სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_13.png

დღეს ხარაგაულის საკრებულოს ბიურო სხდომა გაიმართა

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. ბიუროზე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ  განსახილველად  2022 წლის საპროექტო წინადადების ნუსხა წარადგინა.

აღნიშნული პროექტები, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით ეტაპობრივად განხორციელდება.

საპროექტო წინადადებებს ხვალ , 9 ივნისს, საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია განიხილავს და 10 ივნისს ხარაგაულის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს დასამტკიცებლად წარედგინებათ.

 

იხილეთ: 2022 წლის საპროექტო წინადადებების ნუსხა.

ნანახია: 710 - ჯერ