სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9A%E1%83%98.jpg

ხარაგაულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს ახალი, თანამედროვე, კომფორტული ეტლები, გადაეცათ

სოციალური აქცია  საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"(თავმჯდომარე მაია კვეზერელი - კოპაძე)  მხარდაჭერით განხორციელდა  და  ამჯერად სავარძლები, იმ პირებმა მიიღეს, ვისაც ეტლი დაზიანებული ან საერთოდ არ ჰქონდა.

მერის  პირველი  მოადგილე  ვარლამ  ჭიპაშვილი,  საკრებულოს  თავჯდომარის  პირველი მოადგილე  დავით  კიკნაძე, მერიის  სოციალური  სამსახურის  უფროსი  ნანა  კიკნაძე და  საერთაშორისო ორგანიზაცია -„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის" თავმჯდომარე   მაია  კვეზერელი-კოპაძე ბენეფიციარებს სახლში პირადად  ესტუმრნენ და  მათ  ჯანმრთელობის  მდგომარეობას ადგილზე  გაეცნენ  .

ამავე  დღეს  ტანსაცმელი  დაურიგდა მუნიციპალიტეტში  მცხოვრებ უკიდურესად  შეჭირვებულ ათ  ოჯახს.  

აღსანიშნავია  ისიც,  რომ  საერთაშორისო  ორგანიზაციის-„საქართველოს ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის"- წარმომადგენლებმა   საბავშვო-შემეცნებითი  ლიტერატურა  საჩუქრად  გადასცეს  მუნიციპალიტეტის  საბავშვო  ბაღებს.

მერის  პირველმა  მოადგილემ, ვარლამ  ჭიპაშვილმა,  მადლობა  გადაუხადა  ქ-ნ  მაია  კვეზერელს მუნიციპალიტეტში  ასეთი  მასშტაბური  აქციის  განხორციელებისათვის  და  ხაზგასმით  განმარტა,  რომ  ხარაგაულის  ადგილობრივი  ხელისუფლება  ყოველთვის  მზადაა,  მსგავს  ინიციატივებს  მხარი  დაუჭიროს.

,,ჩვენს  საქმიანობაში  კვლავ პრიორიტეტად რჩება შეზღუდული შესაძლებლობლის მქონე პირთა საჭიროებებზე ზრუნვა. მათი  მხარდაჭერის მიზნით, ადგილობრივი  ბიუჯეტის  დაფინანსებით,    სხვადასხვა  სოციალური პროგრამა  ხორციელდება. განსაკუთრებული  მადლობა  მინდა,  გადავუხადო  ქ-ნ მაია  კვეზერელს,  რომლის  ძალისხმევით  2016 წლიდან ხარაგაულში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს  ეტლები  უფასოდ  ურიგდებათ.“-განმარტა  ვარლამ  ჭიპაშვილმა.

 

ინფორმაციისათვის,  ბენეფიციარებს ეტლები ინდივიდუალურად, წინასწარ შესწავლილი ზომებისა და საჭიროების მიხედვით, შეერჩათ. აღსანიშნავია  ის ფაქტიც,   რომ მსგავსი ტიპის აქცია ხარაგაულში 2016 წლიდან ხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში 50-ზე მეტი გსმ პირი იქნა დამხმარე მოწყობილობით უზრუნველყოფილი.

 

 

ნანახია: 1048 - ჯერ