ხარაგაულის მერი, ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს.
კობა ლურსმანაშვილი ევროპის ვიცე - ჩემპიონს , ევსემ შველიძეს შეხვდა და მადლობის სიგელი გადასცა.
მერმა კიდევ ერთხელ მიულოცა წარმატება ახალგაზრდა, პერსპექტიულ სპორტსმენს, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო გამოსვლა ვერცხლის მედლით დაასრულა და აღნიშნა, რომ ევსემ შველიძე წარმატებული ასპარეზობისთვის და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებს.
ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:
,,ევსემ შველიძე , ევროპის ჩემპიონატზე ხარაგაულის და საქართველოს სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსურ ჯილდოს მიიღებს. ჩვენ ასეთივე ყურადღება გამოვხატეთ მის მიმართ , როდესაც მან თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ვფიქრობ, ევსემის მსგავს ახალგაზრდა და წარმატებულ სპორტსმენებს ჩვენგან ნამდვილად სათანადო ყურადღება და მხარდაჭერა ეკუთვნით.“
მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:
,, ვულოცავ ევსემს და ვუერთდები იმ საზეიმო განწყობას რაც საზოგადოებაშია. გვეამაყება მისი წარმატებები. ჩვენი საქმიანობის ერთ -ერთი მთავარი პრიორიტეტი ხარაგაულში სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება და წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერაა. მადლობა იმ ადამიანებს ვინც ასეთი სპორტსმენების აღზრდა - განვითარებაში მონაწილეობას იღებენ და ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ევსემის ოჯახს.“
ევსემ შველიძე, ვიცე-ჩემპიონი:
,, მადლობა ხარაგაულის მერს გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის. მადლობა ჩემს მწვრთნელს, რევაზ შერგელაშვილს, რომელთან ერთადაც გავიარე მომზადების ეტაპი, მადლობა ანზორ მაღრაძეს, რომელმაც პირველი და მთავარი წვლილი შეიტანა ჩემს სპორტსმენად ჩამოყალიბებაში. ვეცდები ჩემი გულშემატკივრები გავახარო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროთი დაგიბრუნდეთ.“
შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მერის პირველ მოადგილესთან , ვარლამ ჭიპაშვილთან და ა(ა)იპ ,, სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან გია ჭიპაშვილთან ერთად სპორტსმენების მხარდაჭერასა და მწვრთნელებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე იმსჯელა.
,,ევსემის გამარჯვებას ნამდვილად დადებითი გავლენა ექნება იმ ახალგაზრდა სპორტსმენებზე, რომლებიც ხარაგაულში სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობენ. ფაქტია, რომ შედეგი შესაძლებელია დაიდოს, რასაც სჭირდება შრომა და ხელშეწყობა. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი თანხვედრილი გეგმები, რომელიც მორგებული იქნება სპორტსმენის ხელშეწყობაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისევე გარკვეული წამახალისებელი პროგრამების შეთავაზება იმ სპორტსმენების მიმართ , რომლებიც ნაკრების წევრები არიან.“