დღეს ,,მხიარული სტარტების“ ფინალური ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს ბორის სკოლა - პანსიონის, ხევის, ზვარის და მეორე საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ.
ფინალში ხევის და ზვარის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გამარჯვებული ხევის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და სპეციალური თასი გადასცა.
ფინალში გასული გუნდები ასევე საჩუქრებით დააჯილდოეს საჩხერე - ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა ნანა ცხვედაძემ, და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა , დავით გველესიანმა.
,,მხიარული სტარტები“ ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმატებული პროექტია.
თამაშებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
გამარჯვებულ გუნდებს ხარაგაულის მერიის მიერ ,,მხიაურული სტარტების” ლოგოთი დაპრინტული მაისურები და სამახსოვრო ფოტოები გადაეცათ.