სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot%202022-02-17%20165648%20(1).png

სკრინინგის განცხადება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, მიმდინარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის (E-60)  ავტომაგისტრალის ხევი - უბისას მონაკვეთის (F2)  მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება.

პროექტის შეუფერხებლად განხორციელებისთვის საჭიროა ფუჭი ქანების სანაყაროს მოწყობა.

აღნიშნულის გათვალისწინებით დაიგეგმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მდ. ძირულას მარცხენა სანაპიროზე გამონამუშევარი ფუჭი ქანების N17 სანაყაროსა და ნაპირდამცავი ნაგებობის (ნაპირდამცავი ფლეთილი ქვის კონსტრუქციის) მოწყობის განხორციელება.

სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია , თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული).

აღნიშნულ პროექტზე სათანადო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ (ბმული )

 დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

ნანახია: 856 - ჯერ