სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/61c1bf307ec6f.jpg

ხარაგაულში უფასო იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი იხსნება

 
23 აგვისტოს 13:00 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში  იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება.
 
შეხვედრაზე  იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი  დამსწრე საზოგადოებას, სამსახურის სერვისებსა და მიმდინარე პროექტებს გააცნობს.
 
საკონსულტაციო ცენტრი ხარაგაულის მერიის პირველ სართულზე განთავსდება .
 
სადაც მოქალაქეები სამართლებრივ საკითხებზე კვალიფიციური რჩევის მიღებას შეძლებენ. 
 
მოქალაქეებს ასევე გაეწევათ იურიდიული დახმარება . სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების დროს. 
 
მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის, #უფასო სამართლებრივ დახმარებას სახელმწიფო მთლიანად უზრუნველყოფს. 
 
 საქართველოს მასშტაბით,  იურიდიული დახმარების სამსახური 13 ბიუროსა და 34 საკონსულტაციო ცენტრის სახით არის წარმოდგენილი.
 
  ხარაგაულის იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი რიგით  35-ე  იქნება.
 
შეხვედრის დასასრულს, მოქალაქეებს შეეძლებათ იურისტებს სამართლებრივ საკითხებზე დაუსვან კითხვები და კვალიფიციური პასუხები მიიღონ.
ნანახია: 429 - ჯერ