღამოს მონაწილეებს,  და  ხარაგულის მერიასა და კულტურისა და ხელოვნების ცენტრს. 
სრულად