სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_4_1.jpg

ალექსანდრე ტაბატაძე: მოქალაქეებს უფასო სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში ჩასართავად ვიწვევთ

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სკრინინგის უფასო პროგრამა იგეგმება.

 

პროგრამა შეიცავს 4 კომპონენტზე უფასო კვლევას :

1)ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70წლის ასაკის ქალებში 2 წლიანი ინტერვალით;

2) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებში 3 წლიანი ინტერვალით;

 3) პროსტატის სკრინინგი 50-70 წლის მამაკაცებში წელიწადში ერთხელ ;

 4) მსხვილი ნაწლავის კვლევა ორივე სქესის ბენეფიციარებში 50-70 წლის ასაკში 2 წლიანი ინტერვალით;

რეფერალი ხდება ქუთაისის ონკოლოგიურ კვლევით ცენტრში უფასო ტრანსპორტირებით,დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოსა და ონკოლოგიური კველევითი ცენტრის ეგიდით.

მსურველებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს, სამუშაო დღეებში 10 დან 17 საათამდე, ან დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 593-33-13-66 ან 577-60-88-01

 

 

 

ნანახია: 1665 - ჯერ