სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/WaterFromPitcherPouredIntoGlass.jpg.653x0_q80_crop-smart.jpg
27/07/2021 17:22

ხარაგაულის მერია სოფლად სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებისთვის 100 ათას ლარს დახარჯავს

ხარაგაულის მერია , სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის  მიზნით, დამატებით თანხებს გამოჰყოფს, რომელიც გზებზე, წყალსა და გარე განათებაზე მიემართება. აღნიშნულის  შესახებ ინფორმაცია, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე გააკეთა. თათბირზე აღინიშნა, რომ დამატებითი თანხების ფარგლებში ხარაგაულის მერია სოფლად სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების მიზნით  100 ათას ლარს დახარჯავს. კობა ლურსმანაშვილი: ,, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა,რომელიც ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შემოსული  მოთხოვნების შედეგად შემუშავდა.  ხარაგაულის მერია 100 ათასი ლარით აფინანსებს სოფლად სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების საკითხს. შეძენილი იქნება მილები, რეზერვუარები, მოხდება არსებული სისტემების განახლება და ჩატარდება აღდგენითი სამუშოები. ეს არის ერთ- ერთი მასშტაბური ხასიათის სამუშაოები და შესყიდვები, რომელსაც ჩვენ სოფლებში სასმელი წყლის პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოქალაქეების მოთხოვნების შესაბამისად  განვახორციელებთ.“ ახალი საბიუჯეტო ცვლილებით, თანხები სოფლად არსებული გამოწვევების დაძლევის  მიზნით ასე გადანაწილდა. გზების კაპიტალური შეკეთება- 120,0 ლარი; გზების მიმდინარე შეკეთება - 180,0 ათასი ლარი; სასმელი წყლის უზრუნველყოფა - 100,0 ათასი ლარი; გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა - 30,0 ათასი ლარი; ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მიერ , მერის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიეცათ რეკომენდაცია, სოფლად შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, დროულად წარმოადგინონ პროექტები.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/devebi1.jpg
27/07/2021 15:25

ხარაგაულში დევების ქანდაკებების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია მოხდება

დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია და ხუნევის ბაღის მშნებლობა - ეს ის პროექტებია, რომელიც ხარაგაულში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, დევების  ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტების ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და თანადაფინანსებისათვის  10 ათას ლარს გაიღებს, ხოლო ხუნევის ბაღისთვის  15,0 ათას ლარს.  კობა ლურსმანაშვილი: ,,ჩვენი სურვილია, დევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ ზონად ვაქციოთ, აქ არ არის მხოლოდ არსებულის განახლებაზე საუბარი, პროექტის ფარგლებში უფრო მასშტაბური სამუშაოები ჩატარდება. ვფიქრობთ, კლდოვანი ნაწილის ზემოთ მოეწყოს სკვერი, და დევების ტერიტორიასა და სამომავლოდ შექმნილ რეკრეაციულ ზონასთან დამაკავშირებელი ასასვლელი გაკეთდეს, სადაც იქნება სველი წერტილები, ტურისტული ინფრასტრუქტურის შესაბამისი შენობა ნაგებობები. განახლებას საჭიროებენ  თვითონ დევების მონუმენტებიც. საერთო ჯამში,  ამ პროექტზე ნახევარი მილიონი დაიხარჯება, ეს არის ხარაგაულელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვნი ადგილი. ხარაგაული ამ ადგილზე ეგებება და ხვდება სტუმრებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ადგილის მოწესრიგება, რომელიც ქმნის განწყობას ხარაგაულზე და სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.“ ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით,  ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარდგენილი იყო ასევე ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა ცაშეკრულას კანიონის და დიდი ისტორიული მნიშვნელობის მქონე დევების გამოქვაბულის რეაბილიტაცია. წინადადებების სახით წარდგენილი იყო  ასევე ახალი მუზეუმის მშენებლობა,   და კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია. მერის , კობა ლურსმანაშვილის, განმარტებით ამჯერად პრიორიტეტი მიენიჭა იმ პროექტს, რომელიც წელსვე შეიძლება გაკეთდეს და დასრულდეს. სწორედ ამ ფორმით შეირჩა დევების ტერიტორია და ხუნევის ბაღი. შეგახსენებთ, რომ სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი. კობა ლურსმანაშვილი: ,,ზოგადად, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , რომელსაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ფონდებიდან ახორციელებს  მილიონი ლარის ღირებულების 2 პროექტი ემატება. მომავალი წლიდან  ჩვენ შეგვიძლია ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში  სხვა პროეტების განხორციელებაზეც ვიზრუნოთ. ხარაგაული ინფრასტრუქტურული მიმართულებით არ ჩერდება, უფრო მეტი სიახლეების მოლოდინში ვართ, მიმაჩნია რომ ხარაგაული წარმატებით ახერხებს გაართვას თავი გამოწვევებს.“          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0044.jpg
26/07/2021 17:56

ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე დამატებით 590 000 ლარი დაიხარჯება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგები გააცვნეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ შედეგები წინა პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებულია. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ შედეგები წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ვარლამ ჭიპაშვილმა ყურადღება სამოქალაქო ბიუჯეტზე გაამახვილა და აღნიშნა: „სამოქალაქო ბიუჯეტირება ხარაგაულისთვის სიახლეა და მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ინფორმირება. მოქალაქეებს შეუძლიათ წარმოადგინონ საკუთარი იდეა და მოიპოვონ დაფინანსება, მაქსიმუმ 30 000 ლარის ფარგლებში, საერთო ჯამში მუნიციპალიტეტს სამოქალაქო ბიჯეტირებისთვის 150 000 ლარი აქვს გამოყოფილი.“ სხდომაზე ასევე განიხილეს საბიუჯეტო ცვლილება, რომლის თანახმად, ხარაგაულის ბიუჯეტში გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები 1 007,8 ათასი ლარით, მათ შორის, დამატებითი ღირებულების გადასახადი 507,8 ათასი ლარით გაიზარდა ამჟამად შეადგენს 6 036,2 ათას ლარს. ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი განისაზღვრა 500,0 ათასი ლარით და შეადგენს 1 600,0 ათ. ლარს.   ახალი დაფინანსებიდან 417 000 ლარი უკვე აღებული ვალდებულებების შესასრულებლად მიემართება, 590 000 ათასი ლარი კი შემდეგნაირად გადანაწილდება: გზების კაპიტალური შეკეთება- 120,0 ლარი; გზების მიმდინარე შეკეთება - 180,0 ათასი ლარი; სასმელი წყლის უზრუნველყოფა - 100,0 ათასი ლარი; გარე განათების ახალი წერტილების მოწყობა - 30,0 ათასი ლარი; ა(ა)იპ დასუფთავების ადა კეთილმოწყობის გაერთიანება - კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია - 10,0 ათასი ლარი, (პროექტის დოკუმენტაციის მომზადება და თანადაფინანსება);   დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა და მიმდებარე სკვერის რეაბილატაციისათვის საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამაში ჩასართავად -   პროექტის ღირებულება 300,0 ათასი ლარი; სოციალური დაცვის ხარჯებში 150,0 ათასი ლარი, მათ შორის, სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარება - 30,0 ათასი ლარი; ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 70,0 ათასი ლარი; სტიქიური მოვლენების შედეგად და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება - 35,0 ათასი ლარი; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 10,0 ათასი ლარი. სოციალური დაცვისა და უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა - 5,0 ათასი ლარი. საქართველოს რეგიონალური განვითარების ადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში ჩართულია ასევე ხუნევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა   და თანადაფინანსებისათვის   საჭიროა 15,0 ათასი ლარი. ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/GettyImages-175730782-960x540.jpg
26/07/2021 17:06

სოციალური მიმართულება - ხარაგაულის მერიის მთავარი პრიორიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალური პროგრამებით ივნისი - ივლისის თვეში 730 ადამიანმა ისარგებლა და საერთო ჯამში 150 ათას 593 ლარი გაიცა. მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ სოციალური თემა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტია. ,,ხარაგაულის ადგილობრივი ბუჯეტიდან სოციალური მიმართულებით მილიონ ლარზე მეტი იხარჯება, ამ კუთხით თანხები კვლავ გაიზრდება. საკრებულოს უკვე მივმართეთ საბიუჯეტო ცვლილების მოთხოვნით , რის საფუძველზეც სოციალური პროგრამების დაფინანსება 150 ათასი ლარით მოიმატებს.“ მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. ვარლამ ჭიპაშვილი : ,,ვართ მოტივირებულები მაქსიმალურად ვიმუშაოთ და მოვიცვათ მოქალაქეების ის საჭიროებები, რაც მათ აწუხებთ და შევეხიდოთ მათ პრობლემების გადაჭრაში. აქტიურად მუშაობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, სოციალურ საკითხთა და სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთა კომისია. კომისიური მუშაობის ფორმატში აქტიურად განვიხილავთ შემოსულ განცხადებებს და დროულ და ეფექტურ რეაგირებას ვახდენთ მოსახლეობის მომართვიანობაზე“. თუ რა სახის დახმარებები გაიცა ხარაგაულის მერიის მიერ ივნისის და ივლისის თვეში, ინფორმაციას, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე გვაწვდის. ივნისის თვეში შემოსულია 191 განცხადება. ადმინისტრაციული დაპირება გაიცა - 65განცხადებაზე 39800 ლარის ოდენობით. ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 55 განცხადება - 9850 ლარი. სოციალურად დაუცველ და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - 6 განცხადება 1200 ლ. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარება - 30 განცხადება 17591 ლარი. შშმ პირთა მომვლელის დახმარება--39 განცხადება 1620 ლარი. ბინის ქირით უზრუნველყოფა -5 ოჯახი - 600 ლარი. დიალეზზე მყოფი პაციენტების დახმარება - 13 კაცი 2100 ლარი. უსინათლო პირთა დახმარება - 79 განცხადება 2370 ლარი. დევნილთა დახმარება - 18 კაცი 540 ლარი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა დახმარება - 4 კაცი 120 ლარი.     სულ დახმარება გაეწია 314 კაცს, 75791 ლარის ოდენობით. ასევე, ივნისის თვეში სტიქიის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე კომისიამ ერთი მოქალაქე განცხადება 3000 ლარით დააკმაყოფილა.   ივლისი თვეში შემოსულია 172 განცხადება. ადმინისტრაციული დაპირება გაიცა - 45განცხადებაზე 26182 ლარის ოდენობით. ერთჯერადი ფინანსური დახმარება - 95 განცხადება-- 15500 ლარი. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარება - 89 განცხადება 54400 ლარი. ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 13 განცხადება 2250 ლარი. გარდაცვლილი დევნილთა და ვეტერანთა დაკრძალვა - 1 განცხადება 250 ლარი. მარტოხელა მშობლების დახმარება - 3 განცხადება 300 ლარი. მარჩენალდაკარგულთა ოჯახების დახმარება - 2 განცხადება 400 ლარი. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება - 8 განცხადება 1900 ლარი. 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება - 3 განცხადება 1600 ლარი. შშმ პირთა მომვლელის დახმარება - 40 განცხადება 1200ლარი. ბინის ქირით უზრუნველყოფა - 5 ოჯახი - 600 ლარი. დიალეზზე მყოფი პაციენტების დახმარება - 13 კაცი 1950 ლარი. უსინათლო პირთა დახმარება - 78 განცხადება 2340 ლარი. დევნილთა დახმარება - 18 კაცი 540 ლარი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა დახმარება - 3 კაცი 90 ლარი. სულ დახმარება გაეწია 416 განცხადებას 109502 ლარის ოდენობით.   ივლისის თვეში სტიქიის შედეგადა დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეთ 67   ოჯახის განცხადება დაკმაყოფილდა, რაზედაც  52300 ლარი გაიცა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_3.jpg
26/07/2021 11:20

„ბურატინოს თავგადასავალი“- ხარაგაულელი ბავშვებისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურების ორგანიზებით, ხარაგაულელი სოციალურად დაუცველი ბავშვები ქუთაისში „ნიღბების თეატრის“ სპექტაკლის - „ბურატინოს თავგადასავალი“ პრემიერას დაესწრნენ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ სპექტაკლი. „ნიღბების თეატრი“ უკვე რამდენიმე წელია, იმერეთის მასშტაბით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპექტაკლებს ატარებს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_57_1_1_1_2.jpg
23/07/2021 16:06

26 ივლისს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

26 ივლისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუროს რიგგარეშე სხდომას გამართავს. ბიუროს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 02 აგვისტოს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში ცვლილების შეტანის   შესახებ;                                                                                                                                                                               მომხს: მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 ივლისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;                                                                                                                                                                                მომხს: მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/iza-galak.jpg
21/07/2021 14:54

ხარაგაულში გალაკტიონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

გალაკტიონის ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთწლიან პერიოდზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დასრულდა. იზა ვეფხვაძის წიგნის და ამავე სახელწოდების ფილმის პრეზენტაცია სიმბოლურად ფარცხნალში გაიმართა, იქ სადაც, გალაკტიონმა თავისი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი გაატარა. ფილმში პერსონაჟების როლებს , გალაკტიონის ფარცხნალში გატარებული  ერთ წლიანი ცხოვრების ეპიზოდიდან, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის თანამშრომლები ჯაბა ფცქიალაძე, ლევან ნანიტაშვილი, გია ხარაძე და  ხარაგაულელი ბავშვები სანდრო ფცქიალაძე, ნინო ლაცაბიძე, თამარ კიკნაძე, ანდრია კვინიკაძე, მათე და ნოდარ თაბუკაშვილები და დეა, გურამ და საბა ბუაჩიძეები ასრულებენ.  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი, იზა ვეფხვაძე: ,,შესაძლებელია ფარცხნალში გატარებული ერთი წელი გალაკტიონის ცხოვრებიდან ვინმესთვის ზღვაში წვეთია, ჩვენთვის, ხარაგაულისთვის  კი მთელი საუკუნე. ფილმი აგებულია დოკუმენტებზე , რომელიც ლიტერატურის მუზეუმში , და ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში  მოვიძიე, ფილმში მოთხრობილია სრული ჭეშმარიტება და მთლიანად დოკუმენტური ხასიათისაა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენებით ხარაგაულმა უკვდავყო გალაქტიონ ტაბიძის სოფელ ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთ წლიანი პერიოდი და ხარაგაულის ისტორიის კუთვნილებად აქცია. უკვე დიდი ხანია, ხარაგაულის სევდიანი სადგური,  გალაქტიონის ცაცხვი  და სოფელი ფარცხნალი ხარაგაულის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.  მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომელიც იღწვის და ასე ლამაზად აცოცხლებს  ხარაგაულის წარსულს.“ ფილმის პრეზენტაციის დროს იზა ვეფხვაძემ წიგნის ,,გალაკტიონის ნატერფალები“ გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, სოფელ ფარცხნალის მკვიდრს, გელა ბუაჩიძეს, რომელსაც მადლობის ნიშნად თეატრის სახელით საჩუქრად გალაკტიონის  მხატვრული ტილო გადაეცა. დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ გაცოცხლებულიყო და ისტორიას ცხადად შემორჩენოდა  ყველა ის მოგონება, რეალობა, თუ მითი რაც გალაკტიონის ხარაგაულთან აკავშირებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0133.jpg
20/07/2021 17:17

„ხარაგაულის ქრონიკები“ - წიგნი, რომლის შექმნასაც ხარაგაულის სიყვარული სჭირდება

დღეს ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში წიგნის „ხარაგაულის ქრონიკების“ განხილვა გაიმართა. წიგნის პრეზენტაციას საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და წიგნის „ხარაგაულის ქრონიკების“ ავტორთა შემადგენლობა ესწრებოდა. ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეებმა  წიგნის შექმნის პროცესზე  ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას ხარაგაულის შესახებ მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები გააცვნეს. ისტორიკოსი, წიგნის ავტორი, ზეინაბ ბუაჩიძე: „ხარაგაულის ქრონიკების“ შექმნის იდეა გაჩნდა ხარაგაულის მერთან, ბატონ კობასთან და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე რუსეცკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ავტორთა კოლექტივმა წიგნის შექმნისას გავიარეთ ძალიან მძიმე სამუშაო, ხარაგაულის ყველა სოფლიდან მოვიძიეთ ინფორმაცია და დავამუშავეთ. წიგნის პირველი გამოცემა შეიცავდა ბევრ შეცდომას, თუმცა საზოგადოების დახმარებით, დღეს, უკვე „ხარაგაულის ქრონიკების“ მეორე გამოცემას განვიხილავთ. საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე: ,,ერთია ზეპირი საუბარი და მეორეა, როდესაც საზოგადოებისთვის რაღაც მნიშვნელოვანს ქმნი. ამას მარტო მუშაობა არ ყოფნის, ამას სჭირდება  ხარაგაულის სიყვარული. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის და წარმატებებს გისურვებთ“. „ხარაგაულის ქრონიკების“ განხილვის შემდეგ  გივი კურტანიძის მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის - „ორიოდე სიტყვა ხარაგაულის სახელწოდების შესახებ“ ჩვენება გაიმართა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/211676378_530768181571386_8952897324002210789_n_1.jpg
20/07/2021 16:01

219 პირვეკლასელს ხარაგაულის მერი საჩუქარს გადასცემს

 ხარაგაულის მერისგან, კობა ლურსმანაშვილისგან 219  ხარაგაულელი პირველკლასელი საჩუქრად წიგნ -რვეულს, ,,პირველკლასელთა აკადემია“ მიიღებს . კობა ლურსმანაშვილმა, წიგნები,  ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან ერთად,  ხიდრის საჯარო სკოლის შერწყმული კორპუსის მომავალ პირველკლასელებს  უშუალოდ გადასცა და მათ სამომავლო წარმატებები უსურვა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დარწმუნებული ვარ მთელი ზაფხულის განმავლობაში სკოლისთვის მხიარულად მოემზადებით. კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე ჩვენ გადავწყვიტეთ პრიორიტეტად პირველკლასელების აღზრდა განათლება ვაღიაროთ, სწორედ ამიტომ  ხარაგაულის მერიის სახელით შევიძინეთ და გადმოგცემთ ამ წიგნებს, რომ გაგახაროთ , მერე კი თქვენი კარგად სწავლით ყველამ ერთად გავიხაროთ. ვფიქრობ, ხარაგაულელი პირველკლასელები ყველაზე მოაზროვნე პირველკლასელები იქნებიან. “  წიგნები საგანმანათლებლო პროექტის ,,ეტალონის“ ფარგლებში მომზადდა. წიგნ-რვეულს საჩუქრად 2021 წლის ოქტომბრის და ნოემბრის IZRUNE.GE -ს ორთვიანი (1+1) VIP აბონიმენტიც მოჰყვება. მარინა ვეფხვაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: ,,ამ პატარებისთვის,  რომლებიც საოცარი ინტერესით ელიან სწავლის დაწყებასს, ეს იქნება დაუვიწყარი დღე.  პირველად შეაბიჯეს თავიანთი სკოლის გამორჩეულ შენობაში, დახვდათ უთბილესი გარემო, მოსიყვარულე მასწავლებლები, საჩუქრები მერიისგან. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს ბავშვებისთვის გამოჩენილი ყურადღებისთვის. ვიცი, რომ ყოველგვარ საკითხში გვერდით დაუდგება  სკოლებს.“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის კარებს სექტემბერში  8 პირველკლასელი შეაღებს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/esaa.jpg
20/07/2021 12:46

ხარაგაულის მერმა ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო მიულოცა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა   , საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად ხიდრის დაწყებითი საფეხურის სკოლის პედაგოგს, ცისნარი შველიძეს , მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა. აღნიშნულ ჯილდოზე ცისნარი შველიძე, რომელსაც პედაგოგად მუშაობის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრმა წარადგინა. კობა ლურსმანაშვილი : ,,გაწეული ღვაწლის, შრომისმოყვარეობის და საკუთარი პროფესიის უდიდესი სიყვარულის გამო ჩვენ დღეს ქალბატონ ცისნარი შველიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადავეცით. მიხარია, როდესაც ისეთ ადამიანების მიმართ გამოვხატავთ ყურადღებას ,რომლებიც განათლებას, მომავალი თაობების აღზრდას ემსახურებიან. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული , თუნდაც ერთ პედაგოგზე. მემაყება, რომ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროში ნამდვილად გამორჩეული და ღირსეული ადამიანები არიან.“ ეთერ პაპავა (ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი),,ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს, ყურადღებას, ის მუდმივად სიახლეების ძიების მოლოდინშია , გამორჩეულია მისი დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი, მისი პროფესიისადმი, რაც ნამდვილად აღნიშვნის და დაფასების ღირსია.“ ცისნარი შველიძე : უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა ჩემთვის პედაგოგობა, ის რაც დღეს განვიცადე აღუწერელი ემოციებია, ამას არ ველოდი, საოცარი ემოციები მაჩუქეთ. უღრმესი მადლობა ყველას ჩემი ღვაწლის დაფასებისთვის. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი , მარინა ვეფხვაძე : ,,ნამდვილად არ იყო ადვილი, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოზე წარსადგენად ერთი პედაგოგი გამოგვერჩია. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. ბევრი წარმატება, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ქალბატონ ცისნარის და მის სკოლას.“  აღნიშნული ჯილდო გასულ წელს , ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედაგოგომა ალექსანდრა ჭიპაშვილმა მიიღო.    
სრულად