სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D.jpg

მადლობა თქვენ - ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი ჰუმანიტარულ აქციაში აქტიური ჩართულობისთვის მოქალაქეებს მადლობას უხდის

ხარაგაულის  სახელით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთის პირველი ნაკადი  გაიგზავნა.

ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული აქციის პირველი ეტაპი, საზოგადოების აქტიური ჩართულობით წარიმართა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:

,,მინდა მადლობა გადავუხადო აქციის თითოეულ მონაწილეს,  საჯარო და კერძო სექტორს, ხარაგაულის საკრებულოს სრულ შემადგენლობას, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, არაკომერციულ იურიდიულ პირებს (აიპებს)  , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და საჯარო სკოლების დირექციას, თითოეული ხარაგაულელის ოჯახს, გამოხატული გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის”.

პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

აქციის ფარგლებში ხარაგაულის მერიაში არამალფუჭებადი პროდუქტები, ჩვილ ბავშვთა საკვები, მედიკამენტები, სამედიცინო დახმარების საგნები,  სხვადასხვა სახის ტკბილეული და ტანსაცმელი შემოვიდა.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, მერიის სარეზერვო ფონდიდან ასევე მოხდა გარკვეული თანხის მობილიზება.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, ხარაგაულის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა. მერიის მიერ, ფინანსური დახმარება გაეწევა ასევე  ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილების ოჯახს.

შემოწირულობების სახით თანხა შემოვიდა  მერიის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე 300288800, სადაც მსურველებს თანხის ჩარიცხვა კვლავ შეეძლებათ.“ 

ჰუმანიტარული აქცია კვლავ  გრძელდება.

მსურველებს შემოწირულობების შემოტანა ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე შეუძლიათ.

ერთად დავდგეთ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას!

ნანახია: 909 - ჯერ