სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/298111593_588961729541765_8165579687489520563_n.jpg

შრომის უსაფრთხოების თემებზე ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

 

პროექტის „შრომის უფლებების და უსაფრთხო შრომის მონიტორინგი იმერეთის საჯარო დაწესებულებებში“ ფარგლებში ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ხარაგაულის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებული პირები და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მარიკა ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას   შრომის უსაფრთხოების და უფლებების მიმართულებით მიაწოდა ინფორმაცია და  შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ადვოკატირების შუალედური შედეგები წარუდგინა.

ნანახია: 270 - ჯერ