სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0198.JPG
03/12/2021 16:38

ხარაგაულის ახალი საკრებულოს თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე აირჩიეს

დღეს ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.  სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მანანა ბარბაქაძის კანდიდატურა  დასახელდა, რის შემდეგაც ახალმა საკრებულომ ფარული კენჭისყრით, მეშვიდე  მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე ხმა თა უმრავლესობით აირჩია. მანანა ბარბაქაძე გახლდათ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე. მანანა ბარბაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე: ,, ჩემთვის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისთვის,  ადამიანები  და  მათი  ინტერესების  დაცვა უპირველესია. შემდეგი  ოთხი  წელი  ახალი  მიღწვებისა  და ახალი  შესაძლებლობების  იქნება  ხარაგაულისათვის.  ნებისმიერი  გადაწყვეტილება  დაფუძნებული  იქნება, მოსახლეობის  საჭიროებებზე. რა  თქმა  უნდა,  გამოწვევები  ჯერ  კიდევ   ბევრია, ამ პოზიციაზე ყოფნა  ჩემთვის უდიდესი  პასუხისმგებლობაა.  მზად ვარ, ჩემი შესაძლებლობებისა  და კომპეტენციის ფარგლებში  გვერდით  დავუდგე  თითოეული ხარაგაულელის   ოჯახს.“   მანანა ბარბაქაძე პროფესიით  სამართალმცოდნეა. წლების  განმავლობაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა  შინაგან  საქმეთა  სამინისტროში. 2012 წლიდან, აქტიურადაა  ჩართული  პოლიტიკაში.  ხელმძღვანელობს  ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონულ ორგანიზაციას. 2014-2017 წლებში გახლდათ ბორითის თემის მაჟორიტარი დეპუტატი. მისი ძალისხმევით, 2006-2014 წ.წ-ში სოფელ ვაშლევში  აშენდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, დედათა მონასტერი. ჰყავს ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/262153745_3237727789807705_4901155676673768211_n.jpg
01/12/2021 10:08

კობა ლურსმანაშვილი: მადლობა მათ,ვინც თავიანთი ნიჭიერებით შექმნეს ფერწერული ხარაგაული

კობა ლურსმანაშვილი: მადლობა მათ,ვინც თავიანთი ნიჭიერებით შექმნეს ფერწერული ხარაგაული პოეზიის და პროზის შემდეგ ხარაგაული თავის ადგილს ფერწერაშიც იკავებს. თბილისში გალერეა  ,, Silk Factory Studio “ ხარაგაულში შექმნილი ფერწერული ტილოების გამოფენა  დათვალიერება გაიმართა. გამოფენის გახსნას დაესწრო ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, ცნობილი მხატვრები, მწერლები, პოეტები და ხარაგაულზე შეყვარებული ადამიანები. გამოფენა ,,ხარაგაულის ხმები“ - ს მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე წარიმართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელშეწყობით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მხატვრებისთვის  პლენერ გამას უკვე  ექვსი წელიწადია ატარებს. ყოველ წელს , ხარაგაულში პლენერს ცნობილი მხატვრები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ. კობა ლურსმანაშვილი: ,, ეს დღე მნიშვნელოვანია ხარაგაულისთვის, მისი კულტურული ცხოვრებისათვის,  მინდა გამოვხატო პატივისცემა უპირველესად მათ მიმართ, ვინც ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის მიერ ორგანიზებულ ამ განსაკუთრებულ და შესანიშნავ ღონისძიებაში უშურველად ჩაერთო და  თავიანთი ნიჭიერებით შექმნა ფერწერული ხარაგაული. რაც შეეხება, ლიტერატურულ თეატრს და მის დამფუძნებელს, ქალბატონ იზას, ვფიქრობ, იგი კიდევ ბევრს შეძლებს კულტურული თვალსაზრისით ხარაგაულის განვითარებისთვის. მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო  მას იმ მოღვაწეობისათვის, რომელიც ხარაგაულმა უკვე დააფასა და ხარაგაულის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძა.  მინდა გამოვხატო ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია,რომ ჩვენ  მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს კულტურული ხასიათის აქტივობებს, მინდა მივესალმო საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დეპუტატს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს,რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს ხარაგაულს და ჩართულია როგორც კულტურულ ასევე  სოციალურ ცხოვრებაში.  ცხადია  ხელისუფლების განწყობაა , რომ განვითარდეს რეგიონებში კულტურული ცხოვრება. შესაძლებლობები და ფინანსები ამ კუთხით კიდევ გაიზრდება, რადგან ხარაგაულმა მომავალი წელი, სხვა მიმართულებებთან ერთად,  კულტურა და ახალგაზრდობა  პრიორიტეტად გამოაცხადა. პაატა კვიჟინაძე, საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ,,ძალიან მაღალი დონის გამოფენა ვიხილეთ, გაკვირვებული და ნასიამოვნები დავრჩი. დღეს, როდესაც პანდემიისა და პოლიტიკის გამო ხალხი დაძაბულია, ასეთი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რომ სულიერი სამყაროს, ხელოვნებას ვეზიაროთ. მადლობა ქალბატონ იზას, ყოველთვის მაოცებს  მისი ღონისძიებების ორიგინალობა. რა თქმა უნდა, მადლობა მხატვრებს, ორგანიზატორებს, ხარაგაულის მერიას და ყველა დამთვალიერებელს. იზა ვეფხვაძე, პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი ,,ხარაგაული ბევრჯერ აისახა პოეზიაში, პროზაში, ახლა უკვე ფერწერაშიც შეგვიძლია ვიხილოთ ხარაგაული. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ პლენერი ,,გამა“,როდესაც ეს იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო,  რომ ჩვენ ულამაზეს ხარაგაულზე, რომელსაც მწერლებმა, პოეტებმა არაერთი ხოტბა მიუძღვნეს  ფერწერული ტილოები შექმნილიყო. მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, და ხატავენ ამ არაჩვეულებრივ ტილოებს და უტოვებენ ხარაგაულს. ხომ წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ ეს რაოდენ დიდი სიმდიდრე იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და ვფიქრობ ხარაგაულში ისეთი სიმდიდრე დაგროვდება, რომ ნებისმიერი ქალაქი ვერ შეგვედრება.“  გამოფენა ,,აბრეშუმის გალერეაში" კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_4.png
30/11/2021 15:31

ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დღის წესრიგი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს 2021  წლის   03 დეკემბრის პირველი მორიგი   სხდომის დღის წესრიგი                                                  სხდომის პირველი ნაწილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს პირველი მორიგი სხდომის გახსნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  მიერ,   ხარაგაულის N48 .საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება,            3.უხუცესი წევრის მიერ სხდომის წაყვანა    ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა,     სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა,       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ახალარჩეული  საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და წინა მოწვევის საკრებულოს  წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ     სხდომის მეორე ნაწილი         1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის # 3 დადგენილებაში „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის არჩევა,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა,   5. საკრებულოს ფრაქციის რეგისტრაცია,   ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და საკრებულოს კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცება          7.საკრებულოს კომისიების შემადგენლობის ცნობად მიღება   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეთა არჩევა:   ა) საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ბ) იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   გ) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   დ) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა   კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ე) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა,   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცება.   განკარგულება  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/74237035_2518398561740635_7833259275404181504_n.jpg
30/11/2021 09:53

დღეს თბილისში ,,აბრეშუმის გალერეაში" მუზად ქცეული ხარაგაული გელით

პლენერ ,,გამას“ ფარგლებში  შესრულებული 150 - ზე მეტი ნამუშევარებს   გალერეა ,, Silk Factory Studio “ , აბრეშუმის გალერეა" უმასპინძლებს. გამოფენის გახსნას დაესწრება ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელშეწყობით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მხატვრებისთვის  პლენერ გამას უკვე  ექვსი წელიწადია ატარებს. ყოველ წელს , ხარაგაულში პლენერს ცნობილი მხატვრები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მოუთმენლად ელოდება  ხარაგაულზე შეყვარებულ ყველა ადამიანს გამოფენაზე. რაც მთავარია, მათ  ელოდებათ მუზად ქცეული ხარაგაული” - აცხადებს იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი და პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი. გამოფენა " მუზად ქცეული ხარაგაული", დღეს, 30 ნოემბერს, საღამოს 6.00 საათზე გაიხსნება. მისამართი: მერაბ კოსტავას 59.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/260699n.jpg
26/11/2021 16:53

ლიტერატურულმა თეატრმა ხარაგაულში ცნობილი ხატმწერი მოიწვია

დღეს ინოვაციების ცენტრში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მამა თომა (ლაცაბიძე) ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი, რეჟისორი, ირაკლი ლომსაძე, ჟურნალისტი, ვანო ჯაფარიძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა: „შალვა გერაძე დაიბადა სამტრედიაში, ჯერ კიდევ სამი წლის იყო ხატვა რომ დაიწყო, ხატავდა მარცხენა ხელით, 12 წლის ასაკში პირველი ქანდაკება გააკეთა, ხოლო 14 წლისამ ქუთაისის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო გამორჩეული სტუდენტი, სადაც კათედრაზე მუშაობა შესთავაზეს, თუმცა პრაქტიკული მუშაობა ერჩია და  საკონსტრუქტურო ინსტიტუტში გადავიდა დიზაინერად. მიაღწია ბევრ წარმატებას, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შვილის რჩევით ფერწერაში დაიწყო მუშაობა. დღეს, კი მის მიერ მოჭედილი ხატი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარშია დაბრძანებული. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია და დღეს ხარაგაულშია.“ მამა თომა (ლაცაბიძე): „მადლობა უფალს, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ადამიანები იბადებიან. დარწმუნებული ვარ თუ სულიერება არ გაგაჩნია ამას ვერ შეძლებ. უფალმა მოგცათ ეს ნიჭი და ნამდვილად ღირსეულად უბრუნებთ.“ შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი ლომსაძის ფილმი, რომელიც შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg
26/11/2021 12:32

პროექტი ქალთა ეკონომიური გაძლიერებისთვის

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ახალი პროექტის  "ქალთა ეკონომიკური გაძლერებისთვის" ფარგლებში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ქალ მეწარმეებს ეძებს. პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ ქალებს, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, რომლებიც საქმიანობენ აგროტურიზმის სფეროში (თბილისის გარდა). შესარჩევი განაცხადებები მიიღება აღნიშნულ ბმულზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტო, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის დაარსების მიზანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალთა და გოგონათა ინტერესების დაცვა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება წარმოადგენს.   ა.ა.ი.პ „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ 2012 წლიდან ოპერირებს და დღეისთვის აერთიანებს 4,500-მდე ფერმერს, აგრობიზნესს, კოოპერატივსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოქმედ სექტორულ ასოციაციებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ასოციაციის ძირითადი მიმართულებებია: ადვოკატირება და კომუნიკაცია, ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერება და განვითარება.   პროექტი ხორციელდება ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/261612341__n.jpg
26/11/2021 11:17

მერის მრჩეველთა საბჭო ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა საბჭო ხარაგაულის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცნო. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიიღეს 2022 წლის მთავარ პრიორიტეტებზე. მერის პირველმა მოადგილემ, საბიუჯეტო დარგის კურატორმა - ვარლამ ჭიპაშვილმა, მერიის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სახაზინო - საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსთან, ნინო მაღლაკელიძესთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს წევრებს ვრცლად გააცნო 2022 წლის ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და საბჭოს წევრებისგან მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მერის დავალებით ბიუჯეტის პროექტი გავაცანით მერის მრჩეველთა საბჭოს. 2022 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, სოციალური სფერო , ჯანდაცვა, განათლება და კულტურა. მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან გამოითქვა გარკვეული გონივრული მოსაზრებები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ბიუჯეტის მიღებისას დავიცვათ გამჭვირვალობა, რადგან ეს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტია და მისი შედგენისას მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საზოგადოების ხმა. სწორედაც საზოგადოებას წარმოადგენენ საბჭოს წევრები , რომლებიც თავიანთ სფეროში კომპეტენტური ადამიანები არიან და აქტიურად თანამშრომლობენ მუნიციპალიტეტის მერთან და მერიასთან. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს აქტიური თანამშრომლობისათვის."  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/257951382_1040309763408208200_n.png
26/11/2021 11:12

ხარაგაული უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 25 ნოემბრიდან იწყებს ონლაინ კამპანიას, რომლის დროსაც ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge ყოველდღიურად განთავსდება ვიდეო-რგოლები და ნარატიული ინფორმაცია ძალადობის ფორმებისა და სახეების თაობაზე. ასევე, გამოქვეყნდება ინფოგრაფიკა, რომელიც ასახავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლთა/დამნაშავეთა გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკას. ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის მიზნით, ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმის სოლიდარობის კამპანიის მოწყობასაც და რაც მთავარია, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის კუთხით, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 16 დღის განმავლობაში, ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭო გეგმავს საინფორმაციო სოც. მედია აქტივობების განხორციელებას. ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ahsdhhasd_n.jpg
26/11/2021 11:09

შრომითი ურთიერთობების შესახებ ზრდასრულთა განათლების ცენტრში ტრენინგი გაიმართა

დღეს ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები შრომითი უფლებებისთვის“ მიერ ორგანიზებული ტრენინგი გაიმართა. პროექტი „ქალთა ფონდი საქართველოში“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით  იმერეთის 6 მუნიციპალიტეტში ხარაგაულში, ზესტაფონში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულსა და ჭიათურაში ხორციელდება. შრომის უფლებების სამართლებრივი ჩარჩო, შრომის კოდექსი, დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები, ხელშეკრულების დადება, სამუშაო დროის ხანგრძლივობა, უსაფრთხოება  და შრომის ანაზღაურება, შრომის ინსპექცია - ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც „ქალთა ფონდი საქართველოში“ ტრენერმა მარიკა ვაჭარაძემ ისაუბრა და მათ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მარიკა ვაჭარაძე - „პროექტი ხორციელდება კონკრეტულად იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პროფესიული და ზრდასრულთა განათლების ცენტრებია.  ეს ის ადგილებია, სადაც ის ადამიანები არიან თავმოყროლნი, რომლებიც პოტენციურად უნდა დასაქმდნენ. მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ ინფორმაცია შრომითი ურთიერთობების შესახებ, რაც მათ დაიცავს მოსალოდნელი რისკებისგან. ფაქტობრივად, ეს ტრენინგი არის პრევენციული ღონისძიება. ადამიანმა კარგად უნდა იცოდეს თუ ხელშეკრულების დადების მომენტში რა უნდა გაითვალისწინოს, რა შეიძლება მოითხოვოს დამსაქმებლისგან, რისი უფლება აქვს და ა.შ. ჩვენ არ გვინდა რომ ადამიანებმა ხელშეკრულებას ბრმად მოაწერონ ხელი, გააზრებული უნდა ჰქონდეთ ის თუ რა სამსახურში მიდიან და რა უფლება-მოვალეობები აქვთ.“ როგორც მარიკა ვაჭარაძემ აღნიშნა, ტრენინგების მიმდინარეობისას იკვეთება, რომ ადამიანები საჭიროებენ  ამ საკითხების შესახებ ინფორმირებას. მნიშვნელოვანია რომ სოციალური ქსელები, ტელევიზიები უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ იმისათვის, რომ შრომითი ურთიერთობების შესახებ მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/259794803_232783128956225_3118556946168884310_n.jpg
25/11/2021 10:57

ლიტერატურული თეატრი ხატმწერ შალვა გერაძესთან შეხვედრას გამართავს

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორის , იზა ვეფხვაძის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართება. შალვა გერაძის მიერაა მოხატული საქართველოს ეკლესიებში არსებული ყველა დიდი ზომის ხატი. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება შალვა გერაძისადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც უკრაინაში საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა გამარჯვება. შეხვედრა ინოვაციების ცენტრში 26 ნოემბერს, პირველ საათზე, გაიმართება.
სრულად